წარმოუდგენელი გულუხვობა: საუდის არაბეთის ახალი მეფის ბრძანებამ მსოფლიო შოკში ჩააგდო


ბრძანება, რომელმაც მსოფლიო გააოცა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის ახალმა მეფემ მას შემდეგ, რაც პოსტზე მოვიდა საზოგადოებას ფული აჩუქა. ახალმა მეფემ ბრძანება გასცა, რომ 30 მილიარდი ამერიკული დოლარი საუდის არაბეთის ყველა მაცხოვრებელს დაურიგდეს.

მეფის გულუხვობა არა მხოლოდ ფულის ჩუქებაში, არამედ სხვადასხვა ბრძანებებშიც გამოიხატა. მან 500, 000-ზე მეტ მცხოვრებელს ფულადი ჯარიმა მოუხსნა. ციხიდან გაათავისუფლა და საკუთარ ქვეყანაში დაადეპორტა სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც სასჯელს საუდის არაბეთში იხდიდნენ.

იმავე ბრძანებაში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთის ახალი მმართველი 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს სხვადასხვა მშენებლობებისთვის გამოყოფს. სალმან ბინ ადბულ-აზიზ ალ საუდიმ გამოყო თანხა ქვეყანაში არსებული ყველა ბიბლიოთეკისთვის, სპორტული კლუბებისთვის და ჯილდო წარმატებული თანამშრომლებისთვის.

იმისთვის, რომ ახალი მეფე ხალხმა შეიყვაროს მან 2 მილიარდი სოციალურად დაუცველ ადამიანებსაც გამოუყო. საუდის არაბეთის წინა მმართველისგან განსხვავებით, ახალი მმართველი შედარებით კომუნიკაბელური და ღიაა. ამას მოწმობს მისი ანგარიშიც სოციალურ ქსელ "ტვიტერში". მისი ამდაგვარი სიუხვე სწორედ ამ სოციალური ქსელის საშუალებით გახდა ცნობილი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები