როგორ გავწმინდოთ მიმწვარი ტაფა ძალიან მარტივად.

Загрузка...

ალბათ ყველას სახლში მოიძებნება ისეთი ტაფა, რომელიც დამწვარია. ეს არავის ბრალი ნამდვილად არ არის, რადგან დრო და დრო ჩნდება "ნამწვავი", რომლის მოშორებაც თითქოსდა რთულია. დღევანდელ სტატიაში ჩვენ შევეცდებით აგიხსნათ, თუ როგორ შეიძლება დამწვარი ტაფის გაწმენდა.

ამისთვის დაგჭირდებათ :
- 1 ჭიქა წყალი
- ლიმონმჯავა ან ძმარი.

ტაფის გაწმენდის პროცედურისთვის მოათავსეთ ტაფა ნელ ცეცხლზე. დაასხით 1 ჭიქა წყალი, დაამატეთ ლიმონმჟავა ან ძმარი და ურიეთ.
აცადეთ ადუღება და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი.

ადუღების შემდეგ აცადეთ გაციება. გაციების შემდგომ სპეციალური ღრუბელის საშუალებით დააწექით მაგრად, რათა მოშორდეს ტაფას ნამწვავი. შესაძლებელია პირველმა პროცედურამ მთლიაანდ არ მოაშოროს ტაფას ნამწვავი. საჭიროების შემთხვევაში კი რეკომენდირებულია გამეორებაც.

მკითხველთა შთაბეჭდილებები