სისტემა “მინუს 60”. ეკატერინა მირიმანოვას საავტორო მეთოდი,რომლითაც მან 60 კილოგრამი დაიკლო » OXO TV

სისტემა “მინუს 60”. ეკატერინა მირიმანოვას საავტორო მეთოდი,რომლითაც მან 60 კილოგრამი დაიკლო


სისტემა “მინუს 60”. ეკატერინა მირიმანოვას საავტორო მეთოდი,რომლითაც მან 60 კილოგრამი დაიკლო

ამჟამად გახდომის პოპულარული სისტემის ავტორი წარსულში მძიმეწონიანი ქალბატონი იყო. ზედმეტი კილოგრამები მას ბავშვობიდან აწუხებდა და ბავშვობიდანვე ცდილობდა მასთან გამკლავებას,თუმცა მხოლოდ მაშინ როდესაც სასწორზე რიცხვი 120 გამოჩნდა, ეკატერინამ გადაწყვიტა,რომ სასწრაფოდ უნდა მიეღო ზომები,რათა ჯანმრთელობა შეენარჩუნებინა.
მაგრამ ჩვეულებრივი დიეტის გზა არ იყო მისთვის ადვილი გასავლელი.

სისტემა “მინუს 60”. ეკატერინა მირიმანოვას საავტორო მეთოდი,რომლითაც მან 60 კილოგრამი დაიკლო

იმისათვის,რომ სასურველი შედეგი მიეღო ეკატერინამ მოიგონა საკუთარი მეთოდიკა და დაიწყო მისი გამოყენება.

ეკატერინა მირიმანოვას მეთოდიკა
მეთოდიკის ავტორი ირწმუნება,რომ შეიძლება აბსოლუტურად ყველაფრის ჭამა,მათ შორის - ტორტის,შემწვარი კარტოფილს და ა.შ. თუმცა,მხოლოდ რამდენიმე წესის გათვალისწინებით.

სისტემა “მინუს 60”. ეკატერინა მირიმანოვას საავტორო მეთოდი,რომლითაც მან 60 კილოგრამი დაიკლო
  1. საუზმე აუცილებელია,უკეთესს შემთხვევაში კი 2: მსუბუქი და სრულფასოვანი,იმისთვის, რომ ორგანიზმმა დილიდანვე აქტიურად დაიწყოს ნივთიერებათა ჯანსაღი ცვლა
  2. ყავა და ჩაი დაშვებულია,მხოლოდ უნდა შეამციროთ შაქრის ოდენობა. ალკოჰოლიდან დაშვებულია წითელი მშრალი ღვინო
  3. შოკოლადი - მხოლოდ შავი.
  4. ხორბლის პური - მხოლოდ საუზმეზე
  5. კარტოფილი და მაკარონი შეიძლება მხოლოდ საუზმეზე,რასთანაც გსურთ,ხოლო სადილზე - ბოსტნეულთან ან მცირე ზომის ყველთან.
  6. ვახშმის გამოტოვება არ არის საჭირო,თუმცა ეცადეთ ივახშმოთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ვახშამი უნდa იყოს მაქსიმალურად მსუბუქი : ხაჭო,ბოსტნეული,ქათამი და თევზი - ოღონდ,როგორც დამოუკიდებელი კერძი (პურისა და გარნირის გარეშე).
  7. წყალი უნდა დალიოთ იმდენი,რამდენიც გინდათ (ფანატიზმის გარეშე).
  8. ფიზიკური დატვირთვა - შეიძლება გაგიჭირდეთ,მაგრამ აუცილებლად გააკეთეთ რაიმე სახით და რაც უმთავრესია - ყოველდღე.
  9. არ გადაიღალოთ მეტისმეტი ვარჯიშით. სპორტს უნდა განიჭებდეთ სიხარულს.
  10. თვითმმასაჟი აძლიერებს ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის შედეგს.
  11. ნუ დაისახავთ მეტისმეტად მაღალ მიზნებს, მისკენ თანდათანობით სწრაფვა უფრო პროდუქტიულია.
  12. ყველაზე მნიშვნელოვანი : შეცვალე ჩვევები დღესვე.

6 თვეში ეკატერინამ 120 კილოგრამიდან 60 კილო დაიკლო და ეს ყველაფერი შიმშილის,ლიპოსაქციებისა და სხვა რადიკალური ზომების გარეშე.

სისტემა “მინუს 60”. ეკატერინა მირიმანოვას საავტორო მეთოდი,რომლითაც მან 60 კილოგრამი დაიკლო

მკითხველთა შთაბეჭდილებები


მოიწონეთ ჩვენი გვერდი: