დედამ ფოტოს გადაღებისას შენიშნა, რომ მისი შვილის მარჯვენა თვალზე უცნაური თეთრი წრე იყო.

Загрузка...

ბავშვების მოვლა - ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო რამ მთელს მსოფლიოში.
სირთულე არა ბავშვებზე ზრუნვაში მდგომარეობს, არამედ ჩვენ მუდმივად დაძაბულები ვართ იმ მოლოდინით, რომ ჩვენ შვილს არაფერი დაემართოს. მცირე დეტალსაც კი ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რათა ჩვენი შვილი მუდამ ჯანმრთელი იყოს.

ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში სტატია გამოქვეყნდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ წყვილზე და მათ შვილზე იყო. ჯედი ბელიმ ფოტოების დათვალიერებისას ისეთი რამ შენიშნა, რაც აქამდე არ ენახა. როდესაც ის შვილს ფოტოს უღებდა, მან მარჯვენა თვალზე თეთრი რგოლი დაინახა, რომელმაც ძალიან დააეჭვა. „თეთრი რგოლის“ არსებობა სხვა ფოტოებმაც დაამოწმა, რომელშიც ჯედის შვილი იყო. ეს შემთხვევა მშობელმა კამერას დაუკავშირა, რომელიც უბრალოდ „წითელ თვალს“ აჩენს, თუმცა მისი შვილის შემთხვევაში თეთრი ფერი დომინირებდა.
ჯედი ბელისთვის საშინელება იყო, როდესაც 8 თვის გოგონას მარჯვენა თვალიდან მხედველობა გაუუარესდა. მან რამდენიმე შემთხვევის დროს შენიშნა, რომ ქალიშვილი მარჯვენა თვალიდან თითქმის ვეღარ ხედავდა და უწინდებურად აღარ რეაგირებდა საფრთხეზე.
ამ საშინელი შემთხვევის შემდეგ, მშობლებმა დაუყონებლივ ექიმს მიმართეს. როგორც ჩანს, „თეთრი თვალის“ უყურადღებობას შეეძლო მომავალში თვალის სიმსივნე გამოეწვია.
კვლევებით დადასტურდა, რომ 8 თვის გოგონას რეტინობლასტომა აღენიშნებოდა, რომელიც სამედიცინო ენაზე „აგრესიული ტიპის სიმსივნედ“ იხსნება. ეს დაავადება 6 წლამდელ ბავშვებში ვითარდება. ყველაზე ხშირად კი მდედრობითი სქესში.
საბედნიეროდ, მშობლებმა „აგრესიული სიმსივნის“ ნიშნები მალე ამოიცნეს და ექიმს მიმართეს, რომელმაც დაუყონებლივ დანიშნა ქიმიო თერაპია.
რამდენიმე პროცედურის ჩატარების შემდეგ, გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც მშობლები ძალიან გაახარა.

ამჟამად ეს გოგო 3 წლის არის და არავითარი პრობლემა არ აღენიშნება, თუმცა ის მუდმივად დადის ექიმთან კონსულტაციაზე.
დედამ ფოტოს გადაღებისას შენიშნა, რომ მისი შვილის მარჯვენა თვალზე უცნაური თეთრი წრე იყო.
დედამ ფოტოს გადაღებისას შენიშნა, რომ მისი შვილის მარჯვენა თვალზე უცნაური თეთრი წრე იყო.
დედამ ფოტოს გადაღებისას შენიშნა, რომ მისი შვილის მარჯვენა თვალზე უცნაური თეთრი წრე იყო.
დედამ ფოტოს გადაღებისას შენიშნა, რომ მისი შვილის მარჯვენა თვალზე უცნაური თეთრი წრე იყო.
დედამ ფოტოს გადაღებისას შენიშნა, რომ მისი შვილის მარჯვენა თვალზე უცნაური თეთრი წრე იყო.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: