გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს » OXO TV

გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს


იშვიათად შეხვდებით ქალს,რომელსაც შეიძლება არ უნდოდეს იყოს კიდევ უფრო ლამაზი, ვიდრე არის. მაგრამ როგორც ცნობილია, სილამაზე არის შედარებითი და სუბიექტური ცნება. და ვინაიდან ქალს სურს იყოს ლამაზი,უპირველსად, მამაკაცისთვის, ამიტომ განვიხილოთ თუ რას გულისხმობს მამაკაცის თვალით დანახული ქალის სილამაზე.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ როდესაც მამაკაცი ცდილობს ქალის მოხიბლვას, ის ქალში ხედავს ბავშვს, რომელზეც სურს იზრუნოს. მისთვის იდეალური ქალის გარეგნობაც ასოცირდება ბავშვის ლამაზ და საყვარელ ნაკვთებთან.

თუმცა,მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად.

1. თვალები და ცხვირი
გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს

გაიხსენეთ პატარა ბავშვის სახე : დიდი თვალები და პატარა აპრეხილი ცხვირი. ამიტომაც ქალები იყენებენ უამრავ ხრიკს იმისთვის, რომ ვიზუალურად თვალები უფრო დიდი გამოაჩინონ,ხოლო ცხვირი პატარა.

2. წარბები
გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს

წარბები უნდა იყოს საკმაოდ მუქი,ხშირი, მაგრამ არა - განიერი. მეტისმეტად წვრილი წარბებიც არ არის მიმზიდველი. იდეალური წარბები განლაგებულია ისეთ სიმაღლეზე, რომ თვალები უფრო დიდი გამოჩნდეს.

3. შუბლი
გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს

ყველა ქალმა იცის, რომ მაღალი შუბლი ამშვენებს მამაკაცს, მაგრამ არა - ქალს. თუ ბუნებრივად მაღალი შუბლი გხვდათ წილად, გამოსავალი არსებობს - “ჩოლკა”. თანამედროვე მოდა “ჩოლკის” სხვადასხვაგვარ, საინტერესო დ ა მიმზიდველ ვარიაციებს გვთავაზობს.

4. ყურები
გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს

დიდი ყურები, რა თქმა უნდა, არ არის მამაკაცისთვის მიმზიდველი და თუ მაინც ასეთი გარეგნობა გაქვთ, სწორად უნდა შეარჩიოთ ვარცხნილობა და უარი უნდა თქვათ დიდი ზომის საყურეებზე.

5. თითები
გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს

თუ თქვენ არ გაქვთ თხელი და გრძელი თითები, ნუ გაიკეთებთ მასიურ ბეჭდებსა და სამაჯურებს. ეს არასაჭირო ყურადღებას მიაქცევს თქვენი გარეგნობის არსასურველ დეტალს. თუმცა მოვლილი თითები და ლამაზი მანიკიური ყველა მამაკაცს მოსწონს. გაითვალისწინეთ, რომ თითების ვიზუალურად დასაგრძელებლად აირჩიეთ ფრჩხილების ოვალური ფორმა.

6. მკერდი
გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს

სამყარო ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, როგორი მკერდია მამაკაცისთვის იდეალური - დიდი,თუ იმ ზომის, რომელიც ხელში ეტევა. ზომისგან განსხვავებით ,არავინ დავობს, რომ მკერდი უნდა იყოს აწეული და დგომი უნდა იყოს სწორი.

7. ფეხები
გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს

ბევრ მამაკაცს მოსწონს ქალი მაღალ ქუსლებზე. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.უპირველეს ყოვლისა, მაღალი ქუსლები ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს და ქალის პროპორციებს იდეალურ გარეგნობასთან აახლოვებს.გარდა ამისა. მაღალ ქუსლებზე დგომისას წვივები დაძაბულია,რითიც იქმნება ფეხის ლამაზი ფორმა.ფეხის ზომა კი რამდენიმე სანტიმეტრით უფრო პატარა ჩანს.

8. თმა
გარეგნობის 9 შტრიხი, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს

თმა ეს არის ქალის ბუნებრივი სამკაული.იშვიათად შეიძლება,რომ მამაკაცს არ მოსწონდეს გაშლილთმიანი ქალი. არაცნობიერ დონეზე მამაკაცი მიიჩნევს, რომ თუ ქალმა გაიშალა თმა, ე.ი. სურს, რომ მამაკაცს თავი მოაწონოს და მზად არის გასაცნობად. გაშლილი და ლამაზად დავარცხნილი თმა მამაკაცს სოლიდურ მკერდს და გრძელ ფეხებზე მეტად მოსწონს.

9. გამორჩეული გემოვნება
მამაკაცს იზიდავს ყველაფერი ახალი. თუ ფიქრობთ, რომ ის მოიხიბლება თქვენი 15-სანტიმეტრიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლებით,ვულგარული კოლგოტით და მინი ქვედა ბოლოთი, თქვენ ძალიან ცდებით.
მამაკაცს იზიდავს რაღაც უცნაური და განუმეორებელი. ის აუცილებლად გამოგარჩევთ უამრავ ხალხში, თუ გეცმევათ არა გამომწვევად, არაამედ გემოვნებით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები


მოიწონეთ ჩვენი გვერდი: