რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი » OXO TV

რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი


ზამთარი არ არის იმის მიზეზი,რომ უარი თქვათ საინტერესო საყიდლებზე და არ განაახლოთ გარდერობი. რადგან,სიცივეშიც არის შესაძლებელი გამოიყურებოდეთ ლამაზად და მოდურად. ამას გარდა, რუხი სეზონი ნათელი ფერებით უნდა გადაფაროთ.
წარმოგიდგენთ იმ ტანსაცმლის ჩამონათვალს,რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოს ამ ზამთარს მოდის ყველა ერთგულმა მანდილოსანმა

ხავერდის კაბა
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
ხავერდზე შემოდგომაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ეს დრამატული, სადღესასწაულო,მსუბუქად თეატრალური ელემენტი თავს იმკვიდრებს როგორც სრულფასოვანი ლუქი. რატომაც არა? - ქსოვილი თავის მხრივ,ძალიან კომფორტულია,გამოიყურება მოდურად და მისი შეხამება სხვადასხვა ტანსაცმელთან არც ისეთი რთულია,როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. დიზაინერები გვირჩევენ ხავერდის კაბებს წვრილ ზონრებზე,რომელსაც შეუხამებთ სხვადასხვა როლინგებს და ყელიან ზედებს.

იდეალური პალტო
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
შეიძლება უსასრულოდ ვიდავოთ პალტოს სტილზე,სიგრძესა და ფაქტურაზე,თუმცა ის,თუ რა ფერის უნდა იყოს ყველაზე მოდური პალტო,ვარიანტები ცოტაა. ხორცისფერი,ქვიშისფერი და მოდური ტონი - Camel (ქემელ - აქლემი) - ეს ის ფერებია,რომელიც უნივერსალურ და კეთილშობილურ ფერებს შორისაა და დიზაინერების თქმით,მათი უგულებელყოფა ნამდვილი დანაშაული იქნება. მაგრამ თუ ეს ტონალობები მაინც არ არის თქვენთვის მისაღები,სცადეთ ნაცრისფერი,ლურჯი,ხაკისფერი ან მსუბუქი პუდრისფერი. სიგრძეც არ არის ამ სეზონზე თავისუფალი არჩევანის სივრცე. წესი მარტივია : რაც უფრო გრძელია პალტო,მით უფრო თბილი და მოდურიცაა.

დიდი ზომის სვიტერი
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
ან არც ისე დიდი ზომის,უბრალოდ ისეთი სვიტერი,რომლის გახდაც არ მოგინდებათ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. იდეალური ვარიანტია - ნაქსოვი,რბილი და კომფორტული. სტილი,თუ როგორი იქნება ის, - კლასიკური თუ მოდური დიდი ზომის მკლავებით და მაღალი ყელით,თუ ელვა შესაკრავებით, ეს უკვე თქვენ გემოვნებას მიანდეთ. ამ ზამთარს - თბილად ჩაცმა მოდურია.

დიდი ზომის ქურთუკი
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
რთული საკითხია. ვინაიდან,დიზაინერებმა როგორც უნდა გვიმტკიცონ,რომ დიდი ზომის “დუტის” ქურთუკი ამ სეზონის აბსოლუტური ტრენდია, ყველამ ვიცით,რომ ნამდვილად მოდური ქურთუკის პოვნა ძალიან რთულია,თუმცა შესაძლებელი. აი,მთავარი დეტალები,რის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ ეს მოდური ელემენტი : უცნაური ფორმა, ექსტრავაგანტული მოცულობა და ორიგინალური ფერი.

ტრიკოტაჟი
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
ის ფაქტი,რომ მოდაშია არამხოლოდ სტილი,არამედ სითბოც,ძალიან ახარებთ მანდილოსნებს. ტრიკოტაჟი - ერთერთი მუდმივი მატერიალია,ანუ - აქტუალური დროისა და ტენდენციის მიუხედავად. განსხვავება ისაა,რომ ახლა ყურადღების ცენტრშია ტრიკოტაჟის კომბინიზონები, ‘მიდი’ სიგრძის კაბები,თავისუფალი შარვლები და ყველაზე მოდური კოსტუმები.

ბომბერი
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
ხავერდის,დენიმის ან ატლასის - ბომბერი ამ სეზონის ნამდვილი ვარსკვლავია. განსაკუთრებით აქტუალურია სხვადასხვა დეტალებით გაფორმებული ვარიანტი - ნაქარგი, წარწერა და კონტრასტული დამატებები. ეს სეზონი ბომბერის ტარების წესსაც გვკარნახობს. ასე,მაგალითად - უნდა შეუხამოთ ის ყველაფერ ისეთს ,რასაც არ აქვს საერთო სპორტულ სტილთან. ‘მიდი’ სიგრძის ქალური კაბები , მინი ქვედა ბოლო და კლასიკური შარვლები - აი,რას მოუხდება ყველაზე მეტად 2017 წლის ზამთრის ტრენდი - ბომბერი.

კუბოკრული პრინტი
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
2017 წლის ზამთრის ეს ყველაზე მოდური პრინტი, აქტუალურია ნებისმიერ გამოვლინებაში. კუბოკრული შარვალი, კოსტუმი,კაბა, პალტო და ჟილეტი - დაშვებულია ამ ელემენტების ერთდროულად შეძენა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ამ სეზონის აქტუალურობისა, კუბოკრული პრინტის აქტუალურობა დროით არ იზომება,შესაბამისად - უზარმაზარია იმის ალბათობა, რომ ამ სეზონზე შეძენილი მოდური ტანსაცმელი , საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იქნება თქვენს მოდურ სამსახურში. მოდური დიზაინერი Calvin Klein გვირჩევს რამდენიმე კუბოკრული ტანსაცმლის ერთდროულად ტარებას, სასურველია ერთი და იმავე ფერთა გამით. წარმატება გარანტირებულია.

ფეხსაცმელი რეტრო სტილში
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
ზამთრის ფეხსაცმელი,მსხვილ მყარ ძირსა და ქუსლზე 60-70 წლების სტილში - უკვე რამდენიმე წლის მანძილზე აბსოლუტური ჰიტია. ლაკის,ნატის (ზამშის), ხავერდის ან ტყავის. ასეთი ფეხსაცმელი თქვენს ნებისმიერ ლუქს აქცევს ულტრამოდურად. განსაკუთრებით მოდურია მათი ტარება დამოკლებულ ჯინსებსა და კლასიკურ შარვლებთან, 'მიდი'სიგრძის კაბებთან და მინი ქვედა ბოლოებთან ერთად. რა თქმა უნდა,ეს არ არის ამ სეზონის ფეხსაცმლის ერთადერთი მოდური ტრენდი,ასევე აქტუალურია უხეში ფეხსაცმელი მასიურ ძირზე და პლატფორმაზე. გაფორმებას რაც შეეხება, მოდური იქნება დიდი ზომის დეტალები და ბეწვის ელემენტები.

ულტრამოდური ქვედა ბოლო
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
ეს ტრენდი არ გულისხმობს მხოლოდ პლისირებულ ქვედა ბოლოს, თუმცა ისიც უჩვეულოდ აქტუალური იქნება ამ სეზონზე. მასთან ერთად პოპულარობას გაინაწილებს საინტერესო ნაჭრის ქვედა ბოლოები. ორიგინალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს მოდურ აქცენტს. მასთან ერთად არ ღირს დატვირთუული ზედის ტარება,საკმარისია სადა, თეთრი როლინგიც.

ბეწვის შარფი
რა უნდა შეიძინოთ აუცილებლად 2017 წლის ზამთარში. 10 ორიგინალური ‘მასთ ჰევ’ ელემენტი
ბეწვი ზამთარში ლოგიკურია! ტრენდული ქურქების პარალელურად, ბეწვი მოდურ ლუქში სხვა ადგილსაც დაიმკვიდრებს. მაგალითად, როგორც დეკორი პალტოზე, ჩანთაზე ან ფეხსაცმელზე, ან კი - ულტრამოდურო შარფის სახით. ეს უკანასკნელი იდეალურად მოუხდება ტყავის ქურთუკს ან მინიმალისტურ პალტოს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: