საუზმეზე უარი გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს იწვევს

Загрузка...

გულისა და სისხლძარღვების დაავადების თავიდან აცილების მიზნით, იაპონელი მეცნიერები რეგულარული საუზმის რეკომენდაციას იძლევიან.
მეცნიერები 15-წლიანი დაკვირვების შემდეგ ასკვნიან, რომ საუზმის რეგულარულად მიღების შემთხვევაში, არტერიული წნევის მომატების ალბათობა მცირეა, რაც, შესაბამისად, ინსულტის რისკებს გამორიცხავს.
კვლევები 45-დან 74 წლამდე ასაკის, 82 ათას ადამიანზე ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილეები ოთხ ჯგუფად გადანაწილდა - ვინც კვირაში 5-6-ჯერ, 3-4-ჯერ, 2-ჯერ საუზმობდა და ჯგუფი, რომელიც დილით არასოდეს იღებდა საკვებს.
როგორც აღმოჩნდა, მაღალ არტერიულ წნევას იშვიათად უჩიოდა პირველ ჯგუფში მოხვედრილი პაციენტები, ხოლო ვინც დილის კვებაზე უარს ამბობდა, გულის დაავადებებისა და ინსულტის გამოვლენის რისკების ზრდა გამოვლინდა. მეოთხე ჯგუფის ექსპერიმენტის მონაწილეების შემთხვევაში ინსულტის 3772 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 870 ადამიანს გულის იშემიური დაავადება აწუხებდა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები