უგემრიელესი ბანანის პური! სწრაფად ვზელ ცომს და რამოდენიმე წამში სუფრაზე მისატანად მზადაა... » OXO TV

უგემრიელესი ბანანის პური! სწრაფად ვზელ ცომს და რამოდენიმე წამში სუფრაზე მისატანად მზადაა...


მე მიყვარს ბანანის პურის მომზადება ამ რეცეპტით, რადგან არის ძალიან მარტივი და დახვეწილი. ბანანის პური რჩება რბილად, რამდენი ხანიც არ უნდა გააჩეროთ სახლში.

მაშ ასე ! დავიწყოთ ბანანის პურის მომზადება. დასაწყისში გეტყვით, რომ რეცეპტს თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე ნუში, გამხმარი გარგარი ან ქლიავი.

ინგრედიენტები :

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 0,5 ჩ.კ მარილი
  • 50 გრ. გამდნარი კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 3 ბანანი (აუცილებელია ყვითელი და არა ნაწილობრივ ჩაშავებული)
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • კაკალი, ნუში, თხილი ან გამხმარი გარგარი გემოვნებით
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • დარიჩინი


მომზადება :

1. აურიეთ ფქვილი, სოდა და მარილი ერთად.

2. მოათავსეთ გამდნარი კარაქი თასში და დააყარეთ ნახევარი ჭიქა შაქარი. აურიეთ კარგად.

3. ნარევს დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და 1 ჭიქა გახეხილი ბანანი. აურიეთ იქამდე, სანამ ინგრედიენტები კარგად არ შეერევა.

4. ნარევს დაუმატეთ ნახევარი არეული ფქვილი. დაამატეთ ნახევარი ჭიქის, ნახევარი წყალი და აურიეთ კარგად.

5. ნარევს კიდევ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და წყალი და კარგად აურიეთ.

6. ერთგვაროვანი ნარევის მიღების შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ თხილი, ნუში, შოკოლადი ან სხვა რამ. ასევე აუცილებელია დაუმატოთ დაფქული დარიჩინი. აურიეთ კარგად.

7. ნარევი გადაიტანეთ ცეცხლგამძლე კონტეინერში.

8. მოათავსეთ ღუმელში 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.

შესაძლებელია ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდეს ბანანის პურის გამოსაცხობად. მისი შემოწმება კი უბრალო კბილის ჩხირით შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ კბილის ჩხირს ბანანის ცომის კვალი დაეტყო, ესეიგი კიდევ რამოდენიმე წუთით უნდა მოათავსოთ ღუმელში კონტეინერი. იმ შემთხევავაში, თუ სუფთა არმოჩნდა მაშინ აღარაფერი არ არის საჭირო.

გემრიელად მიირთვით !

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: