როგორ დავზოგოთ კოსმეტიკაზე ისე,რომ არ დაზარალდეს მაკიაჟი?

- მოძებნე ეკონომიური ანალოგები
თანამედროვე ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად გვთავაზობენ ძვირადღირებული კოსმეტიკის ანალოგებს, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან თავიანთ ძვირფასს ალტერნატივებს. ეძებე არა ძვირიან მაღაზიებში,არამედ- მასობრივ მარკეტებში. აუცილებლად შეარჩევ საჭირო კოსმეტიკას,ამასთან ერთად არ დააზარალებ არც შენ კანს და არც ბიუჯეტს.
კიდევ ერთი რამ,რაც შემცირებაში მოყვება - ვარცხნილობის დასაყენებელი საშუაალება. მას თამამად ჩაანაცვლებს არც თუ ისე ძვირფასი თმის ლაკი ან ქაფი. რა თქმა უნდა,თუ ვსაუბრობთ ყოველდღიურ ვარცხნილობაზე და არა ერთეულ შემთხვევებზე,როდესაც თმა პროფესიონალურად უნდა იყოს დავარცხნილი.
თუ არ იყენებთ სპეციალურ სამკურნალო საშუალებებს, მაშინ თამამად შეგიძლია მაგალითად, - ტანის საცხი გამოიყენო ხელისა და ტერფების დასარბილებლად. ასევე შხაპის გელს წარმატებით ჩაანაცვლებს თხევადი საპონი. ზეთი კი - საუკეთესოდ მოგაშორებთ მაკიაჟს და დაატენიანებს კანს, ხოლო თუ მას ხელებზე გამოიყენებთ,კმაყოფილი დარჩებით თუ როგორ არბილებს ნუნებს და კვებავს ფრჩხილის ფირფიტას.
საიმედო დაცვისთვის ხშირად ვიყენებთ ცნობილი ბრენდების დეოდორანტებს . ძირითადად, მოხერხებულობის გამო ვირჩევთ სპრეის,თუმცა ბურთულოვანი დეოდორანტები გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში არ მთავრდება, ვიდრე სპრეი.

თხევადი რუმიანი თავისუფლად შეგიცვლით ტუჩსაცხს,ხოლო ლოყებზე გულდასმით გათხაპნილი ტუჩსაცხი,რუმიანის როლს შეასრულებს.
თუ ტუშის ფლაკონში წვრილ ფუნჯს ჩაყოფთ, თავისუფლად შეძლებთ თვალების ჩახატვას და ვერც კი იპოვით განსხვავებას ჩვეულებრივ ლაინერსა და მის კრეატიულ ალტერნატივას შორის.
არ არის აუცილებელი ჩრდილების მთელი პალიტრის ქონა, თუ არ ხართ ექსპერიმენტების მოყვარული. ჩვეულებრივი,ყოველდღიური მაკიაჟისთვის საკმარისია ეს ორი ფერი - მუქი და ღია. ისინი წარმატებით შეასრულებენ ჩრდილების ფუნქციას. ღია ფერი დაიდეთ წარბებქვეშ და თვალის შიგა კუთხეში,ხოლო მუქი - ქუთუთოს ცენტრსა და თვალის გარე კუთხეში.
მუქი ფერის წარბების ჩრდილი თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალების გამოსაკვეთად და პირიქით - თვალების ჩრდილით ეფექტურად გაიმუქებთ წარბების ზოლს.
1 წვეთი ეთერზეთი თქვენს მკვებავ საცხს გაცილებით ეფექტურს გახდის. ვინაიდან გაზრდის მის კანში შეღწევადობას.
იმისათვის,რომ სალონის სტუმრობა უფრო იშვიათად დაგჭირდეთ, შეიღებეთ თმის ძირები. ასე დაზოგავთ სალონის ფულს და კვლავ ისეთივე თვალისმომჭრელი იქნებით,როგორც სალონიდან გამოსული.
მკითხველთა შთაბეჭდილებები