გვასწავლიან ვარსკვლავები:ისრების დახატვის 5 ვარიანტი თვალის ფორმის მიხედვით


ნუშის ფორმის თვალები
გვასწავლიან ვარსკვლავები:ისრების დახატვის 5 ვარიანტი თვალის ფორმის მიხედვით
თვალის ნებისმიერი მაკიაჟი ემსახურება მიზანს,რომ თვალი ნუშს დაამსგავსოს. თუ ბუნებრივად ასეთი ფორმის გაქვთ,საკმარისი იქნება მხოლოდ ხაზი გაუსვათ ამ ფორმას. ანუ გაიმუქოთ წამწამების ზოლი და ისრის წვერი ოდნავ დააგრძელოთ. სწორედ ასე აკეთებს ანჯელინა ჯოლი.
თქვენი ინსტრუმენტი: ძალიან წვრილთავიანი ლაინერი. შეგიძლიათ ასევე თხევადი საშუალება გამოიყენთ,მაგრამ აუცილებლად შეარჩიეთ წვრილი ფუნჯი.

მრგვალი თვალები
გვასწავლიან ვარსკვლავები:ისრების დახატვის 5 ვარიანტი თვალის ფორმის მიხედვით
ჩაიხატეთ თვალები,ისე,როგორც კეტი პერი იხატავს. იმისთვის,რომ ვიზუალურად თხელი და გრძელი ფორმა გამოჩნდეს,ისარი გრძელი წვერით გამოიყვანეთ. თვალის შიგა კუთხეში საერთოდ არ წაისვათ,თანდათან გაასქელეთ და თვალის გარე კუთხეში გრძელი მასიური ისარი გამოგივათ.მიზანი:თვალის გარე კუთხის ხაზგასმა.
თქვენი ინსტრუმენტი:ფლომასტერი.სწორედ ის დაგეხმარებათ გრაფიკული და საკმაოდ მსხვილი ისრების დახატვაში.

თვალები ჩამოშვებული კუთხეებით
გვასწავლიან ვარსკვლავები:ისრების დახატვის 5 ვარიანტი თვალის ფორმის მიხედვით
იმ გოგონებისთვის,რომელთაც თვალის გარე კუთხეები ჩამოშვებული აქვთ,ისევე როგორც სარა მიშელ გელარს, ისრები საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მათი დახმარებით თვალები უფრო აწეული გამოჩნდება. დაიხატეთ ისარი პრობლემური ზონის ოდნავ მაღლა,რომ ისრის წვერი მაქსიმალურად მაღლა იყოს აშვერილი.
თქვენი ინსტრუმენტი: ფანქარი.აირჩიე რბილი ფანქარი რომ ადვილად დაიხატო ისრები.

ახლოს განლაგებული თვალები
გვასწავლიან ვარსკვლავები:ისრების დახატვის 5 ვარიანტი თვალის ფორმის მიხედვით
თუ თქვენ ახლოს განლაგებული თვალები გაქვთ,ისევე როგორც სარა ჯესიკა პარკერს, დაიხატეთ ფართო ისრები. კარგად დაამუშავეთ თვალების გარე კუთხეები. შიგა კუთხეებზე კი ბრწყინვალე ჩრდილები გამოიყენეთ.
თქვენი ინსტრუმენტი:ფანქარი,ან თხევადი ლაინერი.არ აქვს მნიშვნელობა რას გამოიყენებთ,მთავარია ზემოთაღნიშნული ფორმა მიიღოთ.

აზიატური თვალები
გვასწავლიან ვარსკვლავები:ისრების დახატვის 5 ვარიანტი თვალის ფორმის მიხედვით
თუ თქვენ აზიატური ფორმის თვალები გაქვთ, ისრები უნდა დაამსგავსოთ ნახევარ მთვარეს.თვალის შუა ნაწილში საკმაოდ მსხვილი ზოლით,თვალის გარე კუთხემდე გაჭიმოთ წვერი.
თქვენი ინსტრუმენტი: თხევადი ლაინერი. გამოიყენე წვრილი ფუნჯი უკეთესი მანევრირებისთვის.

მკითხველთა შთაბეჭდილებები