როგორ მოვამზადოთ შამპუნი სახლის პირობებში?

Загрузка...

როგორ მოვამზადოთ შამპუნი სახლის პირობებში?
სახლში გაკეთებული შამპუნი კარგია იმდენად,რამდენადაც ზუსტად იცით,რომ ის ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება და უხდება თქვენი ტიპის თმას. სახლის პირობებში შამპუნის მომზადება საკმაოდ ადვილია!

ინგრედიენტები:
  1. 1 ბანანი
  2. 1 კვერცხის გული
  3. 1 ლიმონი
  4. თითო-თითო ამპულა ვიტამინი B6 და B12 (იკითხეთ აფთიაქებში)


მომზადების წესი:
გაასუფთავეთ ბანანი და მოათავსეთ ბლენდერში. დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი,1 კვერცხის გული და ვიტამინები. ურიეთ მანამ,სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. მიღებული მასა შეგიძლიათ გამოიყენოთ,როგორც ნიღაბი. წაისვით მშრალ თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ. ან დაიდეთ სველ თმაზე, თითის გულებით დაიზილეთ და ჩამოიბანეთ.
შენიშვნა: შამპუნი ინახება 2-3 დღე მაცივარში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები