მაკიაჟი ქერა მანდილოსნებისთვის. ვიზაჟისტების 4 რჩევა


მაკიაჟი ქერა მანდილოსნებისთვის ნაცრისფერი თვალებით
მაკიაჟი ქერა მანდილოსნებისთვის. ვიზაჟისტების 4 რჩევა

ძალიან ბევრ ქერა მანდილოსანს აქვს სწორედ ამ ფერი თვალები. ამ ქალბატონებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ ზომიერების შეგრძნება,რადგან ნაცრისფერი თვალები და ქერა თმა მეტად მგრძნობიარე და ნაზ იმიჯს ქმნის. კოსმეტიკის დიდი რაოდენობა ვულგარულს და უინტერესოს გაგხდით,დაჩრდილავს თქვენს ბუნებრივ სილამაზეს და გაგიუხეშებთ სახის ნაკვთებს. თქვენი იდეალური მაკიაჟი დაფუძნებული უნდა იყოს ქალურობასა და ბუნებრივობაზე.

სახის ტონი
მაკიაჟი ქერა მანდილოსნებისთვის. ვიზაჟისტების 4 რჩევა

ტონალურისა და პუდრის არჩევის დროს შეარჩიეთ მაქსიმალურად ბუნებრივი ტონალობები,ის,რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენი კანის ფერთან. გახსოვდეთ თმის ფერი ისედაც გძენთ საჭირო ნათელ ფერებს,ნუ ეცდებით მისგან ფაიფურის ნიღბის გაკეთებას. მუქი ფერების მეტისმეტი სიყვარულიც არ არის მიზანშეწონილი. ძლიერი "რუჯის" ეფექტი კანს სტაფილოსფრად გამოაჩენს,რაც არ არის სასურველი,თუ ხართ ცივი გარეგნობის ტიპის მანდილოსანი.

თვალების ხაზგასასმელად
მაკიაჟი ქერა მანდილოსნებისთვის. ვიზაჟისტების 4 რჩევა

თვალების სიღრმის და სილამაზის მაქსიმალურად წარმოსაჩენად აარჩიეთ ცისფერი,ნაცრისფერი,მწვანე,ნაცრისფერ-ყავისფერი,ვარდისფერი ან იასამნისფერი ჩრდილები. გახსოვდეთ,თქვენ თვალებს ხშირად "ქამელეონსაც" უწოდებენ. ისინი ითვისებენ გარემოს ფერებს და თავიანთ ძირითად ტონს ჩრდილების,ტანსაცმლის და განათების მიხედვით იცვლიან.

ტუჩსაცხი
მაკიაჟი ქერა მანდილოსნებისთვის. ვიზაჟისტების 4 რჩევა

თქვენთვის იდეალური ტუჩსაცხი იქნება ვარდისფერის ნებისმიერი ტონი. აქტიურად გამოიყენეთ სხვადასხვაგვარი "ბლესკები" და ტუჩის ბზინვარე ბალზამები.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: