მამაკაცი 40 ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ზუსტად ბარბის ბოიფრენდივით, კენივით გამოიყურება.

Загрузка...

ეს მამაკაცი საბოლოოდ მიხვდა, რომ პლასტიკური ოპერაციებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. ეს გადაწყვეტილება კი მიიღო მაშინ, როდესაც თითქმის ცხვირი დაკარგა.

40-ზე მეტი ოპერაციის შემდეგ, როდრიგო ალვეშმა საბოლოოდ თქვა უარი პლასტიკურ ოპერაციებზე. უარამდე, მას ბევრი პლასტიკური ოპერაცია ქონდა ჩატარებული, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

ესპანეთში ყოფნის დროს, მისმა ცხვირმა ქსოვილის უარყოფა დაიწყო, რის გამოც განვითარდა ნეკროზი. დიეგო სავაადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამ პერიოდში მისი ცხვირში "უფსკრული" ჩამოყალიბდა.

მალაგას სავაადყმოფოში გადაყვანის შემდეგ, მას ნეკროზის დიაგნოზი დაუდგინეს. ნეკროზის გამომწვევ მიზეზად კი უამრავი პლასტიკური ოპერაცია დასახელდა. ექიმების განცხადებით, ასე გაგრძელებას შესაძლებელი იყო გამოეწვია განგრენა და შემდგომ კი ამპუტაცია. რაზეც დიეგომ განაცხადა, რომ ის აღარასდროს არ ჩაიტარებდა პლასტიკურ ოპერაციას.

იმისთვის, რომ მისი ცხვირი შენარჩუნებილიყო, ექიმებმა მისი ხელიდან აიღეს ქსოვილი და ცხვირზე გადაიტანეს.

საბოლოო ჯამში, მას ოპერაციები 700, 000 ამერიკულ დოლარზე მეტი დაუჯდა. ბოლო ოპერაციის საფასური 7, 500 ამერიკული დოლარი იყო. მართალია დიეგო ნანობს, რომ მან "ბარბის" პერსონაჟზე დამსგავსება გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი გვიან არის. ის ახლა რევას აძლევს იმ ახალგაზრდებს, ვისაც მსგავსი ოპერაციების ჩატარება სურთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები