სხეულის 6 ადგილი, რომელიც სუნამოს სუნს საუკეთესოდ ავრცელებს.

Загрузка...

არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც თუ ჩვენ სასურველ არომატს მივისხურებთ მას გარკვეული ვადის შემდეგ ვეღარ ვრძნობთ. ამის გამო კი ჩვენ გვგონია, რომ სუნამო საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს მისხურებული, რის გამოც გვიწევს უფრო და უფრო მეტი სუნამოს გამოყენება.

მსგავსი თეორიებისგან განსხვავებით, დღეს OXO TV-ს რედაქცია წარმოგიდგენთ სხეულის 6 ადგილს, სადაც სუნამოს მისხურების შემდეგ სასიამოვნო არომატი დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ.

1. თმა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თმა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახავს სუნამოს სუნს. არ არის აუცილებელი თმაზე სუნამოს სუნის შესანარჩუნებლად რამდენჯერმე შეისხუროთ ის. საკმარისია მხოლოდ ერთი შესხურებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში სუნამოს შემადგენლობაში არსებულმა ალკოჰოლმა შესაძლებელია თმა დააზიანოს.

2. ყურის უკანა ნაწილი

ზოგისთვის სხეულის ამ ნაწილში სუნამოს შესხურება ალერგიულ ფონს ქმნის, მაგრამ ვისთვისაც ასე არ არის ეს ვარიანტი ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან ყურის უკანა ნაწილი საშუალებას იძლევა, რომ სუნამო კარგად აორთქლდეს და არომატიც გაავრცელოს.

3. კისრის არე.

შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, სუნამოს ამ ადგილში მისხურება, მაგრამ ექსპერტების თქმით კისერზე სუნამოს მისხურება იძლევა ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს მისი არომატის გავრცელების შემთხვევაში. ამას არაერთი ტესტი მოწმობს. მსგავსი მეთოდი უმჯობესია მამაკაცებმა გამოსცადონ.

4. იდაყვის არე

ექსპერტების თქმით იდაყვის არეც, არომატის ერთ-ერთი საუკეთესო გამვრცელებელია. აუცილებლად გამოსცადეთ ეს მეთოდი !

5. მუხლის უკანა ნაწილში (საკეცში)

საკმაოდ არასასიამოვნო მეთოდი, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება.

6. ჭიპის არე

ეს მეთოდი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ლივ ტაილერმა ამის შესახებ განაცხადა. მისი თქმით ჭიპის არეში სუნამოს მისხურება მოსახერხებელი მეთოდია ზაფხულში.
არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ეს მეთოდი ალერგიულმა ადამიანებმა !

მკითხველთა შთაბეჭდილებები