12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს » OXO TV

12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს


დღეს გაგაცნობთ იმ მოდურ ტენდენციებს,რომლებიც 2016 წელში დარჩება და ასევე იმ ტრენდებს,რომლებიც მათ ნაცვლად დაიკავებენ 2017 წლის მოდის სიმაღლეს.

  1. ბუნებრივი წარბები შეღებილის ნაცვლად

    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    იდეალურად გამოყვანილი და გამუქებული წარბების ნაცვლად 2017 წელს მოდაში იქნება ბუნებრივი,ოდნავ მოუწესრიგებელი წარბები. სიხშირე კვლავ აქტუალურია და ერთადერთი კოსმეტიკური საშუალება,რომლის ყიდვაც მანდილოსნებს მოუწევთ - წარბების გელია.

  2. ბზინვარება მატის ნაცვლად
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს

    მატის ტუჩსაცხი აღარ არის მოდური. დიზაინერები შეთანხმდნენ,რომ ასეთი ტუჩსაცხი აბერებს მანდილოსანს და არაბუნებრივად გამოიყურება. მათ ნაცვლად 2017 წლის მოდა ბზინვარე ტუჩებს გვირჩევს.

  3. ფერადი ჩრდილები ნეიტრალურის ნაცვლად
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    თვალის ყავისფერი,ჩალისფერი და ატმისფერი ჩრდილები 2017 წელს არ იქნება აქტუალური.მოდა ულტრაფერად ჩრდილებს გვთავაზობს ,მათ კი ვისაც ეს მეტისმეტ სითამამედ ეჩვენება,სჯობს სულაც თავი შეიკავონ თვალის მაკიაჟისგან.

  4. ახალი კულულები
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    მჭიდრო და ბზინვარე კულილების ნაცვლად 2017 წელს მოდაში იქნება წვრილი კულულები. ასეთი ვარცხნილობის გაკეთება შეგიძლიათ წვრილი ბიგუდების დახმარებით.

  5. არანაირი კონტურინგი
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    მანდილოსნების და დიზაინერების ამდენად საყვარელი "კონტურინგი" კარგავს აქტუალობას და პირველობას ბუნებრივ ტონს უთმობს. ეს მეთოდი გამოიყენეთ მხოლოდ დღესასწაულებსა და ფოტოსესიებზე.ყოველდღიური მაკიაჟი კი უნდა შეადგენდეს ტონალურ საცხს,მსუბუქ პუდრს და ნაზ-ვარდისფერ რუმიანას.

  6. პასტელისფერი ნაცვლად თმის თამამი ფერისა
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    თმის თამამი ფერი,რომელმაც მოახდინა რევოლუცია ვარცხნილობების ინდუსტრიაში,ნელნელა თმობს პოზიციებს. ასეთ ულტრა თამამ ფერებს 2017 წელს ჩაანაცვლებს პასტელის ფერები,რომლებიც მაქსიმალურად უხდება თმის ნატურალურ ფერს. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ალუბლისფერი,რომლის ნებისმიერი ტონალობა აქტუალური იქნება მომავალ.წელს.

  7. თოჯინის წამწამები ბუნებრივის ნაცვლად
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    2017 წლის მოდა მთლიანად უპირისპირდება ხელოვნურობას ყველაფერში,გარდა წამწამებისა.თუ 2016 წელს წამწამებს დიზაინერები მხოლოდ გაკვრით აქცევდნენ ყურადღებას : ოდნავ ამუქებდნენ,ან სულაც ხელუხლებელს ტოვებდნენ, მომავალ წელს მოდის კანონმდებლები გვირჩევენ ხელოვნურ,ხშირ და ფერად წამწამებსაც კი.

  8. მოდური და მოძველებული "კოსა"
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    2016 წელი იყო ნამდვილი სამოთხე მათთვის,ვისაც "კოსა" უყვარს,თუმცა მომავალი წელი ამმხრივ საკმაოდ მკაცრია. 2017 წელს აქტუალური იქნება დაბალი და მოწესრიგებული "კოსა."

  9. დავმალოთ "ჩოლკა"
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    საბედნიეროდ თუ საუბედუროდ "ჩოლკა" არ შედის 2017 წლის მოდურ ტენდენციებში. მათ ნაცვლად,აქტუალურია გადაწეული თმა და მოცულობითი ვარცხნილობა. ასე,რომ მათ ვინც 2016 წელს შეიჭრა ასე თმა,სჯობს ისწავლოს "ჩოლკის" უკან გადავარცხნა.

  10. ქვედა ლაინერი გრაფიკული თვალის ჩახატვის ნაცვლად
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    ექსტრავაგანტული,გრაფიკული ხაზები,რომლებიც 2016 წელს ერთერთი მთავარი ტრენდი იყო,2017 წელს ქვედა ქუთუთოს შეღებვით შეიცვლება. დიზაინერები გვირჩევენ არ შევიზღუდოთ ფერების თვალსაზრისით,თუმცა თვალის ზედა ქუთუთო ხელუხლებელი უნდა დავტოვოთ.

  11. ტალღები გოფრეს ნაცვლად
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    გახსოვთ,ბავშვობაში როგორ იწნიდით თმას ძილის წინ,რომ დილით ტალღოვანი ყოფილიყო. სწორედ ასეთი ვარცხნილობა იქნება მოდური 2017 წელს,"გოფრე"ვარცხნილობის ნაცვლად.

  12. მალინისფერი ღვინისფერის ნაცვლად
    12 ბიუთი-ტრენდი,რომელიც 2017 წელს აღარ იქნება აქტუალური და ტრენდები,რომლებიც მათ ჩაანაცვლებს
    მუქი ღვინისფერი ტონალობის ნაცვლად 2017 წელს მოდური იქნება მალინისფერი ტუჩსაცხი. ასევე არ დაივიწყოთ სხვადასხვაგვარი ბზინვარე და ბრჭყვიალა საშუალებები ტუჩებისთვის.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: