ეს 5 შეცდომა პაემნის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმეოროთ ! » OXO TV

ეს 5 შეცდომა პაემნის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმეოროთ !


დღეს ჩვენი რედაქცია წარმოიდგენთ ფსიქოლოგების რჩევებს, რომლებიც გვირჩევენ, თუ რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ რომანტიული შეხვედრების დროს.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რომანტიული შეხვედრის დროს მთავარია ყურადღება მიექცეს თანამედროვე ჩაცმულობას და პარტნიორის გემოვნებას, რაც ერთ-ერთი მთავარი დეტალია შეხვედრისა, მაგრამ არა სრული.

არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ შემდეგი შეცდომები :

პესიმიზმი

უარყოფითად მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის ზღუდავენ პარტნიორს და მას მორიდებულს ხდიან. სწორედ ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ იყვეთ პესიმისტურ განწყობაზე, როდესაც რომანტიულ შეხვედრაზე მიდიხართ. უბრალოდ გაიღიმეთ :)

ადამიანის დაკითხვა ისე, თითქოსდა პოლიციამ დააკავა

მოერიდეთ პირველი შეხვედრის დროს კითხვების დასმას იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ძალიან გაინტერესებთ, რადგან ხშირად პირდაპირ საუბრებში ეს ადამიანისთვის უსიამოვნოა. მსგავსი შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ ტელეფონზე საუბრისას.

არ ესაუბროთ მიღწევების შესახებ

უმჯობესია, პირველი შეხვედრის დროს პარტნიორს არ ესაუბროთ თქვენი წარმატებების და მიღწევების დროს, რადგან შეხვედრა შესაძლებელია კონკურსად გადაიქცეს.

სარკაზმი

არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ სარკაზმს პირველი შეხვედრის დროს, რადგან ხშირ შემთხვევებში ადამიანები ასეთი სახის ხუმრობებს საკუთარ თავზე იღებენ. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ თქვენ, პარტნიორი თითქმის არ გიცნობთ და შესაბამისად მას არ აქვს გათვითცნობიერებული ხუმრობთ თუ ამას სერიოზულად ამბობთ.

არ მოახდინოთ ხშირი დაკვირვება სხეულის ნაწილებზე

ეს გაფრთხილება განსაკუთრებით მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი, რადგან მათი უმრავლესობა რომანტიულ შეხვედრებზე, ქალბატონებს სხვადასხვა ადგილზე გამუდმებით უყურებს, რაც საპირისპირო სქესისთვის უსიამოვნოა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: