ახალშობილის "ნაკლოვანების" დანახვის შემდეგ მშობლებმა ის მიატოვეს, თუმცა ოთხი წლის შემდეგ სასწაული მოხდა ! » OXO TV

ახალშობილის "ნაკლოვანების" დანახვის შემდეგ მშობლებმა ის მიატოვეს, თუმცა ოთხი წლის შემდეგ სასწაული მოხდა !


4 წლის კირილი დაბადებიდან ბავშვთა სახლში ცხოვრობდა. ბავშვთა სახლში მომუშავე პერსონალი ფიქრობდა, რომ კირილს არავინ არ იშვილებდა, რადგან მას მარჯვენა ხელი არ ქონდა. ამ ცენტრში ასობით შვილის აყვანის მსურველი წყვილი მისულა, თუმცა კირილის შვილად აყვანით არავინ არ დაინტერესებულა.
როგორც დაწესებულების აღმზრდელები ამბობენ, ბავშვი მშობლებმა მაშინ მიატოვეს, როდესაც მისი „ნაკლოვანების“ შესახებ შეიტყვეს. ის სულ რაღაც 20 დღის იყო, როდესაც ბავშვთა სახლში მიაბარეს და აღარც დაბრუნებულან.

ახალშობილის "ნაკლოვანების" დანახვის შემდეგ მშობლებმა ის მიატოვეს, თუმცა ოთხი წლის შემდეგ სასწაული მოხდა !

ყველანაირი მოსაზრება კი მაშინ დაიმსხვრა, როდესაც კანადელმა წყვილმა, დაგმა და ლესლი ფეისიმ ბიჭზე ყურადღება გაამახვილეს. მათ პატარას შვილად აყვანა სურდათ, რაც აღმზრდელებისთვის გასაკვირი იყო, თუმცა წყვილს ყოველივე ეს ძალიან უნდოდათ და თანაც ამბობდნენ, რომ მათ ზუსტად იცოდნენ რას აკეთებდნენ.

ახალშობილის "ნაკლოვანების" დანახვის შემდეგ მშობლებმა ის მიატოვეს, თუმცა ოთხი წლის შემდეგ სასწაული მოხდა !

მაშინ, როდესაც კირილის წასაყვანად ახალი ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ, მისი ახალი ბაბუა შვილიშვილს განსაკუთრებულად შეეგუა. დაგს და ლესლის, კირილის აყვანის სურვილი ალბათ სწორედ დაგის მამისგან გაუჩნდათ, რომელსაც, როგორც კირილს, ასევე მასაც არ ქონდა ერთი ხელი. თუმცა ეს ადამიანი ძალიან წარმატებული სპორტსმენი და ახლა უკვე ბიზნესმენია.
როდესაც დაგის მამამ, კირილი გულში ჩაიკრა, იქ შეკრებილმა ადამიანებმა ცრემლი ვერ შეიკავეს. ეს იყო საოცარი მომენტი.

ახალშობილის "ნაკლოვანების" დანახვის შემდეგ მშობლებმა ის მიატოვეს, თუმცა ოთხი წლის შემდეგ სასწაული მოხდა !

მიუხედავად იმისა, რომ კირილი კანადელი არ არის, ის სწრაფად ითვისებს იმ ენას, რომელზეც მშობლები საუბრობენ. კირილს, მშობლებმა უკვე დაუქირავეს, როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგული ენის სპეციალისტი, რომელიც მას ენის ათვისებაში ეხმარება. კირილის ბაბუის თქმით, პატარას ყველაფერი ექნება იმისთვის, რომ სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს.

ახალშობილის "ნაკლოვანების" დანახვის შემდეგ მშობლებმა ის მიატოვეს, თუმცა ოთხი წლის შემდეგ სასწაული მოხდა !

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: