ოცნება და არა სამსახური: თავგადასავლების დირექტორის ვაკანსია თავისუფალია, ხელფასი - $10 000
ამბობენ, ისეთი სამსახური უნდა შეარჩიო, რომ იქ წასვლა დღესასწაულს ჰგავდეს შენთვისო. სწორედ მაშინ იწყებს ცხოვრება დალაგებას. როგორ მოვძებნოთ? ან, როგორ ავირიდოთ ის უხასიათო სახეები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დილის განწყობას გვიფუჭებს? ვარიანტი №1: გაემგზავროთ მექსიკაში, კარიბის ზღვის ფირუზისფერ წყლებში და იმუშაოთ იქ თავგადასავლების დირექტორად $10 000-ის სანაცვლოდ. დიახ, ეს რეალობაა!