"მადლობა, რომ მასწავლე უპირობო სიყვარული" - მისტერ სმიტის წერილი ქალიშვილს


სოციალურ ქსელში აქტიუურმა უილ სმიტმა ტრადიცია არ დაარღვია და მისი ოჯახის მორიგი დღესასწაულის შესახებ ფეისბუქზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

მსახიობის აღნიშნული სტატუსის ადრესატი მისი ქალიშვილი, პოპვარსკვლავი უილოუ სმიტი გახლავთ, რომელიც იუბილარია და 15 წლის გახდა.

„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ლობიოს მარცვალო. 15 წლის გახდი დღეს!

როდესაც შენ დაიბადე, მე დამჭირდა დაახლოებით 2 წამი იმის გასაანალიზებლად, რომ შენს გამო სიკვდილსაც შევძლებდი.

მადლობა ჩემი გულის შესწროებისთვის და უპირობო სიყვარულის სწავლებისთვის„ - ნათქვამია უილ სმიტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

წაიკითხეთ სრულად

მკითხველთა შთაბეჭდილებები