როგორ ვიზრუნოთ ზეთოვან კანზე

Загрузка...

დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების თქმით 20-დან 25 წლამდე გოგონებს შესანიშნავი კანი აქვთ, მაგრამ ამ ასაკში ხშირად იჩენს ხოლმე პრობლემები თავს. ეს პრობლემა შესაძლოა ზეთოვანი კანიც იყვეს, რასაც მოვლა ესაჭიროება. დღევანდელ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ ორი სახის პროცედურებს: პროცედურებს, რომლის ჩატარებაც სალონშია შესაძლებელი და პროცედურებს, რომლის ჩატარებაც სახლშია შესაძლებელი.

სალონის პროცედურა - მნიშვნელოვანია სალონში სტუმრობისას მოითხოვოთ ის პროცედურები, რომლებიც თქვენ გესაჭიროებათ და არა ის პროცედურები, რომელიც ხშირად უსარგებლოა. 
სალონში სტუმრობისას აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ სახის სრული გაწმენდა სხვადასხვა საშუალებით. ამ საშუალებებმა უნდა მოგაცილოთ ცხიმოვანი ფორები. სხვა შემთხვევაში თქვენი ცხიმოვანი კანი ისევ შეგაწუხებთ. ასევე კარგია, როდესაც სალონში ზემოთ ნახსენები პროცედურების შემდეგ გაიკეთებთ სახის ნიღაბს, რათა ერთი სასარგებლო პროცედურით არ დაზიანდეს კანი.

როგორ ვიზრუნოთ ზეთოვან კანზე

სახლის პროცედურა - (1)სახლის პროცედურების ჩატარებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორი: პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ.
სახლის პროცედურა უნდა იყოს აუცილებლად ისეთი, რომ ხელმისაწვდომი იყვეს ყველა ქალბატონისთვის. უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ სახის მკვებავსა და დამატენიანებელს, ოღონდ ამ ორის გამოყენება უნდა მოხდეს სეზონურად.
ზაფხულში - უმჯობესია სახის დამატენიანებელი გამოიყენოთ, რადგან ამ დროს კანი შრება.
ზამთარში - კი შესანიშნავია კანის მკვებავი. ეს ის დროა, როდესაც კანს მკვებავი საშუალებები ესაჭიროება.

როგორ ვიზრუნოთ ზეთოვან კანზე

(2) სახლის პროცედურების მიმდინარეობის დროს კარგი იქნება თუ სახეს ხშირად დაიბანთ და სახეზე მოითავსებთ მუსს. ყველაფერი ეს გეხმარებათ ცხიმოვანი კანის, არაცხიმოვანით შეცვლაში. აქვე გეტყვით, რომ პროცედურების ჩატარების შემდეგ აუცილებელია ჩამოიბანოთ სახე ნაზად. რეკომენდირებულია დაიხმაროთ ჯაგრისი ან ზღვის ღრუბელი, რომლითაც მოიშორებთ უკვე მკვდარ ცხიმოვან კანს, რომელსაც ჩაანაცვლებს ახალი უცხიმო კანი.

(3) მოერიდეთ მზეზე დიდი ხნით ყოფნას. - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ არ უნდა იყვეთ მზეზე დიდი ხნით. რეკომენდირებულია : ოქტომბრიდან - აპრილამდე (SPF15), მაისიდან - სექტემბრამდე (PSF30)

როგორ ვიზრუნოთ ზეთოვან კანზე

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: