ბანალური “ჩოლკის” მრავალფეროვნად გამოყენების 7 ვარიანტი

Загрузка...

გავრცელებულია აზრი,რომ “ჩოლკა” აახალგაზრდავებს მანდილოსანს,მაგრამ ამასთან ერთად კლებულობს ვარცხნილობების რაოდენობაც,რომელიც “ჩოლკის”გამოყენებით შეგიძლიათ გაიკეთოთ. ეს იმიტომ,რომ უნდა გამოიყენოთ ფანტაზიის უნარი. თანამედროვე ვარცხნილობის მოდა ნებისმიერ შემთხვევისთვის მოიფიქრებს რაიმე საინტერესოს და მიმზიდველს. ამიტომ,ცხადია,რომ “ჩოლკა” არ არის განაჩენი.

წარმოგიდგენთ ვარცხნილობის 7 ვარიანტს “ჩოლკის”გამოყენებით.

  1. სწორი “ჩოლკა”
    ბანალური “ჩოლკის” მრავალფეროვნად გამოყენების 7 ვარიანტი
    ყველაზე მარტივი და უბრალო ვარიანტი. ზედმიწევნით გაისწორეთ თმა და დააფიქსირეთ მსუბუქი ლაკით.

  2. გვერდებზე ჩამოშვებული
    ბანალური “ჩოლკის” მრავალფეროვნად გამოყენების 7 ვარიანტი
    ძალიან მოდური გადაწყვეტილება. თმა ისევ გასწორებულია,მაგრამ ამჯერად ვიკეთებთ “ცხენის კუდს”,ან უბრალოდ ვიმაგრებთ თმას უკან და წინ ვიტოვებთ მხოლოდ რამდენიმე ლოკონს ჩამოშვებულად.

  3. გვერდული “ჩოლკა”
    ბანალური “ჩოლკის” მრავალფეროვნად გამოყენების 7 ვარიანტი
    ასეთი ვარცხნილობით შეიძელება პაემანზეც წასვლა და სამსახურშიც. თუ სწორი “ჩოლკა” მოგბეზრდათ,გაყავით ის ორ ნაწილად და გადაივარცხნეთ გვერდულად. გამოიყენეთ თმის ლაკი ფიქსაციისთვის. თმის დანარჩენი ნაწილი მსუბუქად დაიხვიეთ

  4. მსუბუქი უდარდელობა
    ბანალური “ჩოლკის” მრავალფეროვნად გამოყენების 7 ვარიანტი
    თუ “ჩოლკა” მოგბეზრდათ,გაიკეთეთ ბუნებრივი ვარცხნილობა,გაიკეთეთ ასეთი ვარცხნილობა გელის ან ცვილის გამოყენებით. გადაივარცხნეთ “ჩოლკა” უკან,ისე,რომ მოცულობა ოდნავ შემატოთ. თმის დანარჩენი ნაწილი მსუბუქად დაიხვიეთ,იმისთვის,რომ ვარცხნილობა მეტისმეტად მოსაწყენად არ გამოიყურებოდეს.

  5. თამამად დავარცხნლი
    ბანალური “ჩოლკის” მრავალფეროვნად გამოყენების 7 ვარიანტი
    წვეულებისთვის გაიკეთეთ ასეთი ვარცხნილობა,როკ-ენ-როლის სტილში. წვრილკბილებიანი სავარცხლით კარგად აიჩეჩეთ “ჩოლკა” და თმის უკანა მხარის ნაწილი.დანარჩენი თმა გადმოიგდეთ მხრებზე და დააფიქსირეთ თმის ლაკით. ცუდი გოგოს იმიჯი მზადაა.

  6. ყველაფერი სწორად
    ბანალური “ჩოლკის” მრავალფეროვნად გამოყენების 7 ვარიანტი
    ან შეიძლება პირიქით - ოფისისთვის ან საქმიანი შეხვედრისთვის სჯობს გაიკეთოთ “ბალერინას ვარცხნილობა”: თმა გადაივარცხნეთ უკან გულდასმით და სწორად,შეიკარით და დააფიქსირეთ თმის ლაკით. “ჩოლკის” დამორჩილება კი შესაძლებელია მხოლოდ ცვილის ან თმის უჩინარი დამჭერების დახმარებით.

  7. ვარსკვლავური ომებით შთაგონებული
    ბანალური “ჩოლკის” მრავალფეროვნად გამოყენების 7 ვარიანტი
    ეს ვარცხნილობა შთაგონებულია “ვარსკვლავური ომების “ ბოლო ნაწილით. შეგიძლიათ მარტივად გაიმეოროთ ის თემატური წვეულებისთის.”ჩოლკა” კვლავ გადაგვაქვს უკან, მის და დანარჩენ ნაწილსაც ვივარცხნით უკან, ვაკეთებთ ორ “კოსას” და ვამაგრებთ ტყავის ლენტით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები