8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

Загрузка...

ყველა ქალს სურს,რომ მიმზიდველად გამოიყურებოდეს და ეს არ არის საიდუმლო. 20 წლის ასაკშიც კი, კიდევ ერთი დღესასწაული ან ხმაურიანი ღონისძიება შეიძლება ჩაშავებული თვალებით და უსიცოცხლო კანის ფერით მოგიბრუნდეთ.

წარმოგიდგენთ 8 ყველაზე ხშირ შეცდომას,რომელსაც უშვებენ ქალები ანტიასაკობრივ მაკიაჟში და ვიზაჟისტების საჭირო რჩევებს.

8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

  1. არასაკმარისად არის დატენიანებული

    8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

    მანამ სანამ დაგეწყებათ პანიკა პირველი ნაოჭების გამო ,გაიხსენეთ,რომ მათი გაჩენა სახის არასაკმარისი დატენიანების ბრალია. "პირველი ნაოჭების გასწორებაში დაგეხმარებათ კარგი დამატენიანებელი საშუალება. მხოლოდ მისი წასმის შემდეგ დაიტანეთ სახეზე ტონალური საცხი," - ამბობს Bobbi Brown-ის უფროსი ვიზაჟისტი ჰანა მარტინი.

  2. ბაზისი საცხის უგულებელყოფა

    8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

    ბევრი ფიქრობს,რომ ეს არ არის საჭირო და კოსმეტიკის ზედმეტი ფენაა, მაგრამ ეს ასე არ არის : მაგალითად სილიკონის პრაიმერი საუკეთესოა სახის კანის სტრუქტურის გასწორებისთვის. ლიზა პოტერ-დიკსონი, Benefit Cosmetic - ის უფროსი ვიზაჟისტი, გვირჩევს მის დატანას ტონალური საცხის წასმამდე. მატთვის კი,ვისაც ბზინვარე სახე მოსწონს, არის ასევე პრაიმერები შუქისამრეკლავი ნაწილაკებით.

  3. ასაკობრივი პიგმენტაცია

    8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

    ნაოჭების გარდა ასაკთან ერთად თავს იჩენენ პიგმენტური ლაქებიც." ასაკობრივი ლაქა,როგორც წესი, უფრო მუქია,ამიტომ ტონალური საცხის წასმამდე,სახეზე დაიტანეთ ყვითელი ტონალობის კორექტორი, - გვირჩევს პოტერ-დიქსონი. - ეს სახის კანს ერთგვაროვან რელიეფს მიანიჭებს. კორექტორზე კი ფუნჯით დაიტანეთ კონსილერი."

  4. პუდრის გადამეტება

    8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

    პუდრის ტექსტურა გამოკვეთს ნაოჭებს და სახეს ვიზუალურად ბრტყელს აჩენს. მძიმე ტონალური ბაზისის ნაცვლად გამოიყენეთ მსუბუქი საშუალება,სახის მომვლელი კომპონენტების შემცველობით. პოტერ-დიქსონი გვირჩევს,რომ ტონალურ საცხს შევურიოთ ცოტა თხევადი "ჰაილაითერი",რაც თქვენს სახის კანს მსუბუქ ბზინვარებას მიანიჭებს.

  5. მაკიაჟი მხოლოდ ფუნჯების დახმარებით

    8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

    "ნუ შეგაშინებთ საკუთარი თითების გამოყენება,როცა საქმე ეხება ტონალურ საცხს და კონსილერს. თქვენი სხეულის ტემპერატურა შეათბობს საცხს,რაც დაგეხმარებათ,რომ უკეთ გადაანაწილოთ ის სახეზე." - განმარტავს სარა ჯეინ-ფრუმი, Bare Minerals - ის საერთაშორისო ვიზაჟისტი.

  6. კონტურინგის არარსებობა

    8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

    დაივიწყეთ კონტურინგის ფოტოები ინსტაგრამიდან! ჩვენ გირჩევთ მსუბუქ კონტურინგს. "გამოიყენეთ თხევადი "ბრონზერი" ან ტონალური საცხი ერთი ტონით უფრო მუქი,ვიდრე თქვენი ბუნებრივი სახის კანის ფერია და დაიტანეთ ყვრიმალქვეშა ძვალზე - კონტური გამოვა რბილი," - აღნიშნავს დენიელ რობერტსი Urban Decay - ს ვიზაჟისტი.

  7. მინიშნება ლოყებზე

    8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

    ცოტა რუმიანა ლოყებზე და იმიჯი მაშინვე უფრო ახალგაზრდა გაგიხდებათ. ატმისფერი ტონი გარანტირებული წარმატებაა : მას აქვს მსუბუქი ფერი და არ მიიქცევს მეტისმეტ ყურადღებას.

  8. მეტისმეტი მაკიაჟი

    8 ბიუთი-შეცდომა,რომელიც დაგაბერებთ

    რაც ნაკლები - მით უკეთესი. განსაკუთრებით ეს ეხება თვალების მაკიაჟს. მუქი ფერის ჩრდილებმა შეიძლება ხაზი გაუსვან ნაოჭებს თვალების გარშემო. სჯობს,რომ გამოკვეთოთ წარბები და თვალები ოდნავ გაიფორმოთ "ისრებით". ბოლოს კი - უფერული ბალზამი ან უფერული ტუჩსაცხი ტუჩებზე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები