როგორ შევარჩიოთ სათვალეები სახის ფორმის მიხედვით?


როგორ შევარჩიოთ სათვალეები სახის ფორმის მიხედვით?
მზისგანდამცავი სათვალეები კვადრატული ფორმის სახისთვის
როგორ შევარჩიოთ სათვალეები სახის ფორმის მიხედვით?
თუ შენი სახის ფორმას კვადრატს ამსგავსებ, არჩევანი უნდა გააკეთო მოდურ "ავიატორებზე." ეს მოდელები უხდება შენი სახის ფორმას და არბილებს ნიკაპის და ზოგადად სახის უხეშ ნაკვთებს. ამასთან,ეცადე არ ატარო კვადრატული ან მართკუთხა სათვალეები, რადგან ისინი ვიზუალურად აფართოვებს სახეს.

მზისგანდამცავი სათვალეები მრგვალი სახისთვის
როგორ შევარჩიოთ სათვალეები სახის ფორმის მიხედვით?
მრგვალი სახის შემთხვევაში,უპირატესობა მიანიჭე კვადრატული ფორმის სათვალეებს. ასეთი სათვალის სწორი და მკაცრი ხაზები უფრო მოხდენილს გახდის სახეს და ვიზუალურად გაალამაზებს მცირე ხარვეზებს. არავითარ შემთხვევაში არ აირჩიო დიდი ზომის მრგვალი სათვალეები, რომლებიც ნახევარ სახეს ფარავს. ეს სათვალე აქცენტს სწორედ სიდიდესა და სიმრგვალეზე გააკეთებს.

მზისგანდამცავი სათვალეები სამკუთხა სახისთვის
როგორ შევარჩიოთ სათვალეები სახის ფორმის მიხედვით?
სამკუთხა ან გულის ფორმის სახეს იდეალურად უხდება სათვალეები-პეპელა. ფრთხილად აარჩიეთ დიდი და ფართო სათვალეები.

მზისგანდანდამცავი სათვალეები მართკუთხა ფორმის სახისთვის
როგორ შევარჩიოთ სათვალეები სახის ფორმის მიხედვით?
მართკუთხა სახის მქონე ქალბატონებს დიდი,მრგვალი,კვადრატული სათვალეები მოუხდებათ. ასევე თამამად შეუძლიათ მოირგონ 70-იანი წლების მოდაც.

მზისგანდამცავი სათვალეები ოვალური ფორმის სახისთვის
როგორ შევარჩიოთ სათვალეები სახის ფორმის მიხედვით?
ოვალური ფორმის სახეს,ისევე,როგორც გულის ფორმის სახის ქალბატონებს,მოუხდებათ სათვალეები,რომლის ჩარჩოები არ სცილდება სახის კონტურებს. ასევე,ყურადღება მიაქციეთ,რომ სათვალეების ზედა მხარე არ ცდებოდეს წარბების ზოლს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები