იდეალური ქალის 10 ჩვევა. როგორ მოვხიბლოთ საზოგადოება?


ყოველ ჩვენგანს აქვს ბუნებრივი შარმი,ქარიზმა და მიმზიდველობა,მაგრამ ყველამ არ იცის ამ ფუფუნების სწორად გამოყენება.

ჩვენ წარმოგიდგენთ იმ ჩვევევბის ჩამონათვალს,რომელსაც ჩვეულებრივ ფლობს იდეალური მანდილოსანი,ანუ ის,ვის მიმართაც მის გარშემო მყოფები კეთილგამწყობილნი არიან.

1. ისინი არიან პოზიტიურები და მუხტავენ პოზიტივით გარშემო მყოფებს
ქალები,რომლებიც ყველას მოსწონს,ჩვეულებრივ, არიან ოპტიმისტები. ისინი გადასცემენ დადებით ენერგიას თავის სიახლოვეს მყოფ ადამიანებს და ამით იზიდავენ მათ.
იდეალური ქალის 10 ჩვევა. როგორ მოვხიბლოთ საზოგადოება?

2. ისინი არიან მეგობრულები და დღის განმავლობაში აკეთებენ სასარგებლოს
ასეთი ადამიანები დასაწყისშივე გხიბლავენ თავიანთი საუბრის მანერით და თქვენდამი დამოკიდებულებით. მათ აინტერესებთ ყველაფერი თქვენს შესახებ და საუბარი თავისუფლად მიყავთ. ისინი ყოველდღიურად აკეთებენ თუნდაც ძალიან წვრილმან სიკეთეს,რაც მათ სულიერ მდგომარეობაზე მოქმედებს.

3. მათ შეუძლიათ მოსმენა
ჭორიკანა ქალები,რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას თუნდაც ერთი სიტყვა მოახერხოთ, ხშირ შემთხვევაში, აფრთხობენ თანამოსაუბრეს. მოსმენის უნარი კი ძალიან ძვირფასი მახასიათებელი.

4. ისინი ინარჩუნებენ საღ გონებას ნებისმიერ სიტუაციაში
ემოციურად სტაბილური ქალბატონები აკონტროლებენ საკუთარ თავს და არ ვარდებიან პანიკაში.
იდეალური ქალის 10 ჩვევა. როგორ მოვხიბლოთ საზოგადოება?

5. ისინი არიან გახსნილები, უბრალოები და ხშირად იღიმიან
ასეთი ქალები ყოველთვის შეგიქებენ ახალ იდეას,მათთან ადვილია საერთო ენის გამონახვა.ხოლო ღიმილი არის ბედნიერებისა და ოპტიმიზმის კიდევ ერთი გამოვლინება,რომელიც ძალიან იზიდავს გარშემომყოფებს. გახსნილი ადამიანები მაგნიტივით მიმზიდველები არიან,მაშინ როცა ცხვირაწეული მანდილოსნები არ არიან ამდენად პოპულარულები.

6. გახსნილი პოზა
სწორი ზურგი,გახსნილი მზერა,რომელიც პირდაპირ თვალებში გიყურებთ. ხელების დემონსტრაცია - თუ ხელები თანამოსაუბრისკენ არის მიმართული, ეს მეტყველებს ქალის თავდაჯერებულობაზე. ასეთი ქალები გაცილებით ხშირად იწვევენ გარშემომყოფების აღფრთოვანებას.
იდეალური ქალის 10 ჩვევა. როგორ მოვხიბლოთ საზოგადოება?

7. ისინი არასდროს წუწუნებენ
მუდმივი წუწუნი ღლის თანამოსაუბრეს და იწვევს მის გაღიზიანებას. ყველასთვის მიმზიდველ ქალბატონს არ აშინებს პრობლემები,ის ეძებს გამოსავალს.

8. მათ არ აშინებთ გულწრფელად შექება
თუ თქვენ ეს მართლა დაიმსახურეთ, იდეალური ქალბატონი არ მოერიდება თქვენს შექებას და კომპლიმენტებსაც არ დაიშურებს. ეს კი ნამდვილად ის არის,რაც ყველას სჭირდება.

9. ისინი აფასებენ დროს
ასეთი მანდილოსნები არასდროს აგვიანებენ და არ გალოდინებენ.
იდეალური ქალის 10 ჩვევა. როგორ მოვხიბლოთ საზოგადოება?

10. ისინი არიან კარგად გამოძინებულები
მანდილოსნები, რომელთაც ყოველდღიურად 8 საათი ძინავთ,გაცილებით მიმზიდველად გამოიყურებიან,არიან უფრო ჯანმრთელები და მხიარულები,ვიდრე ისინი,რომელთაც ჯანსაღი ძილი აკლიათ. ამ ფაქტს ამტკიცებს უამრავი ექსპერიმენტი,რომელთა დასკვნის მიხედვით, ქალები,რომელთაც არ ძინავთ საკმარისად, გამოიყურებიან “დაღლილად.”

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: