როგორ შევარჩიოთ თვალის სწორი მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით? » OXO TV

როგორ შევარჩიოთ თვალის სწორი მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით?


თვალები სულის სარკეა. ნებისმიერი თვალები თავისებურად ლამაზია,მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მათ უფრო მეტად გალამაზებას და ამისთვის თვალის მაკიაჟს ვიყენებთ.
დღეს წარმოგიდგენთ თვალის მაკიაჟის მეთოდებს,სხვადასხვა ფორმისათვის, იმისთვის,რომ თქვენ ინდივიდუალურ სილამაზეს ხაზი გაუსვათ და ნაკლოვანება დამალოთ.

ნუშის ფორმის თვალები
როგორ უნდა განსაზღვროთ,რომ თქვენ ნუშის ფორმის თვალები გაქვთ? - თვალის ყველა კუთხე,ანუ შიგნითა და გარეთა, განლაგებულია ერთ დონეზე,ხოლო დაშორება შიდა კუთხეებს შორის,თვალის სიგრძის ტოლია.
იმისთვის,რომ ხაზი გაუსვათ თვალის ლამაზ ფორმას, დახატეთ წვრილი ხაზი თვალის შიდა კუთხიდან და თანდათანობით გახადეთ მოცულობითი გარე კუთხისკენ,მაგრამ არ გაცდეთ მის საზღვარს. ასე,თვალები ვიზუალურად გაფართოვდება და მზერა უფრო მეტყველი გამოჩნდება.

როგორ შევარჩიოთ თვალის სწორი მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით?

"დაკიდული" ზედა ქუთუთო
ასეთი ტიპის თვალებს აქვს კანის დამატებითი ფენა,რომელიც ეშვება თვალის ზედა ქუთუთოზე,რის გამოც თვალები უფრო პატარა ზომის ჩანს. ამიტომაც საჭიროა,რაც შეიძლება მეტი მოცულობის დამატება.
ასეთი თვალებისთვის იდეალური ისრებია - ფართო, რომელი თვალის ქვედა საზღვარს ბოლომდე დაფარავს. ასევე მნიშვნელოვანია,რომ გამოიყენოთ მაქსიმალურად მუქი ფერის ფანქარი.

როგორ შევარჩიოთ თვალის სწორი მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით?

ფართოდ განლაგებული თვალები
თუ მანძილი თვალებს შორის,მეტია ვიდრე ერთი თვალის სიგრძე - ეს არის ფართოდ განლაგებული თვალების ტიპი.
იმისთვის,რომ ვიზუალურად შეამციროთ მანძილი თვალებს შორის,უნდა შეიღებოთ ქვედა და ზედა ქუთუთო თვალის შუა ნაწილიდან. არ არის საჭირო თვალების საზღვარს გაცდენა.

როგორ შევარჩიოთ თვალის სწორი მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით?

მრგვალი თვალები
დიდი ზომის ,მრგვალი თვალები საკმარისად მეტყველია,თუმცა მათ არ ყოფნით ნუშისებურობა. მთავარი ამოცანაა - მათი დაგრძელება. ამისთვის,დაიხატეთ ზედა ქუთუთო მთლიანად და,დაახლოვებით ერთი სანტიმეტრით გაცდით თვალის საზღვარს. სხვათა შორის,ასეთი ტიპის თვალებს იდეალურად მოუხდება "სმოქი-აისი."

როგორ შევარჩიოთ თვალის სწორი მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით?

წვრილი თვალები
ასეთი ტიპის თვალები მიიჩნევა ყველაზე სექსუალურად,მაგრამ მათი გალამაზება ძალიან საფრთხილოა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. იმისთვის,რომ ვიზუალურად შემატოთ თვალებს მოცულობა,დაიხატეთ ზედა ქუთუთო და ბოლოში "გაიდღაბნეთ." რაც შეეხება თვალების ქვედა ნაწილს,დაიტანეთ თეთრი ფანქარი წამწამებსა და თვალს შორის,ხოლო შავი ფანქრით აქცენტი გააკეთეთ ზედა ქუთუთოზე,რომელსაც თანდათანობით გააგანიერებთ თვალის შუა ნაწილიდან.

როგორ შევარჩიოთ თვალის სწორი მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით?

ვიწროდ განლაგებული თვალები
ვიწროდ განლაგებული თვალების ტიპს მიეკუთვნება ის თვალები,რომელთა შორის მანძილიც ნაკლებია თვალის სიგრძეზე. მაკიაჟი ასეთი თვალებისთვის კეთდება იმ მიზნის მისაღწევად,რომ მზერას შემატოს მეტი გახსნილობა. ამისათვის კი საჭიროა ღია ტონალობიდან მუქზე გადასვლა,თვალების გარე კუთხისკენ. თვალების ბოლოში ლაინერი ოდნავ მაღლა ასწიეთ.

როგორ შევარჩიოთ თვალის სწორი მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით?

მკითხველთა შთაბეჭდილებები


მოიწონეთ ჩვენი გვერდი: