2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

Загрузка...

ვარცხნილობის ინდუსტრია გვთავაზობს 2017 წლის მოდურ პროგნოზს. თმის ფერის ცვლილება საინტერესო, სასიამოვნო პროცესია,რომელსაც ანტი-სტრესულ თერაპიასაც უწოდებენ.
როგორი თმის ფერი იქნება აქტუალური 2017 წელს?

ალუბლის აფეთქება
2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

რა თქმა უნდა,ცეცხლოვანი მამლის წელის წიტელი ფერის გარეშე ვერ ჩაივლიდა. ვარცხნილობასაც შეეხება ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი. კენკრისა და ღვინის ტონალობა - 2017 წლის აბსოლუტური ვარსკვლავია. ყველაზე პოპულარული კი ალუბლისფერია. თუმცა შეგიძლიათ სცადოთ ბორდოფერი ან წითელი ხისფერი.ასევე სტილისტები გვირჩევენ ან ღრმა წითელ ფერში შევიღებოთ თმა მთლიანად,ან კი - შოკოლადისფერი თმა დავიფეროთ ალუბლისფერი საღებავით.

მარწყვის ქერა
2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

რამდნეიმე წლის განმავლობაში აქტუალური იყო თმის ყავისფერი და შავი ფერი,თუმცა წელს მოდის სიმაღლეს ქერა თმა იპყრობს.მისი ერთერთი უპირატესობა არის ის,რომ ასეთი თბილი ვარდისფერი ტონალობის მიღება საკმაოდ მარტივია.
არ არის საჭირო ყვითელი პიგმენტის მთლიანად მოშორება,უკეთესია მისი ნეიტრალიზება და მარწყვისფერამდე დაყვანა. გამოყურება ისევე გემრიელად,როგორც
ისმის - "მარწყვის ქერა."

კეთილშობილური ჭაღარა
2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

თმის შეღებვის ამ მიმართულებამ მოდის ერთგულთა გულები ჯერ კიდევ შარშან დაიპყრო. ვერცხლისფერ-ნაცრისფერი და თოვლივით თეთრი ტონალობა მოუხდებათ ახალგაზრდა გოგონებს და ელეგანტურ მანდილოსნებს. თუ თქვენ არასდროს არ შეგიღებიათ თმა და აღმოაჩინეთ,რომ ჭაღარა გაქვთ,ამაყად ატარეთ ის.
თუმცა გაითვალისწინეთ,რომ ჭაღარა ფერის მისაღებად საჭირო იქნება თმის ძლიერად გაუფერულება.
ამას გარდა,საგულისხმოა,რომ თმის ასეთი ფერი განსაკუთრებით იმათ უხდებათ,ვისაც ბუნებით ცივი ფერის გარეგნობა აქვს.

"ჯინსის ეფექტი"
2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

მოდურია თმის გარკვეული ნაწილების შეღებვა,ძირითადად - ლურჯ ან იასამნისფერ ფერებში. ასევე აქტუალურია,"ჯინსის ეფექტის" ტექნიკის გამოყენება. ამ დროს თმის კონკრეტული ნაწილი ძირიდან იღებება ისეთი ფერით,რომელიც ქმნის ჯინსის ფერს. ამ ფერის მისაღებად საჭიროა თმის ძლიერად გაუფერულება.

მუქი და წითური თმა
2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

2017 წელს შავი,მუქი ან მუქთან მიახლოვებული თმა არ არის აქტუალური. მათ ნაცვლად პოპულარობას იძენს თხილისფერი და ცივი ტონები. მსუბუქი ომბრე,სადაც მუქი წაბლისფერი თანდათანობით გადადის ღია ფერში,რითიც ხაქს უსმევს სახის ნაკვთების სირბილეს.

რაც შეეხება,ღია წითურ თმას,ის არც თუ ისე მალე გამოჩნდება მოდურ კოლექციებში. ამ ფერის თმის მფლობელებმა უნდა შეარჩიონ მშვიდი ტონალობები.

მზის ჩასვლა
2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

თმის შეღებვის მოდურ სიახლეებში არის ისეთი ვარიანტებიც,რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ ექსტრემალური სილამაზის მოყვარულებს. ამ ტენდენციებიდან ერთერთი თვალსაჩინოა - გრადიენტი მზის ჩასვლის ფერებში. წითელი,ვარდისფერი,ატმისფერი და ყვითელი ფერები რბილად უერთდებიან ერთმანეთს თმაზე და ქმნიან მზის ჩასვლის ეფექტს.

რა თქმა უნდა,ასეთი ვარცხნილობა და ფერები მიუღებელია ოფისის თანამშრომლისთვის,მაგრამ შვებულების დროს,ზღვაზე დასვენებისას - რატომაც არა?!

2017 წლის სუპერ მოდური თმის ფერები. ნებისმიერი იპოვის თავის იდეალურ ტონს

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: