მხოლოდ 3 ინგრედიენტი და უგემრიელესი კეკსი მზად არის.


ბევრ დიასახლის უყვარს სხვადასხვა ტკბილეულის დამზადება სახლის პირობებში. მათ სურთ შექმნან ისეთი რამ, რაც იქნება გემრიელი და მოეწონებათ ოჯახის წევრებს. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ წარმოგიდგენთ მხოლოდ და მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან შექმნილ უგემრიელეს კექს.

ამისთვის საჭიროა :

- 2 მწიფე ბანანი.
- 4 კვერცხი.
- კენკრა ან სხვა ინგრედიენტი (გემოვნებით)

მომზადება:

1) დაჭერით ბანანი და მოათავსეთ მინის დიდ თასში. დაჭრილი ბანანი შეგიძლიათ მიქსერით მაქსიმალურად დაანაწევროთ.
2) დანაწევრებულ ბანანს დაუმატეთ 4 კვერცხი და შემდეგ ისევ მიქსერით აურიეთ. არევა შესაძლებელია ჩვეულებრივი ჩანგლითაც.
3) მოათავსეთ ფორმებში სათითაოდ. ფორმები უნდა იყოს მცირე რაოდენობით ზეთიანი.
4) მოათავსეთ ღუმელში 12 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.
5) 12 წუთის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან თქვენი მომზადებული კექსი და დააგემოვნეთ.

გემრიელად მიირთვით !

მკითხველთა შთაბეჭდილებები