მომავალმა მამამ ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც ულტრაბგერით გამოკვლევაზე ყოველივე ეს მოხდა.


არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც საკუთარი მუცლით სულიერ არსებას ატარებ და იცი, რომ სულ მალე ის ქვეყანას მოევლინება.
12 კვირის ფეხმძიმე ქალბატომა გადაწყვიტა, მის მეუღლესთან ერთად ულტრაბგერით გამოკვლევაზე წასულიყო, სადაც უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა.

მეგან მერიოტი და რობერტ კუპერი მოუთმენლად ელიან, თუ როდის დაიბადება მათი შვილი. ეს მეგანის პირველი ფეხმძიმობაა, ამიტომ რობერტი ყველანაირად ცდილობს, რომ მის მეუღლეს გვერდში დაუდგეს.

ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს მამაკაცმა ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც გამოძრავებული შვილი დაინახა. ექიმს სურდა, რომ ფოტო ნათელი გამოსულიყო, რის გამოც ნაყოფის გაღვიძება მოუწია. ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წუთში კი ნაყოფი ისე მოიხარა, თითქოს და ის მამას უყურებდა.

ასეთი შემთხვევა, როგორც ჩანს პირველი იყო ექიმის კარიერაშიც. მისი თქმით, მას ბევრი მოძრავი ნაყოფი უნახავს, თუმცა ასეთი რამ არასდროს.

“ როდესაც ჩვენ ულტრაბგერითი გამოკვლევა დავიწყეთ, ნაყოფს ეძინა და ექიმი მაქსიმალურად შეეცადა, რომ ნათელი ფოტოები გადაეღო ისე, რომ მას არ გაეღვიძა. უეცრად კი ის შემოტრიალდა მამისკენ, რაზეც მან ცრემლი ვერ შეიკავა. " - განაცხადა მეგანმა.

“ ყოველივე ამის დანახვაზე, ჩემს მეუღლესთან ერთად მეც ავტირდი. ეს იყო საუკეთესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში. "

ამ შემთხვევაზე სიუჟეტიც მომზადდა, რომელიც "იუთუბიდან" სოციალურ ქსელებში ძალიან სწრაფად გავრცელდა.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: