მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში » OXO TV

მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში


მაქსიმალური ბუნებრივობა
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
დაივიწყეთ ტონალურები და პუდრა - დიზანიერების დევიზი ამ სეზონზე. წელს მოდაშია ბუნებრივი კანი ყოველგვარი ეფექტებისა და"ფილტრების" გარეშე. ნუ შეგრცხვებათ თუ ჭორფლები გაქვთ სახეზე, ნაიარევები ან ხალი. ისინი მოგანიჭებენ განსაკუთრებულ მომხიბვლელობას. თუ გამონაყარი არ გაძლევთ საშუალებას კოსმეტიკის გარეშე გახვიდეთ გარეთ, ეცადეთ კორექტორის მინიმალური რაოდენობა გამოიყენოთ.

გამოკვეთილი წარბები
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
როგორც იქნა, ხშირი წარბების მქონე მანდილოსნებს აღარ მოუწევთ თავიანთი ბუნებივი "ღირსების" დამალვა. ხშირი წარბები მოდაშია. არ ამოიღოთ და დაიკორექტიროთ წარბები. მათ კი,ვისაც წვრილი წარბები აქვთ,ვურჩევთ წარბების ფანქრის გამოყენებას.

აქცენტი ტუჩებზე
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
შეგიძლიათ არ შეიღებოთ თვალები,ოდნავ მოიწესრიგოთ წარბები, ხოლო ტუჩებისთვის შეარჩიოთ რაიმე ღრმა ფერის ტუჩსაცხი. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის აქცენტი გააკეთეთ შოკოლადის ტონალობებზე.

უჩვეულო "ისრები"
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
რაც შეეხება თვალის მაკიაჟს. აქ თამამად შეგიძლიათ სცადოთ ყოველივე საინტერესო. დღესდღეობით მოდაშია უჩვეულო "ისრები."

გოთური სტილი
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
თეთრი კანი, ლამაზი მუქი თვალები და თამამი ფერის ტუჩსაცხი - გოთური მაკიაჟის ელემენტები. ასეთი ვარიანტი კვლავ მოდაშია,რამაც გაახარა ექსტრავაგანტული და ყოველივე უჩეულოს მოყვარული ქალბატონები.

"სმოქი-აის"
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
"სმოქი-აის" ცოტა ხნით აითვალწუნა მაკიაჟის მოდამ,თუმცა ამ სეზონზე ის კვლავ ტენდენციურია. სხვაგვარად როგორ,თუ ის ასე ეფექტურად უსმევს ხაზს თვალის ჭრილს და მზერას იდუმალს ხდის.

ბზინვარება და ბრჭყვიალები
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
სტილისტებმა გადაწყვიტეს "ჰაილაითერების" შეცვლა ოქროსფერი და ვერცხლისფერი ბრჭყვიალებით. რა თქმა უნდა ასეთი მაკიაჟი უადგილოა ყოველდღიურობაში,მაგრამ კორპორატიული ან სხვა სახის ღონისძიებისთვის თამამად გამოიყენეთ.

"გათხაპნილი მაკიაჟი"
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
სეზონის ყველაზე უჩვეულო ტრენდი - გათხაპნილი მაკიაჟი. თითქოს მანდილოსანი ახლახანს დაბრუნდა დღესასწაულიდან ან ძილისწინ არ მოიშორა კოსმეტიკა. თითქოს უდარდელი, მოუვლელი მაგრამ მაინც მაგარი. სწორედ ასეთი მაკიაჟით ხედავს რამდენიმე დიზაინერი თანამედროვე მოდურ ქალბატონს.

ცივი ტუჩები
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
არასტანდარტული გადაწყვეტილება შემოდგომის სეზონისთვის,მაგრამ 2016 წლის შემოდგომაზე მას არსებობის უფლება აქვს. ყურადღება მიაქციეთ ისეთ არასტანდარტულ ფერებს,როგორიცაა ყვითელი,შავი და მელნისფერი.

თოჯინასავით წამწამები
მოდური მაკიაჟი. ამ სეზონის 10 ყველაზე ტრენდული ელემენტი მაკიჟში
ქალის გულუბრყვილო მზერა მამაკაცს ყოველთვის იზიდავს და რა არის საჭირო ამ ეფექტის მისაღებად? - დრამატული ეფექტის მიმნიჭებელი ტუში ან ხელოვნური წამწამები. დრეს ეს ტენდენცია კვლავ მოდაშია.

მკითხველთა შთაბეჭდილებები


მოიწონეთ ჩვენი გვერდი: