ეტიკეტის 10 წესი,რომელსაც ყოველდღე ვარღვევთ


ძალიან ბევრი ჩვენგანისთვის ეტიკეტი ასოცირდება ძველმოდურ ტრადიციასთან. ფიქრობენ,რომ ეს წარსულის გადმონაშთია და დღესდღეობით მისი არსებობის არანაირი აუცილებლობა არ არსერბობს.

ეტიკეტის 10 წესი,რომელსაც ყოველდღე ვარღვევთ

სინამდვილეში კი,ყოველი ეს წესი ხომ რაღაც მიზეზით გაჩნდა და ჩამოყალიბდა,შესაბამისად, თუ გსურთ დარწმუნდეთ,რომ ზრდილობის ნორმები არ გეშლებათ, გაეცანით ამ წესებს და განსაზღვრეთ,რომელ მათგანს არღვევთ და რომელს იცავთ.

  1. თქვენ არასწორად უკრავთ ტაშს
    ეტიკეტის ნორმა გვირჩევს,რომ ტაშის დაკვრის დროს ხელები არ გვქონდეს საკუთარი და მით უმეტეს, სხვისი სახის პირდაპირ,არამედ - მკერდის სიმღლეზე ცენტრში ან ოდნავ მარცხნივ.

  2. თქვენ არასწორად ჯდებით მანქანაში
    მანქანაში ჩაჯდომის დროს, ჯერ ჩაჯექით უკანა ტანით და მხოლოდ შემდეგ შეიტანეთ ფეხები. ეს არამხოლოდ ესთეტიკურად ლამაზია,არამედ - დაგეხმარებათ ისეთი უხერხული და არასასიამოვნო სიტუაციის აცილებაში,როგორიცაა თავის მირტყმა მანქანის სალონისთვის.

    ეტიკეტის 10 წესი,რომელსაც ყოველდღე ვარღვევთ

  3. თქვენ პურს კარაქს/ჯემს უსმევთ საერთო თეფშიდან
    მართებულია მცირეოდენი კარაქის აღება და საკუთარ თეფშზე დადება და მხოლოდ ამის შემდეგ - პურზე წასმა.

  4. თქვენ ანიშნებთ თითით
    თუ თქვენ თითით მინიშნება უკვე ჩვევაში გაქვთ, ეცადეთ ხელი მუშტად მაინც არ შეკრათ,არამედ - მთელი მტევნით მიანიშნოთ სასურველზე.

  5. თქვენ ახველებთ მარჯვენა ხელში
    ის,რომ თქვენ ხელს იფარებთ ხველების დროს,უკვე კარგია,მაგრამ ამისთვის "სოციალური" ხელის, ანუ იმ ხელის გამოყენება,რომელსაც ჩამოართმევთ ადამიანს მისალმების დროს, არ შეიძლება.

  6. თქვენ აბრუნებთ ცარიელ თეფშებს
    თუ თქვენ სტუმრად ყოფნის შემდეგ მასპინძელმა თეფშით კერძი გაგატანათ,ნუ დაუბრუნებთ მას ცარიელ თეფშს. დადევით მასზე ნებისმიერი ორცხობილა ან ტკბილეულობა.

  7. თქვენ სვამთ მაშინ,როდესაც თქვენ სადღეგრძელოს ამბობენ
    თუ თქვენი სადღეგრძელოს თქმის შემდეგ თქვენვე დალევთ სასმელს,უზრდელობად ჩაითვლება,მადლობა გადაუხადეთ მთქმელს და ასწიეთ ბოკალი მაღლა.

  8. თქვენ აწვდით მარილს მხოლოდ მაშინ,როდესაც გთხოვენ
    გამოიჩინეთ ინიციატივა და როდესაც დააპირებთ მარილის ან წიწაკის გამოყენებას,აუცილებლად შესთავაზეთ ის სუფრასთან თქვენს გვერდით მჯდომსაც.

  9. თქვენ არ ამყარებთ მხედველობით კონტაქტს,როდესაც ამბობენ სადღეგრძელოს
    სადღეგრძელოს თქმის დროს აუცილებლად დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი. თვალის არიდება ან დაბლა დახრა,უზრდელობად მიიჩნევა.

  10. თქვენ ატარებთ ჩანთას მარჯვენა მხარზე
    ეს ისევ და ისევ განპირობებულია მარჯვენა "სოციალური" ხელით. ატარეთ ჩანთა მარცხენა მხარზე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები