12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ! » OXO TV

12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !


წარმოგიდგენთ 12 აბსოლიტურად უფასო ფუნქციას ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

კონკრეტულ ვებ-საიტზე სტუმრობისთვის დააჭირეთ გამუქებულ ადგილს.

  • უფასო განათლების კურსები

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    Class Central - ეს არის ვებსაიტი, რომელზეც შეგიძლიათ უყუროთ განათლების კურსებს, რომელიც ჰარვარდის და სტენდფორდის უნივერსიტეტებში ტარდება. ამ ვებ-საიტზე თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ვიდეო-ლექციები მოიძიოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რითი ხართ დაინტერესებულები, მთავარია მონდომება და ინგლისური ენის ცოდნა.

  • ერთჯერადი გამოყენების მეილი.

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    არსებობს ვებ საიტი სახელად " 10 Minute Mail ", რომლის გამოყენებაც ერთჯერადად შეგიძლიათ. თუ თქვენ რეგისტრაციას გადიხართ რომელიმე ვებ-საიტზე და არ გაქვთ მეილი, მაშინ ეს საუკეთესო საშუალებაა დროებითად გამოსაყენებლად.

  • წვიმის ხმა

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    ადამიანებს, რომელთაც წვიმა გიყვართ ეს ვებსაიტი თქვენთვის არის განკუთვნილი. საიტზე თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ წვიმის ხმა სასურველი დანამატებით.

  • ისწავლეთ სასურველი ენა ინტერნეტის საშუალებით

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    Duolingo არის საიტი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სასურველი ენის შესწავლა. გაკვეთილები არის ძალიან მარტივი და ნებისმიერ მონდომებულ ადამიანს შეუძლია, სრულიად უფასოდ ისწავლოს სასურველი ენა. ვებ-საიტზე რეგისტრაცია მარტივია და არ მოითხოვს არავითარ დანამატებს.

  • დოკუმენტური ფილმების შეუზღუდავი კოლექცია

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    Documentary Heaven ანუ დოკუმენტური სამოთხე. ვებ-საიტი, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი სახის დოკუმენტური ფილმი, სრულიად უფასოდ მოიძიოთ.

  • ვებ-საიტი, რომელზეც მოგისმენენ.

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    7 Cups of Tea ეს არის ვებსაიტი, სადაც შეგიძლიათ სრულიად ანონიმურად გული გადაუშალოთ უცნობ ადამიანს. უცნობი ადამიანი შეეცდება დაგეხმაროთ და გირჩიოთ ისეთი რამ, რაც ამა თუ იმ სიტუაციიდან გამოგიყვანთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს საკუთარი რჩევებით. ეს ვებ-საიტი ორივე მოქმედების საშუალებას გაძლევთ. რეგისტრაციის დროს თქვენ უთითებთ გესაჭიროებათ დახმარება, თუ ეხმარებით. ნიშნავთ კატეგორიას, რომელშიც კომპეტენტური ხართ და შემდგომ ავტომატურად გაკავშირებთ ადამიანებთან

  • თუ ეს, შემდეგ ეს.

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    ასე ითარგმნება იმ ვებ-საიტის დასახელება, რომელზეც შეგიძლიათ თქვენი ყოველდღიური გრაფიკი დააგეგმაროთ. საიტს აქვს უამრავი ფუნქცია, რისი საშუალებითაც ცხოვრებას გაიმარტივებთ.


  • საინფორმაციო ვებ-საიტი

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    Craigslist, არის ვებ-საიტი, სადაც შეგიძილიათ სასურველი ლოკაციის ინფორმაცია მოიძიოთ. კერძოდ კი ნახოთ, თუ რა იყიდება ამა თუ იმ ქალაქში, რა არის ლეგალური, ნახოთ პოლიტიკური პარტიები, საპარკინგო სივრცე და ა.შ. მოკლედ ეს არის ვებ-საიტი, სადაც სასურველი ქალაქის შესახებ ყველაფერს ნახავთ !

  • ძველი კომპიუტერის თამაშები

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    ტკბილად მახსენდება ჩემი ბავშვობა, როდესაც "Dendi-ს" ფირმის კომპიუტერებზე ვთამაშობდით სხვადასხვა თამაშებს. იმ ოჯახში, სადაც ასეთი კომპიუტერი იდგა, ყველა ბავშვი იქ იკრიბებოდა და რიგ-რიგობით თამაშობდა. ბავშვობაში დაბრუნების საშუალებას, ეს ვებ-საიტი გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ მონახოთ ყველა ის თამაში, რომელიც ბავშვობას ტკბილად გახსენებთ.

  • მსოფლიოში არსებული, ყველა შრიფტი.

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    უბრალოდ დაკლიკეთ ამ ნაწერზე და მოინახულეთ ვებ-საიტი, სადაც მსოფლიოში არსებული ყველა შრიფტია.

  • ფოტოების დამუშავება

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    თუ ფოტოების გადაღება გიყვართ, მაგრამ არ იცით გრაფიკული პროგრამები როგორ გამოიყენოთ, მაშინ ეს ვებ-საიტი თქვენთვის არის განკუთვნილი. აქ თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაამუშავოთ ფოტო ისე, რომ მას პროფესიონალური ხარისხი არ დაეკარგოს.

  • დაეხმარეთ მსოფლიოს არსებობაში

    12 აბსოლიტურად უფასო ფუნქცია ინტერნეტში, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ !

    სტატიაში მოყვანილი ვებ-საიტებიდან ყველაზე განსხვავებული თემატიკის საიტი, რომლითაც შეგიძლიათ კეთილი საქმე აკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ კარგად იცით ქიმია და ბიოლოგია, ამასთანავე გესმით ინგლისური, მაშინ თქვენ, თქვენი ცოდნით შეგიძლიათ მსოფლიოს არსებობაში დაეხმაროთ.

  • მკითხველთა შთაბეჭდილებები

    მოიწონეთ ჩვენი გვერდი: