7 შესანიშნავი მიზეზი ძმრის სარეცხ საშუალებაში დამატებისთვის ! შედეგი გასაოცარია.


ძმარი - აბსოლიტურად შეუცვლელი საყოფაცხოვრებო კომპონენტი, რომლის გამოყენებაც ყოველდღიურობაში აქტიურად ხდება. ძმარის გამოყენება არამხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად არის შესაძლებელი, არამედ მისი დამატება სარეცხ საშუალებებში შესანიშნავ შედეგს გვაძლევს. ყოველივე ამაზე ინფორმაციას კი სტატიაში იხილავთ.

აი, რა ხდება, როდესაც ძმარს სარეცხ საშუალებებში ვამატებთ :

1. ძმარი ტანსაცმელს არბილებს და სასიამოვნო შესახებს ხდის.

7 შესანიშნავი მიზეზი ძმრის სარეცხ საშუალებაში დამატებისთვის ! შედეგი გასაოცარია.

დაამატეთ ერთი ჭიქა ძმარი სარეცხი მანქანის სპეციალურ კონტეინერში. ძმარის დამატების შემდეგ თქვენი საყვარელი ტანსაცმელი, პირსახოცი და სხვადასხვა მატერია უფრო რბილი გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო.

2. კლავს ბაქტერიებს.

7 შესანიშნავი მიზეზი ძმრის სარეცხ საშუალებაში დამატებისთვის ! შედეგი გასაოცარია.

ბაქტერიების დეზინფექციისთვის ადამიანები ძმარს საყოფაცხოვრებო საქმიანობაშიც იყენებენ. მისი ამ დანიშნულებით გამოყენება თქვენ ტანსაცმლის გარეცხვის დროსაც გამოგადგებათ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად სარგებლობთ, ან სახლში ბავშვი გყავთ.

3. ინახავს ტანსაცმლის ფერს.

7 შესანიშნავი მიზეზი ძმრის სარეცხ საშუალებაში დამატებისთვის ! შედეგი გასაოცარია.

ეს მეთოდი რაღა თქმა უნდა მიუღებელია იმ კომპანიებისთვის, ვინც სპეციალურ სარეცხ დანამატებს აწარმოებენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ძმრის დამატებით თქვენ გადაჭრით იმ პრობლემას, რომელიც ტანსაცმლის ფერის გახუნებასთან არის დაკავშირებული.

4. ბუნებრივად ათეთრებს.

7 შესანიშნავი მიზეზი ძმრის სარეცხ საშუალებაში დამატებისთვის ! შედეგი გასაოცარია.

ალბათ არაერთხელ გიცდიათ უამრავი სარეცხი დანამატის გამოყენება თქვენი საყვარელი თეთრი მაისურიდან ლაქის ამოსაყვანად. სინამდვილეში კი საუკეთესო საშუალება არასდროს გამოგიყენებიათ. ძმარს ამ მხრივაც საოცარი შედეგი აქვს, რომლის ცდაც აუცილებლად ღირს !

5. აშორებს სუნს სპორტული ფორმებიდან.

7 შესანიშნავი მიზეზი ძმრის სარეცხ საშუალებაში დამატებისთვის ! შედეგი გასაოცარია.

ზოგჯერ, როდესაც ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ სპორტულ ფორმებს რეცხავთ, შემდგომ უსიამოვნო სუნი მაინც აქვს. ამ შემთხვევაშიც დაამატეთ ერთი ჭიქა ძმარი სარეცხ საშუალებას და დაივიწყეთ უსიამოვნო სუნი.

6. აშორებს ახლად გაჩენილ ლაქებს.

7 შესანიშნავი მიზეზი ძმრის სარეცხ საშუალებაში დამატებისთვის ! შედეგი გასაოცარია.

ერთ-ერთ მეთოდში ჩვენ გირჩიეთ, რომ ლაქების ამოსაყვანად დაგემატებინათ ძმარი სარეცხ საშუალებაში. მისი ამდაგვარი გამოყენება ყოველგვარი სარეცხი მანქანის გარეშეც შეგიძლიათ. მოათავსეთ სუფთა ძმარი გარკვეული დროის განმავლობაში იმ ნივთზე, რომელიც დალაქავებულია.

7. ასუფთავებს სარეცხ მანქანას.

7 შესანიშნავი მიზეზი ძმრის სარეცხ საშუალებაში დამატებისთვის ! შედეგი გასაოცარია.

რამოდენიმე გარეცხვის შემდეგ აუცილებელი ხდება სარეცხი მანქანის გაწმენდა სპეციალური სარეცხი დანამატებით. ჩვენ გირჩევთ, რომ შეძლებისამებრ ჩაატაროთ სარეცხი მანქანის გარეცხვა ძმარის საშუალებით. ამისთვის კი 4-5 ჭიქა ძმარია საჭირო.

მკითხველთა შთაბეჭდილებები