8 შეცდომა,რომელსაც ვუშვებთ თავის დაბანის დროს


ნუთუ შესაძლებელია თმის არასწორად დაბანა? როგორც ჩანს,შესაძლებელია. მანდილოსნებს სურთ,რომ თმა ყოველთვის ჯანსაღი და ლამაზი ჰქონდეთ,თუმცა ეს სწორი მოვლის შედეგია.რა თქმა უნდ,დიდი მნიშვნელობა აქვს,ნიღბებს და სხვა მოვლით საშუალებებს,რომელსაც ქალბატონები ხშირად მიმართავენ,მაგრამ ამ დროს ავიწყდებათ თმის დაბანის მარტივი და არსებითად მნიშვნელოვანი მეთოდები. არც კი ფიქრობენ,რომ შესაძლებელია თმის არასწორად დაბანა და სწორედ აქ იწყება შეცდომების დაშვება

8 შეცდომა,რომელსაც ვუშვებთ თავის დაბანის დროს
შეცდომა #1 თქვენ იშრობთ თმებს პირსახოცით
თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ,მაგრამ ხახუნის შედეგად ზიანდება თმის სტრუქტურა. ამის ნაცვლად,სჯობს უბრალოდ შეიხვიოთ თმა პირსახოცით და მისცეთ საშუალება ასე გაშრეს.

შეცდომა #2 მეტისმეტად დიდი ოდენობით შამპუნს იყენებთ
ბევრი - არ ნიშნავს უკეთესს.ყოველ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება შამპუნს და კონდენციონერს.სპეციალისტების თქმით შამპუნის რაოდენობა უნდა განსაზღვროთ იმის მიხედვით თუ რამდენად ხშირად იბანთ თმას. თუ ყოველდღე იბანთ,აუცილებელი არ არის შამპუნის 2-ჯერ დატანა,ეს საჭიროა მათთვიშს,ვინც კვირაში 2-ჯერ იბანს თმას.

შეცდომა #3 თქვენ იბანთ თმას მეტისმეტად აგრესიულად
თუ თქვენ თმას ფრჩხილებით იბანთ და იჩხაპნით თავის ზედაპირს,თმის ცვენა გარანტირებული გაქვთ.ყველა მოძრაობა უნდა იყოს რბილი და სასიამოვნო

შეცდომა #4 თქვენ მეტისმეტად ჩქარობთ
ჩქარობთ და გულდასმით არ იბანთ თმის ძირებს,მაშინ როცა თმის ყველა პრობლემა სწორედ ძირიდან მოდის. მოვლილი თმის ოქროს წესი : კარგად დაბანილი თმკს ძირები და თმის ბოლოებზე - ბალზამი.

8 შეცდომა,რომელსაც ვუშვებთ თავის დაბანის დროს

შეცდომა #5 თქვენ საერთოდ არ იყენებთ კონდენციონერს
სულ ტყუილად ამბობთ უარს ასეთ მოვლაზე,ვინაიდან ბალზამი არამხოლოდ კვებავს თმას,არამედ სძენს მას ჯანსაღ ბზინვარებას .ერთადერთი დეტალი - კონდენციონერის ადგილი თმის სიგრძეზე და ბოლოებშია და არა - ძირებში

შეცდომა #6 თქვენ იშვიათად იბანთ თმაა
ეს ძალიან ინდივიდუალური მომენტია.ზოგიერთს შეუძლია არ დაიბანოს თმა ერთი კვირის განმავლობაში და უნაკლოდ გამოიყურებოდეს,ხოლო სხვები ყოველ მეორე დღეს იბანენ. ორიენტირი აიღეთ იმაზე,თუ რამდენად ცხიმიანი თავის კანი გაქვთ.რადგან მშრალი თმის ხშირად დაბანა იმდენადვე საზიანოა,როგორც ცხიმიანის იშვიათად დაბანა.

შეცდომა #7 თქვენ იბანთ ცხელი წყლით
ცხელი წყალი - ჯანმრთელი თმის მტერია. ის აშრობს თმის ძირებს და თმას მთლიანად. თმა უნდა დაიბანოთ თბილი წყლით ,ხოლო ბოლოს გადაიბანოთ ცივი წყლით.

8 შეცდომა,რომელსაც ვუშვებთ თავის დაბანის დროს

შეცდომა #8 თქვენ მუდმივად იშრობთ თმას ფენით
ფენით გაშრობა,რა თქმა უნდა,მოსახერხებელია,მაგრამ როდესაც თმა ძალიან სველია,სჯობს დაელოდოთ,სანამ ცოტა გაშრება.ხოლო შემდეგ,როდესაც თმა ოდნავ გაშრება,გამოიყენეთ ფენი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები