9 ნიშანი იმისა,რომ არასწორად შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი » OXO TV

9 ნიშანი იმისა,რომ არასწორად შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი


ერთი შეხედვით,შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ ბიუსტჰალტერის შერჩევა არ არის არანაირ სირთულესთან დაკავშირებული.მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. მნიშვნელოვანია - გვესმოდეს,რომ ქალის სხეულის ისეთი ნაწილი,როგორიცაა მკერდი , უნდა იყოს ჯანმრთელი და ის საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. მისი მდგომარეობა კი - დიდწილად დამოკიდებულია სწორად შერჩეულ ბიუსტჰალტერზე.

წარმოგიდგენთ იმ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს,რომლებსაც უშვებენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ბიუსტჰალტერის შერჩევის დროს. მნიშვნელოვანია,რომ გაეცნოთ ამ შეცდომებს და ისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება. სწორედ კარგი ბიუსტჰალტერი დაგეხმარებათ ლამაზი და ჯანმრთელი კერდის შენარჩუნებაში.

  1. მკერდი არ ეტევა ბიუსტჰალტერში
    თუ ასეთი რამ ხდება, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ლიფი არასწორი ზომისაა,რომ ეს არის პატარა ზომა და თქვენ გჭირდებათ უფრო დიდი ზომა. ბიუსტჰალტერი მაშინაა სწორი ზომის,როცა მკერდი მოხერხებულად თავსდება მასში.

  2. მკერდსა და ბიუსტჰალტერს შორის სიცარიელეა
    თუ თქვენ შენიშნეთ, რომ ბიუსტჰალტერში არის თავისუფალი სივრცე, აუცილებელია, რომ გადახედოთ ზომას და შეცვალოთ იგი. ზოგჯერ ქალები ყიდულობენ დიდი ზომის ბიუსტჰალტერს,რადგან ფიქრობენ,რომ ასე ვიზუალურად უფრო დიდი მკერდი უჩანთ. არსებული ცარიელი სივრცის გამო შეიძლება იგრძნოთ ძლიერი დისკომფორტი.

  3. ბიუსტჰალტერის ზონრებისგან დაჭიმული კანი
    ხშირად, ბიუსტჰალტერის მოხსნის შემდეგ კანზე ჩნდება წითელი ფერის ნაწოლები,იმ ადგილას,სადაც ზონრები ეხებოდა კანს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ან ბიუსტჰალტერია პატარა ზომის, ან ზონრები გაქვთ მეტისმეტად მჭიდროდ მოჭერილი. სტანდარტების მიხედვით,ზონარი მხოლოდ იმდენად უნდა იყოს დაჭიმული,რომ მას და სხეულს შორის თავისუფლად შეიძლებოდეს თითის დატევა. თუ ზონრის დარეგულირების შემდეგაც ის მეტისმეტად გიჭერთ,უნდა შეიძინოთ დიდი ზომის ბიუსტჰალტერი. დიდი ზომის მკერდის მქონე ქალბატონებმა უნდა შეარჩიონ განიერი ზონრები.

  4. ბიუსტჰალტერის ქსოვილი მოძრაობს.
    თუ ბიუსტჰალტერის ქსოვილი მოუხერხებლად მოძრაობს, ეს იმის ნიშანია,რომ ბიუსტჰალტერი არ არის თქვენი შესაფერისი ზომის.

  5. შესაკრავის მდებარეობა
    იმის მიხედვით თუ სად მდებარეობს ბიუსტჰალტერის შესაკრავი ზურგზე, შესაძლებელია იმის განსაზღვრა სწორად გაქვთ შერჩეული ზომა თუ არა. თუ შესაკრავის ზონარი სისტემატიურად იწევა მაღლა,ეს იმის ნიშანია,რომ ბიუსტჰალტერი პატარა ზომისაა,ხოლო თუ მეტისმეტად დაბლაა - ე.ი. დიდი ზომის. იდეალურ შემთხვევაში შესაკრავი უნდა იყოს განლაგებული მკერდის სიმაღლეზე. ასეთ შემთხვევაში მკერდიც ლამაზად "დგას" და თქვენც კომფორტულად იგრძნობთ თავს.

  6. მკერდი სრულიად ვერ მოძრაობს
    ალბათ არ არსებობს ისეთი ქალი,რომელსაც არ უნდა,რომ მისი მკერდი მუდმივად ფორმაში იყოს. მაგრამ მეტისმეტი ინტენსივობით დაფიქსირებული მკერდი ვნებს მათ.ბიუსტჰალტერი უნდა იყოს ისეთი ზომის,რომ თვითონ მკერდს შეეძლოს თავისუფლად სუნთქვა,რომ არ იყოს მეტისმეტად მჭიდროდ "გამოჭერილი".

  7. ბიუსტჰალტერის ზონრები ვერ ჩერდება მხრებზე
    ალბათ ყველა ქალს აქვს ისეთი ბიუტჰალტერი,რომლის ზონრებიც სისტემატიურად ვარდება დაბლა. ჩნდება კითხვა,თუ რატომ ხდება ეს. პასუხი მარტივია. ეს არ არის თქვენი შესაბამისი ზომა, ან ზონარი არ გაქვტ შესაბამისად დარეგულირებული.

  8. ბიუსტჰალტერში არსებული რკინის ელემენტებით მკერდზე ზეწოლა
    ბიუსტჰალტერში არსებული რკინა ძალიან მნიშვნელოვანია. ის უზრუნველყოფს მკერდის ლამაზ დგომას. არასწორად არჩეული ბიუსტჰალტერის შემთხვევაში მან შეიძლება დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ და არამარტო. გარდა დისკომფორტისა, დიდია ალბათობა,რომ კანი გაგიკაწროთ და მიიღოთ ჭრილობებიც. სწორად შერჩეული ბიუსტჰალტერის შემთხევევაში რკინა მჭიდროდ ეკვრის კანს,მაგრამ არა მეტისმეტად.

  9. დისკომფორტის საერთო გრძნობა
    ხანდახან, შეიზლება იფიქროთ,რომ ბიუსტჰალტერი სწორად შეარჩიეთ. არსად არ გიჭერთ და მკერდიც საჭირო ადგილზეა. მაგრამ მთელი დღის ტარების დროს არ გცილდებათ დიკომფორტი და მუდმივად ცდილობთ გაისწოროთ. ეს იმის ნიშანია,რომ ზომა არასწორად გაქვთ შერჩეული - ან დიდია ან პატარა. დაიმახსოვრეთ,სწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი არ გაგიჩენთ დისკომფორტის შეგრძნებას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: