ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?

Загрузка...

ანანასი ერთ-ერთი არაჩვეულებრივი და პოპულარული ეგზოტიკური ხილია. მისი გაზრდა არა მხოლოდ სპეციალურად კონტროლირებად პირობებში, არამედ ბინაშიც კი შესაძლებელია!

გთავაზობთ ინსტრუქციას, როგორ შევქმნათ საკუთარი ტროპიკული კუთხე სახლში. გამოიჩინეთ ოდნავი მოთმინება და თქვენს რომელიმე რაფაზე აუცილებლად გაიზრდება თქვენთვის საყვარელი ხილი. მართალია ის იქნება ოდნავ პატარა, მაგრამ ეს „უცხოელი სტუმარი“ აუცილებლად გახდება თქვენთვის ყველაზე საყვარელი მცენარე.

ანანასის გაზრდა სახლის პირობებში:

1. აირჩიეთ წვნიანი ანანასი მწვანე ფოთლებით, კანი უნდა იყოს მსხვილი, მოოქროსფერო-ყავისფერი და დაზიანებების გარეშე;

2. მოაჭერით ზედა ნაწილი და მოაცალეთ მას ქვედა ფოთლები. მოაშორეთ რბილობი, ოღონდ ისე, რომ კანი არ დააზიანოთ;

3. გადმოატრიალეთ ანანასის ზედა ნაწილი და გამოაშრეთ. მოჭრილი ნაწილი ერთ კვირაში შესამჩნევად მკვრივი უნდა გახდეს;

4. შემდეგ მოათავსეთ ზედა ნაწილი წყლიან ჭიქაში. მან უნდა გაიდგას ფესვები. გამოცვალეთ წყალი ყოველ ორ დღეში, რათა არ გამუქდეს;

5. მოათავსეთ ზედა ნაწილი მსუბუქ ნიადაგში სახლის მცენარეებისათვის. ქოთანი უნდა იყოს დაახლოებით 15 სმ. სიმაღლის. დააკვირდით, რომ მიწა არ მოხვდეს ფოთლებს;

6. მცენარე სასურველია იყოს თბილ და კარგად განათებულ ადგილას, ხოლო ნიადაგი ყოველთვის უნდა იყოს ოდნავ ნესტიანი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში სველი!

7. მორწყეთ მცენარე კვირაში ერთხელ;

8. გაანოყიერეთ თვეში ერთხელ;

9. დაელოდეთ აყვავებას. უნდა გაჩნდეს წითელი ბურთი, რომელსაც ლურჯი ფერები მოყვება. აყვავების მომენტიდან ხილის დამწიფებამდე დაახლოებით 6 თვეა საჭირო.

იმისათვის, რომ უფრო მარტივად აღიქვათ ზემოთ ჩამოთვლილი წესები იხილეთ შემდეგი ფოტოები:
ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?
ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?
ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?
ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?
ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?
ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?
ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?
ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?
ტროპიკული კუთხე - როგორ გავზარდოთ ანანასი სახლის პირობებში?

მკითხველთა შთაბეჭდილებები