7 მტკიცებულება იმისა, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა.


OXOTV-ს რედაქცია წარმოგიდგენთ 7 მტკიცებულებას იმისთვის, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა.

  1. ჰოლანდი არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც "მაწანწალა" ძაღლები არ არსებობს

    7 მტკიცებულება იმისა, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა.

    ცოტახნისწინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰოლანდიაში მიტოვებული ძაღლები და კატები არ არსებობენ. ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ისინი ადამიანებს არანაირი ზიანს აღარ აყენებენ. ძაღლის მიტოვებისთვის მათ შემოიღეს სერიოზული ჯარიმები, რომელიც ადამიანს შინაური ცხოველის გაგდებას აღარ გააფიქრებინებს.

  2. ჰოლანდია ის ქვეყანაა, სადაც პირველად შემოიღეს ველოსიპედის ბილიკები და მზის პანელები

    7 მტკიცებულება იმისა, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა.

    პროექტი SolaRoad ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად გაჩნდა. მათ შეძლეს, რომ კერძო სექტორებსა და უნივერსიტეტებში დაედგათ მზის პანელები. თავდაპირველად მზის პანელების სიგრძე 100 მეტრს არ აღემატებოდა, მაგრამ პროეტქის გამართლების შემდეგ ჰოლანდიაში მზის პანელები მაშტაბურად განათავსეს.

  3. ელექტრო ავტომობილის "დასამუხტი სადგური" ყოველ 50 მეტრშია.

    7 მტკიცებულება იმისა, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა.

    იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრო ავტომობილზე გადასვლისთვის აუცილებელია, მას კომფორტი შეექმნას. სწორედ ამ კომფორტის შექმნის შემდეგ ჰოლანდიაში საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე საზოგადოებამ უარი განაცხადა. ქვეყანაში რეფორმის გატარების დროს სახელმწიფომ გრძელვადიანი ავტო კრედიტები გასცა.

  4. ჰოლანდიაში არსებობს ქალაქი, სადაც ავტომობილით არავინ სარგებლობს.

    7 მტკიცებულება იმისა, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა.

    ნიდერლანდების ქალაქ ჰოუტენ აღიარებულ იქნა, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქალაქი მსოფლიოში. 1980 წლის დასაწყისში ქალაქში სულ 4000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქალაქში ავტომობილების ნაცვლად გამოეყენებინათ ველოსიპედები. ეს ერთგვარი ტრადიცია, უკვე 36 წელია არ დარღვეულა.

  5. ხელისუფლება თანდათან კრძალავს საწვავის გამოყენებას.

    7 მტკიცებულება იმისა, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა.

    როგორც უკვე ავღნიშნეთ ნიდერლანდებში საზოგადოებამ უარი თქვა საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოყენებაზე, მაგრამ ქვეყანაში ათასობით ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ჯერ ელექტრო ავტომობილზე გადასვლის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მთავრობა ასეთ ადამიანებს 2025 წლამდე აძლევს ვადას. 2025 წელს კი ქვეყანა მთლიანად გადავა ელექტრო ავტომობილებზე.

  6. დამნაშავეების არ არსებობის გამო დაიხურა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტები.

    7 მტკიცებულება იმისა, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა.

    ჰოლანდია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა განეხორციელებინა საფუძვლიანი სამუშაოები, რის შედეგადაც ქვეყანაში კრიმინოგენულ შემთხვევებს გახსნიდა და დამნაშავეებსაც სათანადოდ დასჯიდა. მუშაობამ შედეგი გამოიღო და 2009 წლისთვის დამნაშავეების არ არსებობის გამო დაიხურა 19 სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი. ქვეყანაში 100, 000 ადამიანზე, 163 სისხლის სამართლის საქმე მოდის, რაც შესანიშნავი შედეგია !

  7. ქვეყანაში ეკო-ხიდებია

    7 მტკიცებულება იმისა, რომ ჰოლანდია მომავლის ქვეყანაა.

    ჰოლანდიის ერთ-ერთ პრიორიტეტად შეგვიძლია ჩავთვალოთ ცხოველებზე ზრუნვა, რომელშიც სახელმწიფო საკმაო თანხას ხარჯავს. გარემოს დაცვის სამინისტრომ სპეციალურად ცხოველებისთვის შექმნა რამდენიმე ეკო-ხიდი, რომლითაც ცხოველები სარგებლობენ. ყველაფერი ეს კი გაკეთდა იმიტომ, რომ მდინარეების გადალახვის დროს ცხოველები არ დაზიანებულიყვნენ.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: