კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი! » OXO TV

კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!


სურვილი,რომ კარგად გამოიყურებოდეს,აქვს ნებისმიერ ქალს,მაგრამ ყველას არ გააჩნია უნარი,გემოვნებით შეარჩიოს ლუქები. ამის არგუმენტად,საკმარისია მიმოიხედოთ ქუჩებში,სადაც უამრავი უგემოვნოდ და უმეტეს წილად,ერთნაირად ჩაცმული მანდილოსანი დადის. შეუფერებელი ფერები,არასწორი სტილი და სილუეტი ნებისმიერ მოდელიერს ჩააგდებს დეპრესიაში. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია შეგიძლიათ დააბრალოთ ფინანსური სახსრების არქონას,თუმცა უგემოვნობის მიზეზად ეს ფაქტორი ერთერთი უკანასკნელია.

თუ თქვენ გაქვთ, დაბადებით ნიჭი,რომ გემოვნებიანად ჩაიცვათ,ჩათვალეთ,რომ ძალიან გაგიმართლათ. თუ არა - ნუ დაღონდებით, კარგი გემოვნება ყოველთვის შეგიძლიათ განავითაროთ,გაავარჯიშოთ. ამისთვის საკმარისია,სულ რაღაც რამდენიმე წესი.

კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  1. რაც უფრო ცოტა,მით უკეთესი? - დიახ!
    არ ღირს გარდერობის გავსება იმ ნივთებით,რომელთა შეხამებაზეც საათობით ფიქრობთ და მაინც ვერ იღებთ სასურველ შედეგს. რა თქმა უნდა,ისინი შეიძლება ლამაზი და განსაკურებული იყოს ინდივიდუალურად,მაგრამ თუ მას ლუქში ვერაფერს შეუხამებთ,ის არაფრად გარგიათ. კოსტუმის კომბინაციები - აი,რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. მაგრამ არამხოლოდ კლასიკურ ვარიანტებს,რომლებიც,სხვათა შორის,აუცილებლად უნდა არსებობდნენ თქვენს გარდერობში. როდესაც შეიძენთ შარვალს, ზედა შეარჩიეთ არამხოლოდ სილამაზის,არამედ იმის მიხედვითაც,თუ როგორ მოუხდება ის ,თქვენ მიერ უკვე შეძენილ შარვალს,ხოლო ჩანთა შეარჩიეთ ამ დუეტის გათვალისწინებით.

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  2. მთავარი ხარისხია
    როგორც უნდა ეცადოთ,უხარისხო,იაფფასიან ტანსაცმელს ყოველთვის ეტყობა თავისი წარმომავლობა და ორიგინალთან მიახლოვებასაც ვერ შეძლებს. უბრალოდ,უნდა იცოდეთ,რომ ასეთი უხარისხო ტანსაცმელი თქვენს იმიჯსაც იაფფასიანს ხდის. სჯობს იქონიოთ გარდერობის რამდენიმე ძვირადღირებული ელემენტი,ვიდრე ის სავსე იყოს იაფფასიანი,უხარისხო ტანსაცმლით.

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  3. იაფფასიანი იაფფასიანთან, ძვირადღირებული ძვირადღირებულთან
    თუ თქვენ მოგეწონათ რაიმე ზედა მეორეულ (მეორად) მაღაზიაში,რა თქმა უნდა, უნდა შეიძინოთ,მაგრამ არ უნდა ატაროთ ის ძვირადღირებულ,ბრენდის შარვალთან და დიზაინერულ ფეხსაცმელთან ერთად,რადგან ეს თქვენ იმიჯს იაფფასიანად აქცევს. თუ იცმევთ იაფფასიან ერთ ტანსაცმელს,დანარჩენებიც დაახლოებით იმავე ფასის უნდა იყოს. თუმცა დიზაინერები აღიარებენ ასეთ დაშვებას : ქალს ძვირადღირებული უნდა ჰქონდეს - კოსმეტიკა,თეთრეული,ფეხსაცმელი და სვიტერი. დანარჩენზე დაშვებულია ეკონომია,თუმცა მაინც მცირედით.

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  4. აირჩიეთ ის,რაც გიხდებათ
    მოდა მუდმივად გვთავაზობს ახალ მიმათულებებს და ხშირ შემთხვევაში ის საკმაოდ მკაცრია. მოდის ისეთი ტენდენციები,რომელიც თავისთვად არის სილამაზის ელემენტი,შეიძლება სულაც არ მოერგოს ყოველდღიურ გარდერობს ან თქვენ კონკრეტულ გარეგნობის ტიპს . თუ მოდა დაბალწელიან,დამოკლებულ შარვალს გვირჩევს, ეს არ ნიშნავს,რომ ამის ტარება უნდა დაიწყოს ყველა მანდილოსანმა ვიზუალის და,რაც მთავარია, სიმაღლის მიუხედავად. მოდის ბრმად გათვალისწინებამ შეიძლება ის ნაკლოვანებები წარმოაჩინოს,რაც სხვა ტიპის ტანსაცმელში,სულაც არ მიიქცევდა ყურადღებას. ჩაიცვით ის,რაც გიხდებათ და არა ის,რაც მოდური მაღაზიის ვიტრინაში ლამაზად გამოიყურება.

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  5. ფერის შერჩევა - უპირველესია
    რა გასცემს უგემოვნობას ? - ფერების არასწორი შეხამება. ტანსაცმლის ფერების არჩევის დროს ნუ დაგენანებათ დრო და გულდასმით მოეკიდეთ ამ საქმეს. ხშირ შემთხვევაში,როდესაც ქალს არ სურს დიდი დროის და ძალისხმევის დახარჯვა ფერების შერჩევაში, ის ატარებს შავ-ნაცრისფერ ტანსაცმელს და შიგადაშიგ დაამატებს სეზონის მოდურ ფერს,აქცენტის სახით. თუმცა ამ დამოკიდებულებასაც აქვს თავისი ერთი დიდი ნაკლი - მუქი ფერი შეუმჩნეველს და ერთფეროვანს გხდით,ხოლო სეზონის აქტუალური ფერი შეიძლება სულაც არ გიხდებოდეთ.

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  6. თეთრეული
    ქალები შეცდომით ფიქრობენ,რომ თუ თეთრეული,რომელიც მათ ტანსაცმლის შიგნით აცვიათ და შესაბამისად, საზოგადოებისთვის შეუმჩნეველია, შეიძლება,რომ იყოს იაფფასიანი, გაცვეთილი და დახეულიც კი. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. მოდის გენიამ კოკო შანელმა თქვა,რომ როცა ქალს ძვირადღირებული,ლამაზი თეთრეული აცვია,ის არ ჩანს,მაგრამ რაღაც აუხსნელი ძალით ქალის თვალებში აირეკლებაო. ამიტომ, გაანებივრეთ საკუთარი თავი. შეიძინეთ ისეთი თეთრეული,რომლის ტარება თქვენთვის დღესასწაულად იქცევა და ეს აუცილებლად გამოიხატება თქვენს განწყობასა და აურაში.

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  7. მთავარი დეტალი
    ყველა ქალი განსაკუთრებულად აღიქვამს ფეხსაცმელს. ფეხსაცმელი - ეს არის კომფორტი, მოხერხებულობა და სილამაზე. ის ატარებს დეკორის ფუნქციას და ასრულებს ლუქს. მისი დახმარებით ქალი ხაზს უსვამს მოხდენილ კოსტუმს, მალავს სიმაღლის ნაკლოვანებას, ვიზუალურად იმაღლებს ფეხებს და საზოგადოებას
    ერთი-ათად ხიბლავს. რა მიზნისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს ფეხსაცმელი - ის უნდა იყოს კარგი ხარისხის.

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  8. დახვეწილობის წვეთი
    მიუხედავად იმისა,რომ სუნამო ძვირადღირებული სიამოვნებაა და ზოგი მას ფუფუნების საგნადაც მიიჩნევს, ქალისთვის ის აუცილებლობაა. სუნამოს გამოყენების მიხედვით გამოყოფენ ქალების ორ კატეგორიას : ერთნი ინარჩუნებენ ერთგულებას კონკრეტული სუნამოს მიმართ,ხოლო მეორე კატეგორიის ქალები მუდმივად აახლებენ არომატულ ფლაკონებს. სწორედ ამიტომ,რთულია იმის წარმოდგენა,რომ რომელიმე მანდილოსანს შეუძლია საერთოდ უარი თქვას სუნამოზე.
    გაითვალისწინეთ წესი : ლამაზი ქალი - ძვირადღირებული სუნამო. უარი თქვით პატენტებზე.მხოლოდ ორიგინალები!

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  9. შესაბამისობა
    მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ იმას,თუ რა გაცვიათ,არამედ იმასაც - თუ სად იცვამთ კონკრეტულ ლუქს. თქვენი სამოსის შეუსაბამობა სიტუაციასთან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ. მაგალითად,თუ ქუჩის წვეულებაზე თქვენ გამოცხადდებით საღამოს კაბით,გრძელი ხელთათმანებით და 10-სანტიმეტრიანი ფეხსაცმლებით,თქვენ უსიამოვნო ყურადღების ცენტრში მოექცევით.

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

  10. ჰარმონია საკუთარ თავთან
    თქვენი ლუქის შემადგენელ ელემენტებს დეტალურად შეისწავლის მხოლოდ ძალიან დაინტერესებული ქალი. მამაკაცი თქვენ გხედავთ,როგორც ერთ მთლიან არსებას . მის აღქმაში არ არის ცალკე ფეხსაცმელი, შარვალი, ჩანთა, თქვენი განწყობა და საქციელი, არამედ - ყველაფერი ამის ერთობლიობა. სწორედ ამიტომ ორიენტაცია აიღეთ ცნებაზე "მომწონს - არ მომწონს!" თუ თქვენ თავით ფეხებამდე ჩაცმული ხართ დიზაინერის საუკეთესო ნამუშევრებში,თქვენთვის საინტერესო მამაკაცი კი სულ არ გაქცევთ ყურადღებას, მაგრამ მთლიანად მოხიბლული და შოკირებულია მანდილოსნით,რომელსაც იაფფასიანი,ყვავილების პრინტით გაფორმებული კაბა აცვია. ნუ იჩქარებთ მამაკაცის გემოვნების დაწუნებას. იქნებ ის მოიხიბლა არა უბრალოდ ლამაზი გარეგნობით,არამედ იმით,თუ როგორ განწყობას ასხივებს ვარდისყვავილებიანი მანდილოსანი,რომელიც თავს კომფორტულად გრძნობს ამ სამოსში,მიუხედავად მისი ფასისა.

    კარგი გემოვნების 10 მთავარ წესი!

მკითხველთა შთაბეჭდილებები


მოიწონეთ ჩვენი გვერდი: