როგორ შევარჩიოთ თბილი ჩექმა ზამთრისთვის?


როგორ შევარჩიოთ თბილი ჩექმა ზამთრისთვის?

ზამთარი - წელიწადის დრო,როდესაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი სილამაზესა და სიცივისგან დაცვას შორის. განსაკუთრებით,ეს საკითხი აქტუალურია ზამთრის ფეხსაცმელთან მიმართებით. თუ მათი არჩევის დროს თქვენ ხელმძღვანელობთ მხოლოდ გარეგნული მხარით,მაშინ არსებობს დიდი რისკი,რომ სიცივეში გაყინული ფეხებით ივლით და გაციება თქვენი მუდმივი თანმდევი იქნება.

დღესდღეობით ბაზარზე კოლოსალური რაოდენობის მაღალხარისხიანი ჩექმებია წარმოდგენილი,რომელიც გამოირჩევა არამარტო სილამაზით,არამედ - პრაქტიკულობითაც.

აი,რა უნდა გაითვალისწინოთ,როცა ზამთრის ფეხსაცმელს არჩევთ!

ასეთი ფეხსაცმლის მთავარი ფუნქცია - სითბოს შენარჩუნებაა.მნიშვნელოვანია,რომ ჩექმები შიგნიდან სწორად და ხარისხიანად იყოს შეკერილი. სითბოს ყველაზე სანდო დამცველად ბუნებრივი ბეწვი მიიჩნევა.რადგან ის არამარტო ათბობს,არამედ ჰაერის მოძრაობასაც არ უშლის ხელს.

სინტეტიკური ბეწვი არ არის კარგი არჩევანი,რადგან მას უჭირს სითბოს შენარჩუნება და არც ჰაერის ცირკულირებას უწყობს ხელს.

და რა თქმა უნდა, ზამთრის ჩექმები უნდა იყოს წყალგამძლე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: