ასე მომზადებული ტოლმა არასდროს გექნებათ გასინჯული - გემრიელია !


ტოლმა - ზამთრის დღესასწაულების თითქმის შეუცვლელი კერძი, რომლის მომზადების რამდენიმე ვერსია არსებობს. დღეს OXOTV-ს რედაქცია სურს წარმოგიდგინოთ ტოლმის მომზადების 2 საუკეთესო ვერსია, რომლის შემდეგაც თქვენს მიერ მომზადებული კერძი საოცრად გემრიელი იქნება.

ინგრედიენტები :

  • 600 გრ. ხბოს ხორცის ფარში.
  • 100 გრ. ბრინჯი.
  • 300 გრ. თეთრი კომბოსტო.
  • 100 გრ. ხახვი.
  • 3 კვერცხი.
  • 400 გრ. ნაღები (15% ცხიმი)


მომზადება :


  1. მოხარშეთ კომბოსტოს ფურცლები ისე, რომ არ მოხდეს მათი დაშლა.
  2. ფარშს შეურიეთ ბრინჯი, დაჭრილი ხახვი და მოხარშული კვერცხი. დაუმატეთ მას მარილი და პილპილი.
  3. რაღა თქმა უნდა გადაიტანეთ შეზავებული ინგრედიენტები კომბოსტოს ფურცელში.
  4. მოათავსეთ ღუმელში 180 გრადუსზე, 1 საათით. (სანამ ფოთოლი ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს)


მეთოდი #2

ინგრედიენტები :

  • 1 თავი კომბოსტო
  • ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 300 გრ. სოკო
  • 500 გრ. ფარში
  • 50 გრ ნაღები (ისევე, როგორც წინა ინგრედიენტში)
  • 1 ს.კ ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 4 ს.კ სოუსი


მომზადება :


  1. დასაწყისისთვის, კარგად გავასუფთაოთ სოკო და დავიწყოთ კომბოსტოს ფურცლის მოხარშვა.
  2. ერთმანეთ შეურიეთ: მცენარეული ზეთი, დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო ,სოკო და ნაღები. გემოვნებით დაამატეთ მარილი და პილპილი. შესაძლოა მცირე ოხრახუშის და კამის დამატებაც.
  3. კარგად შერეულ ყველა ინგრედიენტს დაუმატეთ ფარშიც და აურიეთ კარგად.
  4. მოხარშულ კომბოსტოს წაუსვით სოუსის და თაფლის ნარევი. გააჩერეთ ის ერთგვარ "შეწოვამდე".
  5. მოათავსეთ ღუმელში 200 გრადუსზე

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: