არავითარ შემთხვევაში არ შეიძინით თაფლი იქამდე, სანამ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ წაიკითხავთ. » OXO TV

არავითარ შემთხვევაში არ შეიძინით თაფლი იქამდე, სანამ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ წაიკითხავთ.


ნატურალური თაფლი - ჯანმრთელობის და დღეგრძელობის გარანტია ! დღეს ნატურალური თაფლის შეძენა საკმაოდ რთულია, რადგან ბაზარზე დიდი რაოდენობით შემოდის ისეთი სახეობის თაფლი, რომელსაც ნატურალურს ვერ ვუწოდებთ.
დღეს ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, თქვენთვის წარმოედგინა რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რისი გათვალისწინების შემდეგაც შეგეძლებათ შეიძინოთ მხოლოდ ნატურალური თაფლი !

როგორ განვასხვავოთ ნატურალური თაფლი, არანატურალურისგან?

გემო

ნატურალური თაფლი მხოლოდ ტკბილი როდია. მას თავისებური სიმწარეც „გაკრავს’, რომელიც მცირედით იწვევს ყელის ტკივილს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ თაფლის შერჩევის საშუალება, მისი გასინჯვით გეძლევათ, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ ეს რჩევა.

სუნი და გემო
ნატურალური თაფლი ყოველთვის გამოირჩევა სპეციფიკური სუნით. მას ხშირად ყვავილოვანი სუნამოს სუნი აქვს, რისი ამოცნობაც მარტივად არის შესაძლებელი. რაც შეეხება ხელოვნურად დამზადებულ თაფლს, მას ან საერთოდ არ აქვს სპეციფიკური სუნი, ან თუ აქვს მისი სუნი მკვეთრად გამოხატული ხელოვნურია, რომელსაც აუცილებლად შეამჩნევთ.

ფერი

უმჯობესია თავიდან ავიცილოთ ისეთი თაფლის შეძენა, რომელსაც „თეთრი ჩრდილები გააჩნია“. ასეთი თაფლი მართალია შედარებით მსუბუქად „ხელოვნურია“, თუმცა ნატურალური თაფლის სასარგებლო თვისებებს ჩამოუვარდება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები


მოიწონეთ ჩვენი გვერდი: