როგორი მტერი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით » OXO TV

როგორი მტერი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ვერძი (21.03. – 20.04.)

თქვენს წინაშეა კეთილსინდისიერი და მიზანდასახული ადამიანი. იგი მიისწრაფის პირველობისკენ ყველაფერში. არის მტკიცე და არცერთ შემთხვევაში არ გადაუხვევს დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან, თუმცა როგორც მტერი ის საფრთხეს არ წარმოადგენს - საკმაოდ სუსტი მოწინააღმდეგეა.
შურისმაძიებელი ვერძის წარმოადგენა ცოტათი რთული საქმეა. თუ მას ვინმე მტკივნეულ ადგილზე დააჭერს, როგორც წესი ვერძი ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას არ მიაქცევს და ერთ ყურში შეუშვებ, ხოლო მეორედან გამოუშვებს. მეტიც, ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაფერს ძალზედ ხანმოკლე დროში ივიწყებენ. რაც არ უნდა გაანაწყენოთ და გააბრაზოთ იგი, სავსებით მოსალოდნელია, რომ ერთი საათის შემდეგ აღარაფერი ახსოვდეს, ხოლო მეორე დღეს გადაგეხვიოთ ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა და თქვენ მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხართ.
ვერძის იმ დონეზე გასამწარებლად, რომ მას შურისძიების სურვილი გაუჩნდეს, საჭიროა ზუსტი გეგმა. გაუმეორეთ მას ყოველდღე და ხმამაღლა მისი სუსტი წერტილებისა და მხარეების შესახებ მაშინ, როდესაც თქვენს ახლობლად ის ადამიანი იმყოფება, ვინც ვერძს ძალიან მოსწონს და მისითაა გადატეცბული. იყავით მზად იმისთვის, რომ ერთი გემრიელად მოგხვდებათ ვერძისგან, თუმცა, თუ იგივე ტემპში განაგრძობთ მის გაბრაზებას და არ მოეშვებით, მაშინ მზად იყავით, რომ საერთოდ შეწყვეტთ არსებობას. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი გადადის შურისძიებაზე, მაშინ ამას არ აკეთებს, რაღაც ბავშვური მეთოდებით, არამედ არ მოისვენებს იქამდე, სანამ საერთოდ არ აგაორთქლებთ...

- თქვენ აუცილებლად უნდა მოკვდეთ!
- ანდაც მოიცა... იქნებ დავჯერდე იმ სანახაობით მიღებულ სიამოვნებას, როდესაც ხელებს მოგჭრით?
- არა, არა... უეჭველად უნდა მოკვდეთ!

იყავით მზად, რომ მინიმუმ სხვა რაიონში, ან სულაც სხვა ქვეყანაში მოგიწევთ გადასახლება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თვითონ ვერძი ყოველივე ამას შურისძიებად კი არა, არამედ თავდაცვის საშუალებად მიიჩნევს.

კურო (21.04. – 21.05.)

ადამიანი პრინციპული, შეუპოვარი, ცოტათი ზანტი, თუმცა საიმედო. უყვარს კომფროტი და ლამაზი ნივთები. იმისათვის, რომ მიაღწიოს დასახულ ნიზანს, არ დაიშურებს ძალასა და ღონეს, არც დროს... მტრის ამპულაში ის ჩუმჩუმელა, ფარული და მზაკვრული ადამიანია...
ამ ნიშნის წარმომადგენელში შურისმაძიებლის გასაღვიძებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო. კუროებს გათვითცნობიერებული აქვს ის ფაქტი, რომ ადამიანები ნამდვილი გარეწრები, პირუტყვები არიან. შურისძიებისას იყენებენ გაცილებით დახვეწილ და საინტერესო მეთოდებს, ვიდრე ვერძები.
სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა (მორიელებთან ერთად) მოიგონეს ვენდეტა. კუროს შურისძიება, როგორც წესი, ზუსტად დაგეგმილი და საკმაოდ დაუნდობელია...
თუ თქვენ გამოიყვანეთ მწყობრიდან ამ ნიშნის წარმომადგენელი იმ დონეზე, რომ მან შურისძიება გადაწყვიტა, მაშინ იცოდეთ, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის წინაშე მოგიწევთ წარსდგომა. კურო ყოველთვის შეეცდება საზოგადოებაში თქვენ დამცირებას, შეურაცხყოფას, დაცინვასა და მიწასთან გასწორებას და ამას იქამდე განაგრძობს, სანამ არ დაგტოვებთ იზოლირებულს, თქვენს თავში ჩაკეტილსა და განადგურებულს. თუ ვინმე შეეცდება თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დაგიდგებათ მასთან კამათის დროს, დიდია ალბათობა იმისა, რომ ძალიან მცირე დროში კურო მასაც გაანადგურებს.
ამ ნიშნის წარმომადგენლის შემოსარიგებლად თქვენ იმდენი ხვეწნა და ვედრება დაგჭირდებათ, რომ უკეთესია ადგეთ და პირდაპირ თავი ჩამოიხჩოთ...

ტყუპები (22.05. – 21.06.)

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზედ კონტაქტური ადამიანები არიან, რომელთაც შემოქმედებითი აზროვნების უნარი აქვთ. მაქსიმალურად აკონტროლებენ თავიანთ ქცევებსა და საუბრის მანერებს. მტრის აპულაში ისინი საკმაოდ ძლიერები და შეუპოვრები არიან. მათი შემორიგება თითქმის წარმოუდგენელია.
სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან ყველაზე "სწერვა და იაზვა" ადამიანები. საქმე იმაშია, რომ ტყუპების უმრავლესობას სურს, რომ მოიპოვოს დიდება და პატივისცემა, თუმცა ადამიანები, როგორც წესი მათ ასეთებად ვერ აღიქვამენ. გავაღვიძოთ შურისმაძიებელი ტყუპებში ძალზედ მარტივი საქმეა, თუმცა ამ შემთხვევაში მოემზადეთ, რომ თქვენზე ძალზედ უცნაური და საშინელი ჭორები ელვის სისწრაფით გავრცელდება... ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან ასევე სავსებით მოსალოდნელია ხელჩართული ბრძოლა თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან (და ხშირ შემთხვევაში მოწუნააღმდეგე სწორედ, რომ მათზე ძლიერია), თუმცა საბოლოოდ ყოველთვის ისე ხდება, რომ კუთხეში მიგდებული ტყუპი ჭრილობებს იზილავს...
აი ეს, რომ კომპიუტერული დაპირისპირება ყოფილიყო, ტყუპები ძალზედ მარტივად გაგიერთიანებდნენ ცხვირ-პირს. სწორედ მაშინ შეუძლია ტყუპს ნამდვილი შურისძიება, თუ თქვენ კომპიუტერის აქტიური მომხმარებელი ხართ. მაგალითად ის გამოგიგზავნით რაიმე ვირუსს ტექსტის სახით, რაც საერთოდ დაბლოკავს თქვენს კომპიუტერს.. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალზედ ცვალებადი ხასიათი აქვთ. შესაძლებელია დილას ახალ გაღვიძებულზე ის თქვენზე სასტიკ შურისძიებას გეგმავდეს, ხოლო საღამოს საუზმობისას ის თქვენთან ტკბილად საუბრობდეს და შურისძიების ახალი ობიექტის შესახებ მზაკვრულ გეგმებს გიზიარებდეთ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მისი გაბრაზების არ უნდა გეშინოდეთ. როგორც ზემოთ ვახსენეთ ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან შემოქმედებითი აზროვნებით და ძალზედ უყვართ ჭორების გავრცელება. მათ თქვენზე შესაძლებელია მომენტალურად ისეთი ჭორი შეთხზან და გაავრცელონ, რომ არათუ ქალაქიდან, არამედ საერთოდ ქვეყნიდან გაქცევა მოგიწიოთ. თანაც ადამიანების ხასიათი ხომ იცით? ისინი ყველაფერს მარტივად იჯერებენ...

კირჩხიბი (22.06. – 22.07.)

ამ ნიშნის წარმომადგენელი მტრის ამპულაში საშიში და სახიფათო ნამდვილად არ არის, ხოლო მეგობრის ამპულაში, ის მისტიკური და იდუმალებით მოცული ნატურაა. კირჩხიბი რბილი, ნაზი, კეთილი, მგრძნობიარე პერსონაა და ყოველთვის მზადაა გააკეთოს ყველაფერი თქვენი გულის გასახარებლად, თუკი ის კარგ ხასიათზეა.
ყველაზე მარტივი და გავრცელებული მეთოდი შურის საძიებლად ამ ნიშნის წარმომადგენლისათვის ღამე ქუჩაში ქუდის გარეშე გასვლაა, რათა ყველამ თავი დამნაშავედ იგრძნოს. უმეტეს შემთხვევაში კირჩხიბი უბრალოდ არ ჩაგთვლით იმის ფასად, რომ თქვენს გამო თავი ცუდად იგრძნოს და ძალზედ მარტივად წყენას ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს ისე, რომ საერთოდ არ გაამახვილებს ამაზე ყურადღებას. არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, თუ რა დონეზე აწყენინებთ მას. დიდია ალბათობა იმისა, რომ სულ მცირედი, უმნიშვნელო წყენის შემთხვევაშიც კი ის არასდროს გაპატიებთ...
და მაინც, თუ შეძელით კირჩხიბის გამწარება იმ დონეზე, რომ მასში შურისმაძიებელი გამოაღვიძეთ, მაშინ გეშინოდეთ, რადგან ამ ნიშნის წარმომადგენლები პატარა ჭიანჭველის მოსაკლავადაც კი მძიმე არტილერიას გამოიყენებენ... ისე ცნობისთვის სავსებით მოსალოდნელია, რომ მისი გაბრაზების შემთხვევაში თქვენი ახალი პლაზმური ტელევიზორი ფანჯრიდან გადმოგდებული იხილოთ...
რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებასა და ხელჩართულ ბრძოლას, უფრთხილდით ამ ნიშნის წარმომადგენელს! ის გამოიყენებს ყველაფერს დაწყებული ლომიდან, დამთავრებული უროთი და "ტაბურეტკა" სკამით, რათა დაგამარცხოთ... მოკლედ რომ ვთქვათ, ბრაზმორეული კირჩხიბი გაუწონასწორებული და საშინელია... კიდევ საინტერესოა ის ფაქტი, რომ კირჩხიბის შურისძიება არაფერია მის განაწყენებასთან შედარებით. ამ შემთხვევაში იგი საცოდავი, აცრემლებული თვალებით შემოგხედავთ, თითქოს ის ტყეში მიტოვებული ჩვილი არსება იყოს, რის შედეგადაც თქვენ სირცხვილისგან უბრალოდ დაიწვებით და დაიფერფლებით. პატიების იმედი ნუ გექნებათ... თქვენ სიცოცხლის ბოლომდე სინდისი დაგახრჩობთ და კვლავ დაგახრჩობთ და დაგახრჩობთ...

ლომი (23.07. – 23.08.)

ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალიც და კაციც გიჟდება ფლირტზე. არიან საკმაოდ გულუხვები და ცოტათი არ იყოს ველურებიც კი. მათთან ურთიერთობის დაჭერა ცოტათი რთული საკითხია და ჯობია შემოიფარგლოთ მხოლოდ მეგობრებით. მტრის ამპულაში ამ ნიშნის წარმომადგენელი საშიშია მხოლოდ უშუალოდ გაბრაზების მომენტში.
ლომში შურისძიების წყურვილის გასაღვიძებლად საჭიროა მხოლოდ მისი მოტყუება, რაც ძალზედ მარტივი საქმეა, მთავარია მოინდომოთ. მაგრამ ისმის კითხვა: "რაში გჭირდებათ ეს?". ლომური შურისძიება, ყველაზე იოლ ფორმაშიც კი საშინელი და მომაკვდინებელია, ხოლო მძიმე ფორმაში - უბრალოდ გამანადგურებელი... ლომის მხრიდან ყველაზე არაჭკვიანური და უბრალო შურისძიების მეთოდი თქვენი მიწასთან გასწორებაა. ის ძალიან მარტივად დაგარწმუნებთ, რომ თქვენ ერთი მორიგი უსარგებლო ნივთი ხართ, რომელსაც ამ ცხოვრებაში არანაირი დანიშნულება არ აკისრია. ამ ნიშნის წარმომადგენელი ფართო პუბლიკის თანდასწრებით მოახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამხელათი მაღლა დგას თქვენზე. თუნდაც მას არაფერი ესმოდეს იმ საქმეში, რასაც თქვენ აკეთებთ, ის უბრალოდ ხანმოკლე დროში თქვენს საქმიანობას თქვენზე უკეთ შეასრულებს, მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოების თვალში თქვენი სტატუსი დაადაბლოს და თქვენზე მაღლა დადგეს.
ლომის შურისძიების მეთოდების რეიტინგში მეორე ადგილზე საზოგადოების თანდასწრებით თქვენი შეურაცხყოფა და გემრიელად გამოლანძღვა დგას. ამ ნიშნის წარმომადგენელი უბრალოდ აუღელვებელი ტონით მოგიყვებათ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს თქვენზე და რა წარმოდგენები აქვს თქვენთან დაკავშირებით. ეჭვიც არ შეგეპაროთ იმაში, რომ ამ ფაქტის შემსწრე ადამიანები მის მიმართ სიმპათიით განეწყობიან და მხარს მას აუბამენ. მოკლედ რომ ვთქვათ ბოლოს თქვენგან ერთი შიზოფრენიკი დარჩება, რომელიც ყველაში და ყველაფერში ლომის სისასტიკეს დაინახავს...

ქალწული (24.08. – 23.09.)

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ ადამიანს შეგიძლიათ დაეყრდნოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ერთი შეხედვით ისინი საკუთარ თავში ჩაკეტილი, იდუმალებით მოცული ადამიანები არიან, მაგრამ ეს ფაქტი ნუ შეგაშინებთ, რადგან რთული სიტუაციების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ისინი ყოველთვის საკუთარ თავზე იღებენ. ძნელია მათი მტრებად ქცევა, თუმცა, თუ საქმე მაინც მივიდა აქამდე, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ ნამდვილი მტერი გყავთ: ძლიერი, ჭკვიანი და მიზანდასახული.
გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჩემთვის უცნობია ის ფაქტი, თუ როგორ უნდა გამოიყვანოთ მწყობრიდან ამ ნიშნის წარმომადგენელი ისე, რომ მან თქვენზე შურისძიება დაგეგმოს. მაგრამ, თუ მაინც შეძელით და მწყობრიდან გამოიყვანეთ ქალწული, მაშინ მოემზადეთ შურისძიების ძალზედ უცნაური მეთოდებისთვის... არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს თავით ვაზაში აღმოჩნდეთ, ან ვიღაცამ დილით გაყინული წყალი გადაგასხათ და ისე გამოგაფხიზლოთ...
გარდა ყოველივე ამისა, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ შურისძიება ოფიციალური გზებით. ასე, რომ არ გაგიკვირდეთ, თუ მისი გაბრაზების შემთხვევაში პროკურატურაში ამოყოფთ თავს.

სასწორი (24.09. – 23.10.)

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზედ მგრძნობიარე ნატურები არიან. შეუძლიათ იყვნენ სენტიმენტალურები, მეწვრილმანეები, ინტრუზიულები და მტრის ამპულაში ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს ჭორების გავრცელებაა. შეიყვარეთ ისინი და იმ შემთხვევაში, თუ ტავზე არ დაგაჯდებიან, მაშინ მათგან ძალზედ თბილი, მოსიყვარულე და ნაზი მეგობარი, ან პარტნიორი გამოვა. მტრობა მათ პრაქტიკულად არ შეუძლიათ.
სასწორები ზოგადად ძალზედ ბუტიები არიან და ყველაფერზე მარტივად ბრაზდებიან, თუმცა მათ სინამდვილეში მტრობისა და დაპირისპირების ძალა არ შესწევთ. ამ ნიშნის წარმომადგენელთა შემთხვევაში ყველაფერი თითქოს უფრო ბავშვურადაა: "ეგრე ხო... აი შენ ნახავ...". ისინი უბრალოდ ყველაფერზე იბუტებიან: "მოეშვი ჩემს სათამაშოებს", "გაანებე თავი ჩემს გარშოკს", "საერთოდ შემეშვი" და ა.შ. სასწორებისთვის შურისძიების მეთოდს წარმოადგენს იმ ადამიანის სიტყვიერი გამოლანძღვა, რომელმაც იგი გამოლანძღა. სოწრედ ამით შემოიფარგლებიან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები. ასევე ნუ დაივიწყებთ მათი შემოქმედებითი აზროვნების შესახებ, რომელის დახმარებითაც მათ ერთი ორი კარგი ჭორის შეთხზა შეუძლიათ თქვენთან დაკავშირებით.
ყველაფერი ზემოთ ნახსენების გარდა მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ამ ნაზ და სათუთ ნატურებსაც შეუძლიათ იყვნენ ბოროტები და სასტიკები. მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ, რომ შეულახვრონ წარმოდგენები თქვენთვის ძვირფას ადამიანს თქვენთან დაკავშირებით. მოკლედ, მოეკიდეთ სრული სერიოზულობითა და დიდი სიფრთხილით სასწორებს...

მორიელი (24.10. – 22.11.)

ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე ტემპერამენტიანები არიან და ხანდახან მათ შავბნელი აზრებიც კი აწუხებთ. მოკლედ გეტყვით, რომ მათ შურისძიების ძალა ნამდვილად შესწევთ და არ გირჩევთ ამ ადამიანების გადამტერებას. უკეთესი იქნება მათ ტემპერამენტსა და ძალას სრულიად ხვა რამისკენ, სიყვარულისკენ მიმართავთ.
ამ ნიშნის წარმომადგენლები ზოგადად ყველაზე "შწერვები და იაზვები" არიან თევზების შემეგ. ალბათ არ წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ მორიელების დაუოკებელ სურვილს წარმოადგენს სიტუაციის კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მას აწყენინებთ, ჯობია გაიქცეთ, რადგან ის თავისი შხამიანი კუდით ნებისმიერ შემთხვევაში გიკბენთ და ძალზედ ღრმა ჭრილობას მოგაყენებთ. ამ ნიშნის წარმომადგენელთა მიზანს შურისძიების დროს ნამდვილად არ წარმოადგენს თქვენთვის ფიზიკური ზიანის მოყენებას, არამედ მათ სურთს, რომ მაქსიმალურად გაგანადგუროთ მორალურად, ზნეობრივად და იმხელა ტრამვა მოგაყენოთ, რომ ცხოვრების ბოლომდე ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლოთ. თანაც გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა ყველა თქვენი სუსტი წერტილი იციან და ამ ცოდნას საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენებენ...
იმუნიტეტი მორიელების კბენისგან გამომუშავებული აქვთ მხოლოდ ტყუპებს, რადგან მათთვის არ არსებობს სენტიმენტალიზმი და რაღაც დაწესებული მორალური ზომები, რითიც ზოგადად მორიელები მანიპულირებენ.

მშვილდოსანი (23.11. – 21.12.)

ამ ნიშნის წარმომადგენელი ცოცხალი, საქმიანი, აქტიური ადამიანია, რომელსაც დიდი ხნით ერთ ადამიანზე გაბრაზება არ შეუძლია. ის ინტელიგენტი, თავდაჯერებული ადამიანია, რომელიც თავისუფლებისაა მოწყურებული. მშვილდოსნებს საკმაოდ ხშირად უმართლებთ ცხოვრებაში და მცირეოდენი სურვილისა და მონდომების შემთხვევაში მარტივად შეუძლიათ მოიწყონ წარმატებას კარიერაში.
მშვილდოსანი მტრისა და შურისმაძიებლის ამპულაში ძალზედ მოსაწყენი და ბანალურია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ბედნიერები იქნებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შუაზე გაგლეჯენ, ან ნაწილ-ნაწილ დაჭრიან იმ ადამიანს, ვინც მათ აწყენინებს, თუმცა იმდენხანს ორჭოფობენ და ყოყმანობენ, რომ მსხვერპლი გაქცევას ასწრებს... ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ შურისძიების პროცესის დროს ისინი სიამოვნებას ვერ იღებენ, თუ ირგვლივ ხალხის ბრბო არ არის და ყველა თვალნათლივ არ ხედავს მათ სისასტიკეს. მათთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ხალხის შეგროვება, მათთვის თქვენი დანაშაულის ახსნა და მხოლოდ დიდი ყოყმანის შემდეგ განაჩენის გამოტანა.
მშვილდოსნები ძალზედ პრინციპული ნატურები არიან.

თხის რქა (22.12 – 20.01.)

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზედ ჭკვიანები და სენტიმენტალურები არიან. ისინი დაბალ დონეზე არასდროს დაეცემიან, თუმცა მათი გაბრაზების შემთხვევაში, ისთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოგაქცევენ, რომ სისხლ გაგიშრობენ...
რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თავი მოაბეზროთ და მწყობრიდან გამოიყვანოთ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები? ეს ძალზედ რთული საკითხია, რადგან თხის რქები გამოირჩევიან თავიანთი მშვიდი ხასიათითა და გაწონასწორებულობით. თუ მაინც მოახერხეთ და შეძელით ამ ადამიანის გაბრაზება ეს ძალზედ ცუდია, თუმცა შურისძიების არანაირი კვალი მაინც არ შეიმჩნევა. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისებიც და თუ თქვენ რაღაც გარკვეული გზით გამოიწვიეთ ანტიპათია მის თვალში, მაშინ თხის რქა წამსვლელია ყველაფერზე, რაზეც ქალწული, თუმცა გაცილებით ფართო, ჰიპერტროფიული მასშტაბებით.
მოკლედ ამ ნიშნის წარმომადგენელთა მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევაში, მოემზადეთ 10 დღე გადაბმულად დაბომბისთვის და 300 კილომეტრის რადიუსზე ყველაფრის განადგურებისთვის.

მერწყული (21.01. – 19.02.)

ამ ნიშნის წარმომადგენლები არაპროგნოზირებადი და ჯიუტები არიან. არ შეუძლიათ მტრობა და აპატიებენ ყველაფერს საყვარელ ადამიანს.
შურისძიება მერწყულებს არ უყვართ და შესაბამისად არც იციან. ზოგიერთი ფსიქიკურად არაჯანმრთელი და გაუწონასწორებული მერწყული იმდენს იტყუება, რომ ადამიანები შეცდომაში შეყავს, თუმცა ამას აკეთებს არა შურისძიების მიზნით, არამედ მას ეს უბრალოდ დიდ სიამოვნებას ანიჭებს...
ამ ნიშნის წარმომადგენლის გამოყვანა მწყობრიდან იმ დონეზე, რომ მან შურისძიება დაგეგმოს, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ადამიანებს იუმორის თანდაყოლილი ნიჭი აქვთ და მათ მარტივად შეუძლიათ თქვენგან დებილი ადამიანის გამოყვანა იქამდე, სანამ მას რამეს აწყენინებთ. თუ თქვენ გინდათ ყველაფერ ამას შურისძიება დაარქვით, თუმცა თავად მერწყულები ასე არ ფიქრობენ. ტიპიური ამ ნიშნის წარმომადგენელი საახალწლო ფილმის, "მარტო სახლშის" მთავარი პერსონაჟია, რომელიც ისე გაგასწორებთ მიწასთან, რომ თავად ვერც კი გაიაზრებს და გაათვითცნობიერებს ამ ფაქტს.

თევზები (20.02. – 20.03.)

ამ ნიშნის წარმოამდგენლებს შესწევთ ძალა, რომ იყვნენ როგორც მომხიბვლელები და მიმზიდველები, ასევე აუტანლები. თევზებს ძალზედ ცვალებადი ხასიათი აქვთ, ხოლო ისინი მტრის ამპულაში ყველაზე მზაკვრული და შხამიანი ზოდიაქოს წარმომადგენლები არიან.
ნორმალური თევზის წყენინება ძალზედ მარტივია, თუმცა მათი გაბრაზება იმ დონეზე, რომ შურისძიება დაგეგმონ, შეუძლიათ მხოლოდ მათთვის ძვირფას ადამიანებს, რადგან სხვა, უცხო ადამიანების აზრი და შეხედულებები ნაკლებად აინტერესებთ. რაც შეეხება შურისძიების ხერხებს, ისინი მიმართავენ ყველა საჭირო მეთოდს, რაც არ უნდა მზაკვრული და ბოროტული იყოს ის და უბრალოდ ძალიან მარტივად გაგიმწარებენ ცხოვრებას. შურისძიების ყველაზე მარტივ გზას წარმოადგენს იმ ადამიანის უკან დევა, რომელმაც მას აწყენინა და მისთვის მუდმივად იმის გამეორება, თუ რამდენად ცუდი ადამიანია და როგორ გაუტეხა გული მას. ყოველივე ეს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალზედ ნატურალურად გამოსდით, რადგან მათ გული ნამდვილად სტკიცათ...
თუ თევზები ამას არ დაკმაყოფილდნენ, მაშინ ძალიან დიდ შარში ხართ, რადგან მათ, ისე, როგორც არავის ეხერხებათ ინტრიგების ჩახლართვა. ტყუპებისგან განსხვავებით ამ ადამიანებს ჭორების გავრცელება გაცილებით უკეთ გამოსდით, რადგან ამას გაცილებით ბუნებრივად, ანტურალურად აკეთებენ. მოკლედ ერთი სიტყვით იცოდეთ, რომ მათი ნაზი და სათუთი გარეგნობის მიღმა ნამდვილი პირანია იმალება...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: