მკერდის სიმსივნის 4 სიმპტომი, რომელთაც არაფერი საერთო არ აქვთ სიმაგრესთან » OXO TV

მკერდის სიმსივნის 4 სიმპტომი, რომელთაც არაფერი საერთო არ აქვთ სიმაგრესთან


იმ ქალების უმრავლესობა რომელთაც მკერდის კიბო დაუდგინეს აღნიშნავდენ, რომ მათვის განგაშის მიზეზი მკერდზე წარმოქმნილი სიმაგრე გახდა, კისტა ან სიმსივნე რომელიც მოგვიანებით ავთვისებიანი გახდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ საშიშ დაავადებასაც ახასიათებს ადრეული სიმპტომები რომელთა დიაგნოსტირებაც ნებისმიერ ქალს შეუიარაღებელი თვალითაც შეუძლია.
მკერდის სიმსივნის 4 სიმპტომი, რომელთაც არაფერი საერთო არ აქვთ სიმაგრესთან
ზემოთ აღნიშნული სიმპტომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ყურადღების მოდუნების მიზეზად, ვინაიდან იმ ქალების 83%-ს რომელთაც მკერდის ავთვისებიანი სისმსივნეს დიაგნოზი დაესვათ, ექიმთან ვიზიტის მიზეზი სწორედ მკერდზე წარმოქმნილი სიმაგრე გახდა. OXOTV-ს რედაქცია წარმოგიდგენთ იმ სიმპტომების ჩამონათვალს რომელთა აღმოჩენაც შესაძლოა სიმსივნეს არსებობაზე მიგვანიშნებდეს. დაიმახსოვრეთ ისინი და მათი აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

  1. კანისა და კონტურის ცვლილება.
    იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ მკერზე ჩაღრმავებას ან თქვენი კანი გახდა ფორთოხლის ქერქის მაგვარი - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

  2. შეშუპება
    ზოგიერთ შემთხვევაში სიმსივნე კანქვეშ იმალება. თუ ხელით მოსინჯვის შემთხვევაში არ იგრძნობა არც კვანძი და არც არანაერი სიმაგრე, მაგრამ მკერდი შესიებულია ან ზომაშია შეცვლილი და თან ტკივილიც ერთვის - ეს თქვენთვის საკმარისი მიზეზი უნდა გახდეს ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად.

  3. დვრილების ცვლილება
    ზოგიერთი სიმსივნის სახეობა იწვევს დვრილების დეფორმაციას შიგნით შეწვის(ჩაზნექვის) სახით.

  4. გამონადენი დვრილებიდან
    საყურადღებოა ასევე დვრილებიდან ანომალიური გამონადენი გარდა დედის რძისა, მეძუძურ დედებში. საბედნიეროდ აღნიშნული სიმპტომი ახასიათებს სხვა ნაკლებად საშის დაავადებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს, მითუმეტეს თუ გამონადენი სისხლიანია.

გაითვალისწინეთ! - ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადება მკურნლობის პროცესის წარმატებით დასრულების გარანტიაა.... გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: