მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ

Загрузка...

ის,რაც მისაღებია 20 წლის მანდილოსნისთვის,ხშირ შემთხვევაში მიუღებელი და უადგილოა 40 წლის ქალბატონისთვის. ეს განპირობებულია იმით,რომ ასაკთან ერთად იცვლება კანის სტრუქტურა. ამას გარდა,სოციალური სტატუსიც ავალდებულებს ქალბატონს გამოიყურებოდეს თავისი ასაკის შესაფერისად.

წარმოგიდგენთ რამდენიმე წესს,რომელიც უნდა გაითვალისწინოს 40 წლის ქალბატონმა,რომ ყოველთვის მიმზიდველად და დახვეწილად გამოიყურებოდეს.
გაეცანით მასალას.

1.შეცვალეთ პუდრა თხევადი ტონალური საცხით.
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
წლებთან ერთად,კანი ხდება უფრო მშრალი და იმისთვის,რომ ეს სიმშრალე კიდევ უფრო თვალსაჩინო არ გახდეს, - გამოიყენეთ თხევადი ტონალური საცხი.

2.განსაზღვრეთ რა ფერის ტუჩსაცხი გიხდებათ ყველაზე მეტად
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
ასაკთან ერთად ბერდება არამარტო კანი,არამედ იცვლება ტუჩებიც. უფერულდება კონტური,კარგავს მოცულობას და ფერს. აი,რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული ტუჩსაცხი. ამას გარდა, ლამაზი ტუჩები ყურადღებას მიიქცევს,რაც დაფარავს თქვენი სახის მცირე ხარვეზებს,როგორიცაა - შესიებული თვალები და პატარა ნაოჭები.

3.რუმიანა დაიტანეთ სახის იმ ნაწილზე,რომელზეც რუმიანა ბუნებრივად ჩნდება
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
ზოგიერთი მანდილოსანი რუმიანით სახის დიდ ნაწილს იღებავს,ეს არ არის ლამაზი და ბუნებრივი. დაიტანეთ რუმიანას თხელი ფენა იმ ადგილებში,სადაც მსუბუქი სიწითლე ბუნებრივად ჩნდება,წინააღმდეგ შემთხვევაში არაადეკვატურად თვალშისაცემი გამოჩნდებით.

4.ნუ შეიღებავთ თვალის ქვედა ქუთუთოს
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
ქვედა ქუთუთოს შეღებვა შავი ფანქრით წარსულში უნდა დარჩენილიყო, დაახლოებით 20 წლის წინ. ეს მეთოდი აწვრილებს თვალებს და მზერას ხდის დაღლილს. ასე,რომ - ქვედა ქუთუთოს შეღებვა მხოლოდ შეგმატებთ წლებს და არა პირიქით.

5.ნუ გასცდებით ტუჩის კონტურს
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
წლებთან ერთად ტუჩის ბუნებრივი კონტური უფერულდება,ამიტომ ყურადღებით შეიღებეთ ტუჩები ,რათა არ გასცდეთ ტუჩის საზღვრებს.

6.არ გამოიყენოთ მეტისმეტად ბევრი კორექტორი თვალებქვეშ
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
დიდი რაოდენობით კონსილერი დღის ბოლოს არ გამოიყურება ისე,როგორც დილით. ის შედის კანის ნაოჭებში,რაც ვიზუალურად ამახინჯებს მაკიაჟს. ამის ასაცილებლად გამოიყენეთ მცირე რაოდენობის კორექტორი.

7.დაივიწყეთ ბრჭყვიალები
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
ბრჭყვიალებს აქვთ ერთი ასეთი ნაკლი,რომ შეიძლება ჩამოცვივდეს.იმისთვის,რომ თავიდან აიცილოთ საახალწლო ნაძვის ხის ეფექტი, ასეთი ჩრდილები გამოიყენეთ მხოლოდ თვალის კუთხეებში.

8.ნუ დაივიწყებთ წარბებს
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
თუ თქვენ ამჩნევთ,რომ ასაკთან ერთად,თქვენი წარბები გაიშვიათდა და გაღიავდა, აუცილებლად გამოიყენეთ წარბების მაკიაჟი. 40 წლის ასაკში ,სავარაუდოდ,ნაპოვნი გაქვთ წარბების თქვენი იდეალური ფორმა,შესაბამისად მოგიწევთ მხოლოდ მათი შეღებვა ჩრდილებით ან ფანქრით.

9. იპოვეთ საკუთარი წარბის ფანქრის ფერი
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
წარბის ფანქრის შეძენის დროს არ შეარჩიოთ პირველივე,რომელიც ხელში მოგხვდებათ,არამედ შეარჩიეთ თქვენი თმის ფერის მიხედვით. არ შეარჩიოთ წითური ფერი,თუ,რა თქმა უნდა, წითური არ ხართ.

10. გამოიყენეთ ჰაილაითერის წვრილი ფხვნილი
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
თუ თქვენ გსურთ ღია ფერებში გამოკვეთოთ ცხვირი,ყვრიმალები და ნიკაპი,სჯობს გამოიყენოთ ჰაილაითერის წვრილი ფხვნილი. მსხვილი - გამოიყურება იაფფასიანად.

11.გამოიყენეთ პრაიმერი (ტონალური საცხის ბაზა)
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
შესაძლოა 40 წლის ასაკში,თქვენ უკვე გაქვთ არამარტო ნაოჭები,არამედ - აკნესგან დატოვებული ნაკვალევი და სახის სხვა ხარვეზები,ამიტომ გამოიყენეთ პრაიმერი,რომელიც იდეალურად გაასწორებს თქვენი სახის კანს და ასევე დიდი ხნით შეინარჩუნებს ტონალურ საცხს.

12. ყველაფერი კარგი - ზომიერად
მაკიაჟის 12 წესი,რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 40 წლის შემდეგ
არ გამოიყენოთ ზედმეტი კოსმეტიკა. თუ თქვენ სარკეში ჩახედვის დროს საკუთარ თავს ვერ ცნობთ, ე.ი. ზედმეტი მოგივიდათ. ხაზი გაუსვით სილამაზეს და დაფარეთ ნაკლოვანება - ეს არის მაკიაჟის მთავარი მიზანი

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: