მაკიაჟის 7 მოძველებული მეთოდი, რის გამოც თქვენ ძველმოდურად გამოიყურებით


როგორც წესი, ყველა მანდილოსანი არჩევს თავის კონკრეტულ მაკიაჟის ტიპს,რომელიც მისთვის ყველაზე მისაღებია. მთავარი მიზანი - ლამაზი ნაკვთების ხაზგასმა და ნაკლოვანებების დამალვა. და მაინც, მაკიაჟის გაკეთების დროსაც არ უნდა დავივიწყოთ მოდის სამყაროს ტენდენციები. ის,რაც მისაღები და ტრენდული იყო წლების წინ, დღეს უგემოვნობის ნიშნად მიიჩნევა.
თუნდაც ძალიან მოგწონდეთ თქვენი მაკიაჟი, დარწმუნდით, რომ მასში არ არის ერთერთი ამ 7 პუნქტიდან.

1. მკვეთრი, მუქი წარბები
ამის გაკეთება არ შეიძლება ქერა მანდილოსნებისთვის. ეს არის აბსოლუტური უგემოვნობა. როგორი ფერის თმაც უნდა გქონდეთ, წარბები მხოლოდ მცირედით გაიმუქეთ და არ აქციოთ ის თქვენი გარეგნობის სავიზიტო ბარათად.

მაკიაჟის 7 მოძველებული მეთოდი, რის გამოც თქვენ ძველმოდურად გამოიყურებით

2. მკაცრი “სმოქი აისი”
არ ღირს თვალის მაკიაჟისთვის რამდენიმე თამამი ფერის გამოყენება. მოდა გვირჩევს თავშეკავებულ ტონალობებს,რომელიც თქვენს გარეგნობას შემატებს იდუმალებას.

3. ნარუჯი
როგორც უნდა გაგიკვირდეთ,ნარუჯი კარგავს აქტუალურობას,ამიტომაც არ ღირს სოლარიუმის ან ავტონარუჯის გამოყენება. ამას გარდა,ნუ მიეძალებით ბრონზერის ვარიანტსაც. ვინაიდან მანდილოსნების უმეტესობამ არ იცის მისი სწორად დატანა,ის შეიძლება წარუმატებელი მაკიაჟის მიზეზი გახდეს.

მაკიაჟის 7 მოძველებული მეთოდი, რის გამოც თქვენ ძველმოდურად გამოიყურებით

4. კონტურინგი
ახლა, როდესაც ჩამოყალიბდა სახის კონტურინგის უამრავი ტექნიკა, მაკიაჟის ეს მეთოდი აღარ არის მოდური. ახლა აქტუალურია ბუნებრივი ვიზუალი,სადაც მთავარ აქცენტებს რუმიანა სვამს.

5. ტუჩების თოჯინური ბზინვარება
დღესდღეობით ტუჩის ყოველგვარმა ბზინვარე ბალზამმა დაკარგა აქტუალურობა,ისევე როგორც მატის ტუჩების ტრენდმა, თუმცა თუ ზომიერად გამოიყენებთ, დასაშვებია. არ ღირს ტუჩებისგან არაბუნებრივად ბზინვარე აქცენტის გაკეთება.

6. ტუჩები და სახის ტონი
დიახ, ესეც აღარ არის უკვე მოდური. თუ თქვენ მოგწონთ “ნუდის” ტონალობის ტუჩსაცხი, მაშინ წინასწარ დარწმუნდით, რომ ტუჩის ფერი არ არის სახის ტონის იდენტური.

მაკიაჟის 7 მოძველებული მეთოდი, რის გამოც თქვენ ძველმოდურად გამოიყურებით

7. მატის კანი
სულ ცოტა ხნის წინ იყო ტენდენცია, რომ ვიზაჟისტები ცდილობდნენ სწორედ ასეთი ეფექტის მიღწევას, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდნენ ,რომ სახის ბუნებრივი ბზინვარების დამალვა არ იყო სწორი მიდგომა. მიეცით საკუთარ თავს ნატურალური გარეგნობის ქონის ფუფუნება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: