ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ


ხანდახან ვგრძნობთ,რომ ვიქცევით უცნაურად ან ვარღვევთ ეტიკეტის ნორმებს. თუმცა იმისთვის,რომ არ აღმოვჩნდეთ ასეთ უხერხულ სიტუაციაში უნდა ვიცოდეთ ეტიკეტის ყველაზე მარტივის წესები.
არსებობს ისეთი შემთხვევებიც,როდესაც არც ვიცით,რომ უკულტუროდ ვიქცევით. გაგაცნობთ ასეთ 10 შეცდომას
ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ
  1. დაცემინების დროს მარჯვენა ხელის მიფარება.
    რა თქმა უნდა,ყველა ზრდილობიანი ადამიანი ხელს იფარებს პირზე,როდესაც აცემინებს,მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამას არასწორად აკეთებს.ასეთი სიტუაციის დროს მარჯვენა ხელის გამოყენება,ანუ ხელის,რომელიც მისალმების დროს უნდა ჩამოართვათ,არ არის კულტურული.

  2. ხელის მსუბუქად ჩამორთმევა
    ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ
    ხელის ჩამორთმევა ქმნის თქვენზე პირველ შთაბეჭდილებას,ამიტომ აუცილებელია შესაბამისად განსაზღვროთ ხელის ჩამორთმევის სიმძლავრე.რა თქმა უნდა,მეტისმეტად ძლიერადაც არ უნდა მოუჭიროთ ხელი,მაგრამ არც მსუბუქად ჩამორთმევა არის სწორი. ძლიერი ხელის ჩამორთმევა წარგადგენთ,როგორც მეგობრულ ადამიანს,რომელიც იმსახურებს პატივისცემას.

  3. დაელოდოთ,სანამ წარგადგენენ
    ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ
    არც თუ ისე იშვიათად მომხდარა ისეც,რომ საპასუხისმგებლო მომენტებში საკუთარი კოლეგების და ახლო მეგობრების სახელი დაგვავიწყდა.ამიტომ არ ღირს ასეთი ადამიანების უხერხულ სიტუაციაში ჩაგდება. წარუდგინეთ ახალ ნაცნობს საკუთარი თავი თვითონ,გამოიჩინეთ ინიციატივა.

  4. მუდმივი დაგვიანება
    ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ
    არავის უყვარს საკუთარი დროის დახარჯვა ლოდინზე. თუ თქვენ დაიგვიანებთ ერთხელ ან ორჯერ - საპატიოა,მაგრამ თუ დაგვიანება ეს თქვენი ჩვევაა,კოლეგების და მეგობრების თვალში თქვენ უკულტურო ადამიანად გამოჩნდებით.

  5. როგორ ჯდებით
    ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ
    რა თქმა უნდა,არავინ განგსჯით,თუ დაღლილი დღის ბოლოს საწოლზე მთელი ძალით დავარდებით,მაგრამ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და შეხვედრებზე ყველაზე წვრილმან დეტალსაც ექცევა ყურადღება.

  6. აცნობოთ ყველას,რომ საპირფარეშოში გადიხართ
    ეტიკეტის ნორმების თანახმად,როდესაც ჯგუფს ტოვებთ,უნდა აცნობოთ მას თუ რა მიზეზით გიწევთ ამის გაკეთება. გამონაკლისი შემთხვევაა საპირფარეშო. ამ დროს არ არის აუცილებელი ამ მიზეზის ხმამაღლა დასახელება,საკმარისია,მხოლოდ ბოდიში მოიხადოთ და გახვიდეთ

  7. მარილის მიწოდება მხოლოდ მაშინ,როდესაც გთხოვენ
    ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ
    მას შემდეგ,რაც თქვენ გამოიყენებთ მარილს,წიწაკას,სოუსს,შესათავაზეთ ის სხვასაც. მაგიდასთან, სავარაუდოდ,აღმოჩნდება სხვაც,რომელსაც არ სურს ყურადღების მიქცევა,მაგრამ არ იტყვის უარს თქვენ დახმარებაზე

  8. ტაშის დაკვრა შეცდომით
    ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ
    ტაშის დაკვრის დროს,გაითვალისწინეთ,რომ ეს არ უნდა იყოს მეტისმეტად ენერგიული აქტი, თქვენ არ ხართ როკ-კონცერტზე. ასევე ტაშის დაკვრისას,ხელები არ აწიოთ ძალიან მაღლა.

  9. თითით ჩვენება
    ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ
    ბავშვობაში ყველას გვასწავლიდნენ,რომ თითით ჩვენება უზრდელობაა. ეს მართლაც ასეა და არ იცვლება ასაკთან ერთად. თუ თქვენ აუცილებლად გჭირდებათ,რომ მიანიშნოთ ერთ კონკრეტულ ადამიანს,მაგალითად თუ ხართ ლექტორი და გსურთ სტუდენტს ანიშნოთ,რომ შეუძლია ლაპარაკი, მიანიშნეთ არა თითით,არამედ - მთელი მტევნით.

  10. მაგიდის სერვისის არასწორად გამოყენება
    ეტიკეტის 10 შეცდომა,რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ
    ეტიკეტის ამ ნაწილს ეთმობა სწავლების ცალკე და საკმაოდ მასიური ნაწილი. ერთერთი მთავარი წესია სერვისის სწორად გამოყენება. თუ ეტიკეტის ცოდნა არ გიწყობთ ხელს,ლოგიკას ენდეთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები