"გლიტერი" მაკიაჟში:7 სანდო გზა,ვულგარულობის წინააღმდეგ

- თვალის ლაინერი ბრჭყვიალებით
იმისათვის,რომ თანდათან შეიტანოთ ბრჭყვიალები მაკიაჟში, ისწავლეთ თხევადი ლაინერით თვალების ჩახატვა,გამოიყენეთ თხევადი ბრჭყვიალები - "გლიტერი." დაიხატეთ ჩვეულებრივად.ისე, როგორც შავი ლაინერით დაიხატავდით - წამწამების კიდის გასწვრივ აიტანეთ ლაინერის კუთხე, ბაზად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ტონის მატის ჩრდილები. - ბრჭყვიალები წარბებქვეშ
უცნაური ტრენდი - "გლიტერი" წარბებქვეშ. ეს გვასწავლეს პოპულარულმა "ბიუთი-ბლოგერებმა",რომლებიც გვთავაზობენ გამოვიყენოთ ბრჭყვიალები პირდაპირ წარბებზე ან მათ ქვეშ. ეს გამოიყურება საოცრად მოდურად. თუმცა ასეთი მაკიაჟი საჭიროებს შესაბამისობას ყველა დეტალში. უკანასკნელ წვრილმანამდე გათვალეთ,ამ დღეს რას ჩაიცმევთ და თმას როგორ გაიკეთებთ. ამასთან სახის სხვა დეტალები ჩრდილქვეშ მოაქციეთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი აქცენტებისგან. ერთადერთი აქცენტი,და ყველაზე ხმამაღალი, იქნება წარბებზე. - ბრჭყვიალები ზედა ქუთუთოზე
მონომაკიაჟი ბრჭყვიალების გამოყენებით! ყველაზე აქტუალური ტენდენცია. შეარჩიეთ ერთი ფერის ფხვიერი ბრჭყვიალები, ზედა ქუთუთოზე წაისვით სპეციალური წებო და დაიყარეთ ისინი. იდეალური და ამავდროულად, ძალიან უბრალო მაკიაჟი მზად არის. - ბრჭყვიალები თვალის შიგაკუთხეში
"სტრობინგ თვალები" - მაკიაჟის ახალი მიმართულება, რომელიც თამამად შეგიძლიათ აითვისოთ. გამოყავით თვალების შიგა კუთხეები ჩრდილებით და მსხვილი "გლიტერის" გამოყენებაც ნუ შეგაშინებთ - პუდრა ბრჭყვიალებით
პუდრა მცირედი ბრჭყვიალებით ან სპეციალური ტანის სპრეი - ერთერთი მარტივი და "თავშეკავებული" ხერხია ამ მოდური ტრენდის მაკიაჟში შესატანად. ეს იქნება საინტერესო აქცენტი თქვენს გარეგნობაში,ამასთან ერთად - არ იქნება ზედმეტი. ასევე შეგიძლიათ ამ ხერხს მიმართოთ, თუ გინდათ დეკოლტე ზონისა და მხრების ხაზგასმა,მითუფრო, თუ რუჯი გამშვენებთ - ბრჭყვიალები ტუჩებზე
"გლიტერი" ტუჩებზე მხოლოდდამხოლოდ საღამოს მაკიაჟს ეხება. ყოველდღიური "მეიკაპისთვის" ის არ გამოდგება. თუმცა თუ დღესასწაულზე მიდიხართ - სწორედ ის გჭირდებათ. გამოიყენეთ ტუჩსაცხი ბრჭყვიალა ნაწილაკებით,მაგრამ თუ გინდათ, რომ საღამოს ყველა დაჩრდილოთ - ტუჩები მშრალი ბრჭყვიალებით გაილამაზეთ. - ტუში ბრჭყვიალებით
ბრჭყვიალები წამწამებზე - ქალური და ორიგინალურია. გამოიყენეთ სპეციალური ტუში ბრჭყვიალებით, თუმცა მანამდე ჩვეულებრივი შავი ტუშით შეიღებეთ წამწამები,მიანიჭეთ მოცულობა და სიგრძე, ციმციმის ეფექტს კი "გლიტერი" დაამატებს ბოლოს.
მკითხველთა შთაბეჭდილებები