15 ფრაზა, რომელსაც "ოცნების ქალი" უნდა ამბობდეს და რა არ უნდა უთხრა შიშველ მამაკაცს


ქალებმა კარგად იციან, როგორი უნდა იყოს ოცნების მამაკაცი. იციან, როგორი ფრაზების მოსმენა ესიამოვნებათ მათგან.

საინტერესოა, როგორია იდეალური ქალი მამაკაცების წარმოსახვაში? რისი მოსმენა ესიამოვნებათ ყველაზე მეტად ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ჩვენგან?
მოდით, ვნახოთ!


1. მე ყველაფერს გადავყლაპავ... ვგიჟდები ამ გემოზე!
2. დარწმუნებული ხარ, რომ საკმარისად დალიე? მოდი, ერთ ბოთლ ლუდს კიდევ გიყიდი!
3. რაღაც მოვიწყინე... მოდი, ეროტიკას ვუყუროთ, ლუდი დავლიოთ და მოვწიოთ...
4. მირჩევნია შენთან ერთად ვუყურო ფეხბურთს, ვიდრე მაღაზიებში ვიბოდიალო...
5. მე ავტოფარეხში ჩავდივარ! მანქანაში ზეთი გაქვს გამოსაცვლელი...
6. ძვირფასო, ჩვენი მეზობელი ისევ შიშველი ირუჯება აივანზე. მოდი, ვუთვალთვალოთ!
7. გადავწყვიტე, სახლში მხოლოდ საცვლების ამარა ვიარო.
8. რა კარგად აღგზარდა დედაშენმა!
9. ქენი სიკეთე, ამოიგდე თავიდან ისეთ სისულელეზე ფიქრი, როგორიც "ვალენტინობაა". არ ჯობია, კომპიუტერი გავაუმჯობესოთ?
10. რა თქმა უნდა, ყველაფერი მესმის! ქორწინების იუბილე ყოველ წელს გვაქვს. გაცილებით მნიშვნელოვანია მეგობრებთან ერთად წასვლა გასართობად. ეს სტრესს გადასარევად ხსნის...
11. სახლში რატომ ზიხარ? ბარში არ უნდა იყო ბიჭებთან ერთად?
12. ისევ სუპერმარკეტში მივდივართ? არ ჯობია, სტრიპტიზ-ბარში წავიდეთ?
13. მე საკმაოდ ბევრს გამოვიმუშავებ, რომ ოჯახი ვარჩინო. რას იტყვი იმაზე, რომ სამსახურიდან წამოხვიდე და მეგობრებთან ერთად რომელიმე ქვეყანაში გაემგზავრო?
14. რა გემრიელად ხვრინავ! მიდი, გააგრძელე...
15. მე იოგაზე ვიწყებ სიარულს, რომ უფრო მოხერხებულად მოგეხვიო ხოლმე ფეხებით კისერზე.

როგორც ჩანს, მამაკაცებსაც ჰყვარებიათ ოცნება! მათ ასევე შეადგინეს სია, რა არ უნდა უთხრა შიშველ მამაკაცს:
1. რა საყვარელი ხარ...
2. მოდი, უბრალოდ, ერთად დავიძინოთ...
3. ამდენი თმა რომ გაქვს ტანზე, ზამთარში თბილად ხარ?
4. უი, რამხელა ფეხები გქონია...
5. "ნასოსი" მოჰყვება?
6. გინდა, გულახდილი ვიყო?
7. რა კარგია, რომ ბევრი სხვა ნიჭი გაქვს!
8. ახლა მესმის, რატომ გყავს ასეთი მაგარი მანქანა!
9. რატომ მსჯის ღმერთი?
10. ყოველ შემთხვევაში, ბევრ დროს მაინც არ წაიღებს...
11. მოდი, ჯერ დავლიოთ...
12. რა არის ეს?

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ქალებს გაცილებით მდიდარი ფანტაზია აქვთ, ვიდრე კაცებს. თუ გვერდით ისეთი მამაკაცი გყავთ, რომელიც გამუდმებით ნერვებს გიშლით, მაშინ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ამ რამდენიმე კომპლიმენტის ცოდნა:

1. შენ გვერდით თავს ჭკვიან ადამიანად ვგრძნობ!
2. ლამაზი ფერის პომადა გისვია პერანგის საყელოზე...
3. წვერში რაღაც გემრიელი ჩაგრჩა...
4. არც ვიცოდი, წითელ წინდებს თუ უშვებდნენ საერთოდ...
5. მთელი ტანი ასეთი თმიანი გაქვს თუ მხოლოდ ნესტოები?
6. მაისური იღლიების ქვეშ სპეციალურად დაისველე?
7. ისე მიყურებ, თითქოს უკვე შიშველი ვიყო...

აი, ასე მხიარულად გემშვიდობებით! მომავალ ბლოგიკამდე!

მკითხველთა შთაბეჭდილებები