ტუჩის მაკიაჟის 5 მარტივი და საინტერესო რჩევა


ტუჩსაცხი - ეს მანდილოსნის მაკიაჟის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია.
დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას,თუ როგორ გავიკეთოთ ტუჩის იდეალური მაკიაჟი,რადგან სწორად გამოკვეთილი ტუჩები გამოარჩევს ელეგანტურ ქალბატონს.

ტუჩის მაკიაჟის 5 მარტივი და საინტერესო რჩევა

1. მანამ,სანამ შეუდგებით ტუჩების გალამაზებას, საჭიროა ტუჩსაცხის ბაზის შექმნა. ამისთვის გამოგადგებათ ფხვიერი პუდრა ან ტონალური საცხი.
2. თუ გაქვთ მშრალი ტუჩები,წაისვით ჰიგიენური ტუჩსაცხი.
3. ტუჩის ფანქრით სწორად და ფრთხილად გამოკვეთეთ კონტური და მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანეთ ტუჩსაცხი. “პომადის” თანაბარად განაწილებისთვის რეკომენდებულია სპეციალური ფუნჯის გამოყენება,რომლის დახმარებითაც მარტივად გადაანაწილებთ ტუჩსაცხს ცენტრიდან პერიფერიისკენ.
4. იმისთვის,რომ ტუჩის იდეალური მაკიაჟი დიდი ხნის განმავლობაში შეგინარჩუნდეთ, ტუჩსაცხი უნდა გახადოთ უფრო მდგრადი,ამისთვის კი,როდესაც ტუჩსაცხს დაიტანთ, ქაღალდის ხელსახოცით დააფიქსირეთ,რათა ზედმეტი რაოდენობა მოსცილდეს და შემდეგ კვლავ წაისვით ტუჩსაცხი.
5. თუ თქვენ გსურთ ტუჩები ვიზუალურად უფრო მოცულობითი გახადოთ, ტუჩსაცხზე დაიტანეთ ტუჩის ბზინვარე ბალზამი. თქვენი ღიმილი შეუდარებელი იქნება.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: