ითვლება, რომ მკერდი ქალბატონის სხეულის ყველაზე მიმზიდველი და ლამაზი ნაწილია. სწორედ ამიტომ, სუსტი სქესის წარმომადგენლები ძალზედ განიცდიან მისი ფორმის რღვევას. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვის გამოკვება მკერდით განაპირობებს მისი სიმკვრივის დაკარგვას და ქვემოთ ჩამოწევას, რის გამოც უამრავი ქალბატონი ბავშვის გაჩენაზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა ეს მოსაზრება გარკვეულწილად სწორია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი, უფრო მეტად დამღუპველი ფაქტორი, რაც მკერდის ლამაზი ფორმის რღვევას განაპირობებს. თანამედროვე ამერიკელი მეცნიერები და პლასტიკური ქირურგები ირწმუნებიან, რომ პირველ რიგში მკერდის ფორმაზე უარყოფით გავლენას ახდენს თამბაქო. მკვლევარებმა კენტუკის უნივერსიტეტიდან დაკვირვებები აწარმოეს 132 ქალბატონზე, რომელთა უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუკვებავს ბავშვი მკერდით, თუმცა კვლევების მსვლელობისას გაირკვა, რომ ყველა მეძუძურ დედას არ აღენიშნებოდა პრობლემები მკერდის ფორმის რღვევასთან დაკავშირებით.