თვალის მაკიჟის 5 წესი მათთვის,ვისაც “დაკიდული” ზედა ქუთუთო აქვს.


ჰოლივუდის ვარსკვლავების ფოტოების ნახვა საკმარისია იმის მისახვედრად,თუ რამდენად მნიშვნელვანია მაკიაჟი და როგორ ცვლის ის მანდილოსანს.

თვალის მაკიჟის 5 წესი მათთვის,ვისაც “დაკიდული” ზედა ქუთუთო აქვს.

კოსმეტიკის დახმარებით შესაძლებელია დეფექტების დამალვა ,ტუჩების გამოკვეთა,სახის ოვალის კორექტირება.
დღეს მოგიყვებით თუ როგორ უნდა გავხადოთ მზერა უფრო მეტყველი ,როგორ გამოვკვეთოთ თვალები,თუკი
დედაბუნებამ “დაკიდული” ზედა ქუთუთოთი დაგაჯილოდვა.

თვალის მაკიჟის 5 წესი მათთვის,ვისაც “დაკიდული” ზედა ქუთუთო აქვს.

როგორ გავხადოთ თვალები ვიზუალურად უფრო დიდი ზომის
  1. ჩრდილები ბევრი მანდილოსანი შეცდომით მიიჩნევს,რომ მუქი ფერის ჩრდილები თვალებს უფრო მეტყველს ხდის. რეალურად ეს ასე არ არის. საუკეთესო ეფექტის მისაღებად,შეურიეთ სხვადასხვა ფერის ჩრდილები. განსაკუთრებით მიზანშეწონილია ღია ფერის ჩრდილების დატანა თვალების შიდა კუთხეებზე, ქუთუთის შუა ნაწილსა და წარბებს ქვემოთ.
  2. თვალების კონტური პატარა ზომის თვალების შავი ფანქრით სქლად გამოკვეთა ძალიან დიდი შეცდომაა. ასე თვალები არა მხოლოდ უფრო ჩაცვენილი გამოჩნდება,არამედ - პანდასაც დაგამსგავსებთ.
  3. წამწამების ტუში გრძელი, მოცულობითი წამწამები,რა თქმა უნდა, მიმზიდველია. აიპრიხეთ,დაიგრძელეთ ისინი,მაგრამ არ დაიდოთ ტუშის მეტისმეტად სქელი ფენა. 2 ფენა სრულებით საკმარისი იქნება.
  4. თეთრი ფანქარი იმისთვის,რმ თვალებს მეტი იდუმალება და მიმზიდველობა შემატონ,ვიზაჟისტები მიმართავენ თეთრი ფერის ფანქარს,რომელსაც თვალის შიდა ქვედა ნაწილზე დაიტანენ
  5. წარბების ფორმა “დაკიდული” ზედა ქუთუთის მქონე მანდილოსნებმა თავი შეიკავეთ წვრილი ან სწორი წარბებისგან. იპოვეთ ე.წ. ოქროს შუალედი : ბუნებრივი ფერი (თმის ფერზე ოდნავ მუქი), ოდნავ ჩატეხილი,ნატურალური სისქის.
კოსმეტიკის დახმარებით თვალების ვიზუალურად გადიდება არც ისე რთულია,როგორც ერთ შეხედვით შეიძლება ჩანდეს

მკითხველთა შთაბეჭდილებები